მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1334 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

საღამო იყო, როცა ორი ანგელოზი შევიდა სოდომში.

ლოტი, რომელიც ერთად-ერთი მართალი კაცი იყო მთელ იმ ქალაქში, წინ მიეგება მათ და გულითა სთხოვა, რომ ისინი მას სწვეოდნენ და ღამე მასთან გაეთიათ.

ანგელოზები დათანხმდნენ და მივიდნენ ლოტის სახლში, რომელიც მათ მშვენივრად გაუმასპინძლდა.

ამ დროს მათ კარს მიადგა ბიწიერი და აბეზარი სოდომელები და მოითხოვეს ლოტისგან, რომ მას მიეცა მათთვის სტუმრები შეურაცხყოფისთვის.

ლოტმა ხვეწნა დაუწყო: ძმებო, ნუ უზამთ მათ ბოროტს. მაგრამ სოდომელებმა მუქარით დაუყვირეს: როგორ, შენ უცხო კაცი ხარ, სხვა მხრიდან მოთრეული და ჭკუა ჩვენ უნდა გვასწავლო? ახლა გიჩვენებთ სეირს! - სთქვეს ეს და გაექანნენ ლოტისაკენ, მაგრამ ანგელოზები მიეშველნენ, ლოტი გამოაცალეს ხელითგან ხალხს, შეიყვანეს შინა და მოკეტეს კარები.

სოდომელებს უნდოდათ, კარები შეემტვრიათ, მაგრამ ანგელოზებმა მათ სიბრმავე დამართეს. დაბრმავებულმა ხალხმა ვეღარაფერი გაიგო, კარებს ვერ მიაგნო და წავიდ-წამოვიდა.

ამის შემდეგ ანგელოზებმა განუცხადეს ლოტს: ჩვენ გამოგზავნილნი ვართ ღვთისაგან ამ უსჯულო და გარყვნილ ქალაქის აღმოსაფხვრელად. თუ შენ ნათესავები გყვანან, ჩქარა გაიყვანე ქალაქიდან.

ლოტს სოდომში ჰყავდა დანიშნული სასიძონი თავის ქალებისათვის. შეატყობინა მათ ეს ამბავი და სთხოვა, რომ დაეტოვებინათ ქალაქი და გაქცეულიყვნენ, მაგრამ მათ არ დაუჯერეს თავიანთ სასიმამროს და მასხრადაც აიგდეს.

მეორე დღეს, სისხამზედ, მზის ამოსვლამდის, ანგელოზებმა უბრძანეს ლოტს, რომ ის თავისი ცოლით და ქალებით საჩქაროდ გაქცეულიყო ქალაქიდან.

რადგანაც ლოტი იგვიანებდა, ამიტომ ანგელოზებმა წაავლეს ხელი, გამოიყვანეს იგი სახლობით სოდომიდან და უთხრეს: უშველე ჩქარა თავს, გასწი, უკან ნუღარ მოიხედავ და ნუ გაჩერდები ამ მინდორზე, თორემ დაიღუპები!

ლოტმა გაუგონა ანგელოზებსა და გაიქცა თავის სახლობით.

ამოვიდა თუ არა მზე, აი, რა საშინელი სასჯელი მიაყენა უფალმა სოდომსა და მის ახლო ქალაქებს: ციდან წამოვიდა ცეცხლის წვიმა, მოედო ქალაქებს, მათ გარშემო არემარეს და მთლად გადაბუგა, შემდეგ გასკდა დედამიწა, ქალაქი ჩავარდა ძირსა და მის ადგილას გაჩნდა საშინლად მტუტე და მწარე ზღვა.

ლოტის ცოლმა არ აასრულა ღვთის ბრძანება, წინააღმდეგ ანგელოზის დარიგებისა, იგი გზაზედ გაჩერდა, მიიხედა უკან და თითქოს ნანობდა სოდომის დატოვებას. ამისთვის მასაც საშინელი სასჯელი მიადგა: მისი სხეული უცებ გადაიქცა მარილის სვეტად.

აბრამმა თავის ბინიდან დაინახა უშველებელი სვეტი კვამლისა, რომელიც სოდომიდან მაღლა ადიოდა, და ამით გაიგო, რომ მართლმსაჯულ უფალს ვერ უპოვნია ამ წაბილწულ ქალაქში ის ათი მართალი კაცი, რომელთა გულისთვის მისი დაფარვა აღუთქვა აბრამს.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ