მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1477 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

აბრამი და მისი ცოლი სარა გახდნენ ღირსი მეტად დიდი პატივისა, როდესაც მათ კარვები ედგათ მამბრეს დიდ მუხასთან, მათ თავის სადგომში სტუმრად მიიღეს თვით უფალი ღმერთი.

იგი გამოეცხადა მათ შემდეგი უბრალო სახით: შუადღე იყო და აბრამი იჯდა თავის კარვის კარებთან, მაღლა აიხედა და მახლობლად დაინახა სამი მგზავრი, წამოდგა მაშინვე, მიეგება მათ წინ, მიწამდის თავი დაუკრა და მიმართა თხოვნით მას, რომელიც უფროსს ჰგავდა: უფალო, თუ მე ღირსი ვარ შენი მოწყალებისა, ნუ ამიქცე გზასა, მიკადრე, მობრძანდი, დაისვენე ამ ხის ძირში და დანაყრდი ცოტაოდენი საჭმლით.

მგზავრები დათანხმდნენ და მივიდნენ ჩრდილქვეშ.

აბრამი გაეშურა კარავში და უთხრა სარასა: ჩქარა მოზილე და გამოაცხვე ხმიადები. მერე გაიქცა თავის ფარაში, თავისი ხელით ამოარჩია საუკეთესო ხბო და უბრძანა, საჩქაროდ მოემზადებინათ.

როცა ყველაფერი დამზადდა, აბრამმა მიართვა თავის სტუმრებს პური, რძე, კარაქი და ხბოს ხორცი. ის თვითონ სთავაზობდა საჭმელსა და ემსახურებოდა სტუმრებს.

მაშინ ერთმა სტუმართაგანმა უთხრა აბრამს: "მერმისს, სწორედ ამავე დროს გეწვევით, შენ და შენს ცოლს მაშინ შვილი ნაშობი გეყოლებათ".

სარა ამ დროს კარებში იდგა და რომ გაიგონა ეს სიტყვები, გულში ჩაიცინა. მაშინ სტუმარმა სთქვა: "რად გაიცინა სარამ და იფიქრა თავის გულში: სიბერის დროს შვილი როგორღა უნდა მეყოლოსო? განა ღვთისათვის არის რამე ძნელი?"

სარამ და აბრამმა ცხადად დაინახეს, რომ სტუმარმა ისიც იცოდა, რასაც კაცი გულში იფიქრებდა და უწყოდა მომავალი. მაშინ მათ სცვნეს, თუ ვინც იყვნენ მათი სტუმრები.

სადილის შემდეგ საოცარი სტუმრები ადგნენ და წავიდნენ სოდომისაკენ. გახარებული აბრამი გასაცილებლად თან გაჰყვა მგზავრებს.

ორნი დაწინაურდნენ, უფროსი კი აბრამთან დარჩა და გამოუცხადა აბრამსა, რომ სოდომელების ცოდვანი აღწევდნენ ზეცამდე და მე გადავწყვიტე მათი სახსენებელი ამოვაგდო ქვეყნაზედაო.

აბრამს შეეშინდა, ჩემი ძმისწულიც სხვებთან ერთად არ დაიღუპოსო და დაუწყო ვედრება უფალს, რომ მან დაიფაროს უსჯულო ქალაქი, თუ მასში ცოტაოდენი მართალნი მაინც იქნებიან: "უფალო შენ ხარ მართლმსაჯული, და ნუთუ მართლებსაც ბიწიერებთან დაღუპავ? თუ იქ ორმოცდაათი მართალი ადამიანი იპოება, ნუთუ მათთვის არ დაიფარავ მთელ ქალაქსა?"

უფალმა უპასუხა, რომ: მე ვაპატიებ ყველას, თუ მაგდენი მართალი ადამიანი მათ შორის ერევაო.

აბრამმა კიდევ გაბედა და ჰკითხა: "ორმოცდახუთი რომ იყოსო? ნუთუ მთელ ქალაქს დაღუპავ ხუთ მართალის დაკლებისათვის?"

უფალმა მიუგო, რომ: "არც მაშინ დავსჯიო".

მოწყალე პასუხით წაქეზებულმა აბრამმა თანდათან დააკლო მართალთა რიცხვს: "თუ ორმოცი იქნება? თუ ოცდაათი? თუ ოცი? თუნდ ათიც რომ იყოს?"

უფალმა ბოლოს უპასუხა: "არ დავღუპავ ათი მართალი კაცის გულისთვისაცო."

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ