მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1053 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

ლოტისგან ამორჩეული ადგილი საცხოვრებლად ვერ გამოდგა სახეირო. არ გასულა დიდი ხანი მას უკან, რაც იგი გაშორდა აბრამს, რომ მას შეემთხვა დიდი უბედურება, სოდომს და სხვა ახლო ქალაქებს დაესხნენ უცხო მეფენი, სძლიეს სოდომის მცხოვრებლებს, დაარბიეს და წაასხეს ტყვეებად.

ტყვეებში ერია თვით ლოტიც. შეიტყო თუ არა აბრამმა თავისი ძმისწულის უბედურება, მაშინვე შეკრიბა თავისი სახლიდან სამას თვრამეტი კაცი, მიიწვია საშველად ზოგიერთი მეზობელი, გამოუდგა გამარჯვებულებს, დაეწია და უცებ დაესხა თავს.

შეეწია ღმერთი და აბრამმა დასძლია მტრები. აბრამმა მათ დააყრევინა არა მარტო ტყვეები, რომელთა შორის ლოტიც იყო, არამედ მთელი დავლაც.

როცა აბრამი შინისაკენ დაბრუნდა, გზაზედ მას გამოეგება მეფე, სახელად მელქიზედეკ. ამ მეფეს სწამდა ჭეშმარიტი ღმერთი და ემსახურებოდა მას.

მეფეს ჰქონდა გაგებული აბრამის სათნო ცხოვრება და ნიშნად პატივისცემისა მიაგება პური და ღვინო და აკურთხა იგი.

თავის მხრივ აბრამმაც მიართვა მას დავლის მეათე ნაწილი. აბრამმა დაუბრუნა სოდომის მეფეს ყველა ტყვე და მთელი სარჩო.

სოდომის მეფემ დაუწყო თხოვნა აბრამს, რომ მას დაებრუნებინა მისთვის მარტო ტყვეობიდან გამოხსნილი ხალხი და მათი სარჩო კი თავისთვის დაენარჩუნებინა, მაგრამ აბრამმა ცივი უარი სთქვა. თავისი კეთილი საქმისთვის ჯილდოს ანუ ფასის მიღება მას არ უნდოდა, რადგანაც იყო უანგარო კაცი.

მან ამგვარად უპასუხა: "აღვაპყრობ ხელსა ჩემსა ზეცისკენ და შემოგფიცავ, რომ ერთ ბეწვსაც არ ვინდომებ მათი ქონებიდან!"

ამის შემდეგ ლოტი ქალაქ სოდომთან ცხოვრობდა, მაგრამ კინაღამ სრულიად არ დაიღუპა ერთი საშინელი უბედურებისგან, რომელიც ამ ქალაქს ეწია.

სოდომის და ახლო ქალაქების მცხოვრებლები მეტად ბოროტნი, ბიწიერნი და საშინლად გარყვნილნი იყვნენ, უფალი ხედავდა, რომ მათგან მოულოდნელი იყო სინანული და სწორე გზაზედ მოქცევა, ხოლო ცოდვანი მათნი იყვნენ ისეთი მძიმე, რომ მათი ქვეყანაზედ დარჩენა საშიში იყო: სხვებიც მათ მაგალითს წაჰბაძავდნენ და მთელი ქვეყანა გაირყვნებოდა.

ამიტომ უფალმა გადასწყვიტა სამაგალითოდ დაესაჯა ისინი. რაში მდგომარეობდა ეს საშინელი სასჯელი, გამოჩნდება შემდეგი ორი მოთხრობიდან.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ