მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1533 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

გაზაფხული იყო, როცა ნოე მოექცა კიდობანში. დაიხურა თუ არა კიდობნის თავი, იგრიალა საშინელმა წვიმამ და დაეშვა დედამიწაზე.

ორმოცი დღედაღამე იდინა შეუწყვეტლივ ნიაღვარმა. ზღვები, ტბები, წყაროები და მდინარეები გადმოვიდა ნაპირებიდან და მთლად წალეკა დედამიწა.

წყალი თანდათან მაღლა ადიოდა და ბოლოს დამალა თვით უმაღლესი მთების წვერებიც.

მთელი კაცობრიობა და სულდგმულობა დაიხრჩო წყალში. გადარჩა მარტო ნოე და ყველა მყოფნი კიდობანში, რომელიც მაღლა მოტივტივებული უვნებლად დაცურავდა წყალზე.

გავიდა ხუთი თვე წარღვნის დაწყებიდან. ღმერთმა მოავლინა ქარი, რომელმაც ღრუბლები სრულიად გაფანტ-გამოფანტა. შესწყდა წვიმა და დედამიწიდან წყალმა დაიწყო დენა ზღვებსა და მდინარეებში.

წყალმა თანდათან ძირს დაიწია. მალე მთის წვერებიც გამოჩნდნენ. ნოეს კიდობანი წყალმა მიიტანა სომხეთის მთის არარატის წვერზედ და იქ გააჩერა.

ნოემ იგრძნო შიგნით, რომ კიდობანი დადგა. ამის შემდეგ დაიცადა ორმოცი დღე და გამოუშვა ყორანი; უნდოდა შეეტყო, მოშორდა წყალი მიწას თუ არაო, მაგრამ ყორანი აღარ დაბრუნდა;

მეორედ გამოუშვა მტრედი. მტრედმა ბევრი იფრინა, მაგრამ მშრალი ადგილი ვერსად ნახა და დაბრუნდა უკანა.

შვიდი დღის შემდეგ ხელმეორედ გაუშვა მტრედი. ახლა კი მტრედი ცარიელი არ მობრუნდა, ნისკარტით მოიტანა ზეთისხილის შტო, ახალი ფოთლებით შემოსილი.

კიდევ გავიდა შვიდი დღე და ნოემ მესამედ გამოუშვა მტრედი, მაგრამ ის აღარ დაბრუნდა კიდობანში.

მაშინ ნოემ ახადა თავი კიდობანს, გადმოხედა ძირს და ნახა, რომ მიწას სრულიად მოშორებოდა წყალი, მაგრამ კიდობნიდან მაინც ჯერ არ გამოვიდა, ღვთის ბრძანებას უცდიდა.

როცა დედამიწა სრულიად გაშრა, ღმერთმა უბრძანა ნოეს გამოსულიყო კიდობნიდან და გამოესხა ყველა შიგ მყოფი.

სწორედ ერთი წელიწადი დაჰყო ნოემ კიდობანში და გამოვიდა მეორე წლის თავს. მაშინვე სამადლობელი მსხვერპლი შესწირა ღმერთს.

ღმერთმა კეთილად მიიღო ნოეს მსხვერპლი და აღუთქვა, რომ ამის შემდეგ წარღვნა აღარ იქნებაო.

თავისი აღთქმის ასრულების ნიშნად უჩვენა მას ცაში შვიდფეროვანი ცისარტყელა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ