მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1439 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

მთელს მაშინდელ კაცობრიობაში მხოლოდ ერთი კაციღა ერია კეთილმსახური და ღვთისმოყვარე, ეს იყო ნოე, სეითის შთამომავალთაგანი, შვილისშვილისშვილი ენოქისა.

როცა ღმერთმა ნახა, რომ მთელი კაცობრიობა გაირყვნა, გადასწყვიტა მისი დაღუპვა წარღვნით, ნოეს გარდა.

მაგრამ თავისი ქმნილების ასე სასტიკი დასჯა ეძნელებოდა და ამიტომ უნდოდა ნოეს შუამავლობით მოექცია ისინი კეთილ გზაზე.

გამოუცხადა: ას ოცი წელიწადი კიდევ ვუცდი თქვენს მოქცევასო. და თუ ამ ვადის გასვლამდის არ შეინანეთ თქვენი ცოდვანი და არ დაადექით კეთილ გზას, უთუოდ წარღვნით გავწყვეტ თქვენს სახსენებელს დედამიწის ზურგზეო.

მაგრამ ღვთის ამ მუქარას ყურიც არ ათხოვეს, უფრო უარესს სჩადიოდნენ და იქნება ნოეს კიდევაც დასცინოდნენ.

მაშინ ნოეს უბრძანა უფალმა: გააკეთე შენთვის დიდი კიდობანი ფისიანი ხისა, სიგრძით სამასი წყრთა, სიგანით ორმოცდაათი წყრთა და სიმაღლით ოცდაათი წყრთა; შედი შიგ მთელი შენი სახლობითა, შეიყვანე შიგ თითო წყვილი უწმინდური ცხოველებისა და შვიდ-შვიდი წყვილი წმინდა, რამეთუ მე მოვავლენ წარღვნასა და მოვსწმენდ პირსა ქვეყნისასა ადამიანთა გარყვნილი ტომისგან.

ნოემ შეასრულა ღვთის ნება, გააკეთა კიდობანი, შევიდა თვითონ შიგ, შეიყვანა თავისი ცოლი, სამი თავისი შვილი, თავიანთი ცოლებითა და შეასხა ცხოველებიც.

ამ დროს ნოე იყო ექვსასი წლისა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ