მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1707 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

საღამო ჟამს სამოთხეში გამოცხადდა ღმერთი. მან, რასაკვირველია, კარგად იცოდა ადამ და ევას შეცოდება.

უწინ, რომ შეიტყობდნენ ხოლმე უფლის მოსვლას სამოთხეში, ადამ და ევა სიხარულით ეგებებოდნენ მას. ახლა კი შიშისგან ძაგძაგი დაიწყეს და არ იცოდნენ, სად დაკარგულიყვნენ. დაივიწყეს, რომ ყოვლისმხილავ ღმერთს კაცი ვერსად დაემალება და შეიმალნენ ხეებს შუა.

სახიერ ღმერთს უნდოდა, რომ ადამ და ევას მოენანიებინათ. ამიტომ დაუძახა: "ადამ, ადამ, სადა ხარ?" ადამმა უპასუხა: "გავიგონე შენი ხმა, უფალო, შემეშინდა და დავიმალე, რადგანაც ტიტველი ვარ. საიდან გაიგებდი შენს სიტიტვლეს, რომ არ გეჭამა შენ ნაყოფი იმ ერთადერთი ხისა, რომელიც მე შენ აგიკრძალე?"

ადამს რომ მაშინვე წრფელი გულით ეღიარებინა თავისი ცოდვა, შეენანებინა იგი და შევედრებოდა ღმერთს მის მიტევებას, ადვილად გადარჩებოდა. მაგრამ მან სინანულის მაგივრად თავის მართლება დაიწყო და თითქმის თვით ღმერთს აბრალებდა თავის ცოდვას: "შენგან მოცემულმა ცოლმა მომცა მოწყვეტილი ხილი და მე იგი მიტომ ვჭამე."

მაშინ ღმერთი მიუბრუნდა ევას და ჰკითხა: "რად ჰქმენი შენ ეს?"

ევამაც მონანიების მაგივრად თავის მართლება დაიწყო: "შენგან შექმნილმა გველმა შემაცდინა და მაჭამა აკრძალული ხილი."

მაშინ უფალმა უთხრა გველს: "რადგანაც შენ ეს ჰქმენი, იყავ წყეული ნადირთა შორის, მუცელზე ხოხავდე და სჭამდე მიწას მთელ შენ სიცოცხლეში და ჩამოვაგდებ მტრობასა დედაკაცსა და შენ შუა, შენსა და იმის თესლს შუა; შთამომავალი მისი გაგიჩეხავს შენ თავს, ხოლო შენ უკბენ მას ქუსლში!"

ევას კი უბრძანა უფალმა: "ვარამსა და დარდში ატარებდე შენს სიცოცხლეს, შვილთა შენთა შობდე წვალებით და ტანჯვით; იყო ქმრის მორჩილებაში და იგი უფლობდეს შენზედა."

ხოლო ადამს უთხრა: "რადგან შენ გაუგონე ცოლსა შენსა და სჭამე ნაყოფი, რომელიც მე აგიკრძალე, იყოს წყეული წყეული დედამიწა შენის გულისათვის, ნარი და ეკალი მოჰყავდეს შენთვის მას, ოფლითა შენითა სჭამდე პურს, მანამ არ ჩახვალ მიწაში, საიდანაც ხარ ამოღებული, ვინაიდან შენ მიწა ხარ და მიწად იქცევი."

ამის შემდეგ მისცა მათ ტყავის ტანისამოსი და გამორეკა სამოთხიდან, რომლის მცველად დააყენა ქერუბიმი. იგი ელვარე ხმლით იდგა სამოთხის კარებში, რათა ადამ და ევა არ მისულიყვნენ სიცოცხლის ხესთან, არ ეჭამათ მისი ნაყოფი და არ გამხდარიყვნენ უკვდავნი.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ