მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1643 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

გველმა, რომელშიც ეშმაკი იყო, იპოვა სამოთხეში აკრძალული ხე და მის გვერდით ხეზე ავიდა.

ერთხელ ევა სამოთხეში დასეირნობდა და როცა ამ ადგილს მიუახლოვდა, გველში მყოფი ეშმაკი მიცოცდა მასთან და ტკბილი ხმით ჰკითხა: "ევა, ევა! ღმერთმა თქვენ მართლა აგიკრძალათ სამოთხის ყველა ხილი?"

ევა კარგად ხედავდა, რომ მასთან უბრალო გველი არ ლაპარაკობდა, მაგრამ ყური მაინც არ მოარიდა და უპასუხა: "არა, ჩვენ ყველა ხილის ჭამის ნება გვაქვს; მარტო ერთი ხის ნაყოფი, რომელიც შუა სამოთხეში დგას, აგვიკრძალა უფალმა და გვითხრა: რა დღესაც თქვენ იმ ხილსა სჭამთ, იმავე დღეს დაიხოცებითო."

"ტყუილია", - მტკიცედ უთხრა ეშმაკმა; ღმერთმა კარგად იცის რომ იმ ხილის ჭამით არამც თუ მოკვდებით, არამედ აგეხსნებათ თვალნი, შეიქმნებით ღმერთებად და გეცოდინებათ ყველაფერი, კეთილიცა და ბოროტიც.

საუბედუროდ, დაუჯერა ევამ ეშმაკსა, გადუდგა ღვთის მცნებას, მოსწყვიტა აკრძალული ხილი და ჭამა. მერე მეორე ნაყოფიც მოწყვიტა და ადამს შესთავაზა და უთხრა თუ ამ ნაყოფს შეჭამდნენ თვალები აეხსნებოდათ და კეთილის და ბოროტის გარჩევას შეძლებდნენ.

ადამმაც ვერ უძლო ცდუნებას და ნაყოფი შეჭამა.

შემცდარნი მალე მოვიდნენ გონზედ და იგრძნეს, რომ ღმერთს საშინლად აწყენინეს და შეიქმნენ მის წინაშე ცოდვილნი.

მათ იგრძნეს საშინელი ცვლილება. აქამდე იყვნენ მხიარული, ახალ კი გულზე დააწვათ რაღაც მძიმე ვარამი. აქამდე მოუთმენლად ელოდნენ ხოლმე უფლის მოსვლას სამოთხეში, ახლა კი ამ მოსვლის ეშინოდათ და ძაგძაგებდნენ.

თვალნი მართლა აეხილათ, მაგრამ კეთილისა და ბოროტის ცოდნის მაგიერ, დაინახეს თავიანთი სიშიშვლე და ერთმანერთისა შერცხვათ.

მანამდე კი, თუმცა უტანისამოსონი იყვნენ, სიტიტვლეს არა გრძნობდნენ, არც სირცხვილი იცოდნენ, იმიტომ, რომ იყვნენ უმანკონი, უცოდველნი და ნათლით შემოსილნი.

სიტიტვლის დასაფარავად მათ დაგლიჯეს ლეღვის დიდი ფოთლები, გადააბეს ერთმანერთზედ და ტანზე აიფარეს.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ