მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 866 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

აღდგომის შემდეგ მაცხოვარი მეორმოცე დღეს უნდა ამაღლებულიყო ზეცას და მან გამოსალმების წინ მოწაფეებს მისცა შემდეგი დარიგება:

„მომეცა მე ყოველი უფლება ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. წადით ყველანი ქვეყნად, იქადაგეთ სახარება და ნათელ ეცით სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ასწავლეთ ერთა ყოველი მცნება, რომელიც მე თქვენ მოგეცით. ვინც თქვენს ქადაგებას მიიღებს, მირწმუნებს მე, მოინათლება და ჩემს მცნებაზედ ივლის, იგი ცხონდება; ხოლო ვინც უარყოფს, წარწყმდება“.

სულ ბოლოს იესომ შეკრიბა მოწაფენი იერუსალიმში და უთხრა: „იერუსალიმიდან ფეხს ნუ მოიცვლით, ვიდრე თქვენზე არ გადმოვა სულიწმიდა. იოანე წყლითა სცემდა ნათელს, რამდენიმე დღის შემდეგ კი თქვენ მოინათლებით სულითა წმიდითა. მაშინ თქვენ მოგენიჭებათ განსაკუთრებული ნიჭი სახარების ქადაგებისა, სხვადასხვა ენის ცოდნა; მოგეცემათ ძალა ავადმყოფთა კურნებისა და სასწაულმოქმედებისა; თქვენ იწყებთ ქადაგებას იერუსალიმში, იუდეასა და სამარიაში და მთელი დედამიწის ზურგზე“.

მისცა ეს აღთქმა იესომ მოწაფეებს, გაიყვანა ისინი იერუსალიმიდან, აიყვანა ზეთისხილის მთაზე და იქ აკურთხა და დალოცა ისინი. ამ კურთხევის დროს მაღლა-მაღლა წავიდა ჰაერში, ამაღლდა ზეცას და დაჯდა ზეციურ ტახტზე, მარჯვენით მამისა.

განცვიფრებულნი მოწაფენი მთაზე იდგნენ და კარგა ხანს იცქირებოდნენ მაღლა, ზეცაში, სადაც მიეფარა მაცხოვარი. ამ დროს გამოეცხადნენ მათ ანგელოზნი და უთხრეს:

„კაცნო გალილეველნო, რასა დგახართ და იცქირებით ზევით? იესო, რომელიც ახლა თქვენგან ამაღლდა, იმ სახითვე მოვა, როგორც იხილეთ ზეცას ამაღლებული“.

მაშინ მოწაფენი აივსნენ დიდი სიხარულით, დაბრუნდნენ იერუსალიმში, ადიდებდნენ უფალს და ელოდნენ სულიწმიდის გარდამოსვლას.

მოლოდინი მალე აუსრულდათ. ამაღლების შემდეგ მეათე დღე იყო, როცა ერთ სახლში შეკრებილ მოციქულებზე გადმოვიდა სულიწმიდა ცეცხლის ენების სახით. მოციქულებმა აქამდე ებრაულის მეტი არა ენა არ იცოდნენ და ახლა კი დაიწყეს უცებ ლაპარაკი სხვადასხვა ენაზე და, ამას გარდა, აივსნენ სულიერი ძალით, ძლიერებით. იწყეს მაშინვე ქადაგება სახარებისა იერუსალიმსა, ურიასტანსა და ახლომახლო ადგილებში, წავიდნენ აგრეთვე შორეულ ქვეყნებში.

ყველა ხალხს მის ენაზე ასწავლიდნენ და მთელ დედამიწის ზურგზე მოჰფინეს სახარების მოძღვრება. ბევრი წვალება და ტანჯვა გამოიარეს, სიკვდილითაც ბევრი მათგანი დაისაჯა, მაგრამ არაფერს შეუშინდნენ, მხნედ ემსახურებოდნენ თავის წმინდა საქმეს და მრავალი ერი მოაქციეს ქრისტეს სჯულზე.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ