მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1294 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

იესო ქრისტე უქადაგებდა ხალხს ჭეშმარიტ მოძღვრებას (სწავლებას) ღმერთზე.

იგი ამბობდა: „ღმერთი არის არსებით ერთი, მაგრამ სამპიროვანი: მამა, ძე და სულიწმიდა. მე ვარ ძე ღმრთისა. მამაჩემმა გამომგზავნა ქვეყნად, რომ გასწავლოთ გზა ცხონებისა (ხსნისა), შევწირო ჩემი თავი მას მსხვერპლად და ამით გამოგიხსნათ ყველანი ცოდვისა და ჯოჯოხეთისაგან.

ჩემს მოსვლამდე ყველა ჯოჯოხეთში მიდიოდა, ხოლო ჩემს შემდეგ ყველა სამოთხეში წავა, ვინც მე მირწმუნებს და აღასრულებს ჩემს შემდეგ მცნებათ: „არა კაც ჰკლა, რომელმან მოკლას, ღირსია სასჯელისა“.

ხოლო მე გეტყვი (გეუბნები) თქვენ: რომელიც განურისხდება ძმასა, ანუ მოყვასსა თვისსა ცუდუბრალოდ, ისიც ღირსია სასჯელისა. რომელიც უწოდებს მოძმეს სულელს, ღირსია საზოგადოებისაგან გაგდებისა. და თუ ვინმე თავის ძმას, ანუ მოყვასს დაარქმევს გიჟს, ღირსია ცეცხლში ტანჯვისა.

გსმენიათ კიდევ: „შეიყვარო მოყვასი შენი და მოიძულო მტერი შენი“. ხოლო მე გეტყვი თქვენ: გიყვარდეთ მტერნი თქვენნი და აკურთხევდიღ მწყევართა თქვენთა, კეთილს უყოფდით მოძულეთა თქვენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გდევნიან თქვენ.

როდესაც კეთილ საქმეს იქმ, ნუ გაიგებს მარცხენა შენი, რასაც აკეთებს მარჯვენა. კეთილი საქმე უნდა ქმნა ფარულად და მამა შენი ზეციერი, რომელიც ხედავს დაფარულსაც, მოგაგებს შენ ცხადად.

თუკი მიუტევებთ თქვენ კაცთა შეცოდებათა მათთა, თქვენც მოგიტევებთ მამა თქვენი ზეციერი თქვენს შეცოდებებს; თუკი არ მიუტევებთ, არცა თქვენ მოგიტევებთ იგი.

ნუ გაკიცხავთ და დაძრახავთ, რათა არ იქნეთ გაკიცხულნი და დაძრახულნი, რამეთუ რომელი განკითხვითაც განიკითხავთ, იმავე განკითხვით განიკითხებით; რომელი საწყაულითაც მიუწყავთ სხვას, იმავე საწყაულით მოგიწყავენ თქვენც.

რად ხედავ შენი მოძმის თვალში ბეწვს და საკუთარში კი მორს ვერ ამჩნევ? ან როგორ ეუბნები მოძმესა შენსა: „მაცადე და ამოგიღო ბეწვი თვალიდან“, როდესაც საკუთარი თვალიდან დიდი ხე ვერ მოგიშორებია? ორგულო, ჯერ შენი თვალიდან გამოიღე ხე და მერმე სხვებს ამოაცალე ხიჭვი.

რა სიკეთეც გინდათ, რომ თქვენ გიყონ მოძმეთ, თქვენც მათ იგივე სიკეთე უყავით.

მცნებასა ახალს მოგცემთ თქვენ, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, ისევე უნდა გიყვარდეთ ერთმანეთი. მხოლოდ მაშინ აღგიარებენ თქვენ ჩემს მოწაფეებად, თუ ერთმანეთის სიყვარული გექნებათ."

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ