მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 788 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

იმ დროს ერთ პატარა ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდა ქალწული მარიამი, დეიდაშვილი ელისაბედისა. მარიამის დაბადება და აღზრდა ისეთივე სასწაულებრივი იყო, როგორც იოანესი.

მარიამის მამას ერქვა სახელად იოაკიმე და დედას - ანა. ესენიც ისეთივე ღვთისმოსავნი იყვნენ, როგორც ზაქარია და ელისაბედი.

მათაც მოხუცებულობამდე შვილი არა ჰყავდათ და ღმერთს აღუთქვეს, ოღონდ შვილი გვაღირსე და შენვე შემოგწირავთო. ღმერთმა ამათი ვედრებაც შეისმინა და მისცა ქალი, რომელსაც დაარქვეს მარიამი.

მარიამი რომ მოიზარდა, დედ-მამამ მიიყვანა იერუსალიმს და იქ ტაძარში მიაბარა აღსაზრდელად მოძღვრებს, რომელთაც სხვა პატარა ქალებიც ბევრი ებარათ. ტაძარში ყოფნის დროს მარიამს დაეხოცა მშობლები და დაობლდა.

მარიამი ყველა სხვა ქალზე უფრო ბევრს ლოცულობდა, უფრო ბეჯითად კითხულობდა საღმრთო წერილს და ხელსაქმეც მშვენივრად შეისწავლა. მან ისე ძლიერ შეიყვარა ღმერთი, რომ უნდოდა, სულ ღმერთზე ეფიქრა, სულ ვედრებაში ყოფილიყო. ამიტომ უფალს დაუდო აღთქმა: „არ გავთხოვდები, ქალწულად დავრჩები და ჩემს თავს შენ შემოგწირავო“.

როცა მარიამის ტოლ-ამხანაგი ქალები სრულწლოვანნი შეიქმნენ, მოძღვრებმა ყველანი გაათხოვეს. მხოლოდ ერთმა, მარიამმა, განუცხადა მათ უარი გათხოვებაზე და უთხრა: „ღმერთს აღთქმა დავუდე, სამუდამოდ ქალწულად დავრჩეო“.

მოძღვრებს ეს ძლიერ გაუკვირდათ, რადგანაც მაშინდელ დროში ქალწულად და მონაზვნად დარჩენა ჩვეულებად არა ჰქონდათ, მაგრამ ძალას მაინც ვერ დაატანდნენ და ვერ დაარღვევინებდნენ აღთქმას.

ეკლესიაში სრულწლოვანი ქალის დარჩენა არ შეიძლებოდა; მონასტრები მაშინ არ არსებობდა; მონაზვნობა არ იცოდნენ, როგორც ვთქვით. ამიტომ ვინმე ნათესავი უნდა ეშოვათ მარიამისთვის და მისთვის ჩაებარებინათ.

მარიამის სამშობლოში, ქალაქ ნაზარეთში, ცხოვრობდა ერთი დურგალი, სახელად იოსები, რომელიც შორეულ ნათესავად ერგებოდა მას.

ეს იოსები დიდი ხნის ქვრივი იყო, შვილების პატრონი, ღრმად მოხუცებული და ღვთისმოყვარე ადამიანი. მან სიხარულით მიიღო მარიამი სახლსი და ზრუნავდა მასზე, როგორც საკუთარ შვილზე (ამ ხნიდან იოსებს მარიამის ქმარი ეწოდა).

მარიამი ნაზარეთშიაც მუდამ გართული იყო საღმრთო წერილის კითხვით, ლოცვითა და ხელსაქმით. თანაც იოსების შვილებს უვლიდა დედობრივი სიყვარულით.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ