მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 906 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

ისრაელთა ქვეყანაში ცხოვრობდა ერთი მღვდელი, სახელად ზაქარია. მას ჰყავდა მეუღლე, რომელსაც ელისაბედი ერქვა.

ორნივე ძლიერ ღვთის მოყვარულნი იყვნენ და მადლიანნი, მაგრამ ღრმა მოხუცებულობამდე მათ შვილი არა ჰყავდათ და მეტად წუხდნენ, მხურვალედ შესთხოვდნენ უფალს, მიეცა მათთვის შვილი.

მათი ხვეწნა დიდხანს რჩებოდა უყურადღებოდ. ბოლოს უფალმა წყალობის თვალით გადმოხედა და აუსრულა ნატვრა მათ.

ერთხელ ზაქარია წირვაზე იდგა და საკურთხეველში აკმევდა. უეცრად ანგელოზი გამოეცხადა. ზაქარია შეკრთა და შეშინდა.

ანგელოზმა უთხრა: „ნუ გეშინინ, ზაქარია, უფალმა ისმინა ვედრება შენი და შენ მოგეცემა შვილი, რომელსაც დაარქმევ იოანეს. იგი იქნება სახელოვანი მქადაგებელი, წინამორბედი მაცხოვრისა, და მოამზადებს ხალხს მის მისაღებად“.

განცვიფრებულმა ზაქარიამ არ დაიჯერა ეს და უთხრა: „რაღა დროს ჩვენი შვილია? მე და ჩემი მეუღლე ღრმად მოხუცებულნი ვართ“.

მაშინ ანგელოზმა უპასუხა: „მე ვარ მთავარანგელოზი გაბრიელი, მდგომარე წინაშე ღმრთისა; უფალმა გამომგზავნა, რომ გახარო ეს ამბავი, და რადგანაც არ დაიჯერე ჩემი სიტყვა, შენ დამუნჯდები იმ დრომდე, ვიდრე შვილი არ დაგებადება“. თქვა ეს ანგელოზმა და უჩინარ იქმნა.

ზაქარიას მაშინვე ენა ჩაუვარდა, გამოვიდა საკურთხევლიდან და ხალხს ანიშნა, დავმუნჯდი და წირვა აღარ შემიძლიანო.

მთავარანგელოზის სიტყვა მალე ასრულდა. მეცხრე თვეს ზაქარიას დაებადა ვაჟიშვილი. მაშინდელი წესისამებრ, ახალშობილისათვის მერვე დღეს სახელი უნდა შეერქმიათ.

ებრაელთა სჯულის მიხედვით, ბავშვისათვის მამამისის სახელის შერქმევა უნდოდათ ნათესავებს. ელისაბედმა კი თქვა, რომ ბავშვის სახელი იოანე უნდა იყოსო. ბოლოს მუნჯ მამასაც ანიშნეს, რას არქმევდა იგი შვილს.

მან მოითხოვა ფიცარი და ზედ დაწერა: „იოანე“, და უცებ აეხსნა ენა, იწყო დიდება ღმრთისა და წინასწარმეტყველება.

ამის მნახველი ყველა გაკვირვებული იყო და ასე ამბობდნენ: „ახლადდაბადებული ბავშვი საოცარი კაცი უნდა გამოვიდესო“.

იოანე, ვიდრე პატარა იყო, დედ-მამასთან ცხოვრობდა. როცა მოიზარდა, გავიდა უდაბნოში, მარხულობდა, ლოცულობდა და ემზადებოდა საქადაგებლად.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ