ერთი ქოჩორა ქათამი, თაგვი და იხვი ეზოში მიწას ქექავდნენ.
ქათამმა პურის მარცვალი იპოვა.
მოდი წისქვილში წავიღოთ, დავფქვათ და პური გამოვაცხოთ, - თქვა ქოჩორამ, ვინ წაიღებს?
მე არ წავიღებ! - თქვა თაგვმა, არც მე - თქვა იხვმა.
მე თვითონ წავიღებ! თქვა ქათამმა და წაიღო მარცვალი.
წყალს ვინ მოიტანს? - იკითხა ქათამმა.
მე არ მოვიტან! - თქვა იხვმა, არც მე, თქვა თაგვმა.
მე თვითონ მოვიტან! - თქვა ქათამმა და მოიტანა წყალი.
ცომს ვინ მოზელს? - იკითხა ქათამმა.
მე არ მოვზელ! - თქვა თაგვმა. არც მე - თქვა იხვმა.
მე მოვზელ! - თქვა ქათამმა, მოზილა ცომი და გამოაცხო პური.
ვინ შეჭამს პურს? იკითხა ქათამმა.
მე! თქვა თაგვმა. მეც! თქვა იხვმა.
უკაცრავად, პურს მე თვითონ შევჭამ! - თქვა ქოჩორა ქათამმა.