მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 4350 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ერთ სოფელში იყო ერთი უშვილო ღარიბი კაცი. ამ ქვეყანაზე არაფერი საზრუნავი არ ჰქონდა. დილიდან საღამომდე მუშაობდა ყანაში. ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა  ცხვირ-პირზე. 

დაღამდებოდა და ააყუდებდა სამოყიან თოხს ჯარგვლის ღობეზე, შეაღებდა კარებს, დაანთებდა ცეცხლს, ოზანდარიდან გამოიღებდა ცივ მჭადს და აცუცქნიდა ზედ თევზის კუდს. 

დაწვებოდა, დსასვენება უნდოდა, მაგრამ სიზმარი საშველს არ აძლევდა. ესიზმრებოდა მიცვალებული დედა, რომელიც ვითომ საიქიოს მიათრევდა მას. ამოტომ ძალიან ეშინოდა სიკვდიოლისა.

ერთხელ სიკვდილი შემჯდარა თეთრ ცხენზე და ჩამოსულა დედამიწაზე. თურმე ეძებს საიქიოში წასაყვან კაცებს. მიდის გზაზე და ცხენს მიაჯირითებს. ის ღარიბი კაცი შეხვდა პირდაპირ. შიშმა აიტანა, იფიქრა, წამიყვანსო, დამალვაც კი მოინდომა, მაგრამ ვერ მოახერხა. სიკვდილმა მიაჭენა ცხენი ამ კაცთან და მიესალმა, შიშისაგან გათავებულმა კაცმა ძლივს უთხრა გაგიმარჯოსო

ნუ გეშინია, მე შენს წასაყვანად არ მოვსულვარ, ამ სოფლიდან ერთი-ორი კაცი უნდა წავიყვანო და მანამდის ეს ცხენი დამიჭირეო! - გამოელაპარაკა სიკვდილი.

კაცმა გამოართვა ცხენი და აღვირი ხელში დაიჭირა. სიკვდილი გაიქცა სოფელში კაცების წამოსაყვანად. დარჩა კაცი მარტო სიკვდილის ცხენთან. იფიქრა: მოდი, სიკვდილს ამ ცხენს მოვპარავ, შევჯდები ზედ და წავალ; მერმე როგორღა მოაკითხავს ვინმეს და  ხალხს სიკვდილისაგან ვიხსნიო.

შეჯდა ცხენზე. უნდოდა, გაეჭენებინა და იქაურობას გაშორებოდა, მაგრამ ცხენი ადგილიდან არ დაიძრა. სიკვდილს მათრახი თან წაეღო და უმათრახოდ ცხენი არ დაიძრა. 

ზის ცხენზე და ძალიან წუხს. ცოტა ხანში სიკვდილიც გამოჩნდა. მიუვლ-მოუვლია სოფელში, წამოუყვანია ახალგაზრდა გოგო-ბიჭი.

კაცს რომ ცხენზე შემჯდარს მოუსწრო, ძალიან გაუკვირდა: ჩემი ცხენის მოპარვა ხომ არ გინდოდაო? - ჰკითხა. კაცმა ვერაფერი უპასუხა. სიკვდილს გაეცინა. წამოიძრო ხელიდან მათრახი, მისცა და უთხრა:

შემოჰკარ მათრახი ჩემს ცხენს და ცაში აგაფრენს, რაც იქიდან დაინახო, მითხარიო!

კაცმა შემოჰკრა მათრახი და სიკვდილის ცხენმა უცებ ააფრინა ცაში. დიდხანს იფრინა უგზო-უკვლოდ და კარგა ხნის შემდეგ დაბრუნდა.

აბა, მითხარ, რა ნახე ცაში? - შეეკითხა სიკვდილი.

ღარიბმა კაცმა უპასუხა:

რას ვნახავდი, ვერაფერი ვერ ვნახე, მაგრამ ის კი ძალიან გამიკვირდა, რომ ჩვენი დედამიწა ციდან კვერცხის ოდენა გამოჩნდა!

სიკვდილს ისევ გაეცინა და უთხრა:

ბიჭო, თუკი დედამიწა კვერცხისოდენა ყოფილა, როგორ  ფიქრობდი, ჩემთვის ცხენი რომ მოგეპარა, ამ  კვერცხისოდენა ქვეყანაზე უცხენოდ ვერ გიპოვიდი? ახლა წადი და მეორეჯერ აღარ იფიქრო ცუდ საქმეზეო.

სიკვდილი შეჯდა ცხენზე, შემოისვა უკან გოგო და ბიჭი და გაუყვა საიქიოს.

შემცბარი ღარიბი კაცი დიდხანს იჯდა შარისპირზე დაფიქრებული.

 

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ