მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 10780 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ერთ კაცს ჰყავდა ზარმაცი შვილი, რომელიც ოჯახში არაფრის გამკეთებელი არ იყო. არ შეეძლო არც ერთი შაურის შოვნა.

მამამისი, სანამდისაც ძალა ჰქონდა, არჩენდა, მაგრამ მოხუცდა და ვეღარ შეძლო ოჯახის შენახვა. მამა დაავადმყოფდა, ჩაწვა ლოგინში. დაუძახა ცოლს და უთხრა:

- ჩემი ქონება სხვა ვინმეს უნდა გადავცე, რადგან ჩემი შვილი უქნარაა, ერთი მანეთის შოვნაც არ შეუძლიაო!

ცოლი ძლიერ შეწუხდა:

- როგორ არ შეეძლება ერთი მანეთის შოვნაო?

ქმარმაც თავისი დაიჩემა:

- აბა, თუ შეუძლია, წავიდეს, მისი ნაშოვარი ერთი მანეთი მომიტანოს და დავუტოვებ ჩემს ქონებასაო!

- კარგი, ვეტყვიო! - უთხრა ცოლმა.

მივიდა შვილთან, მისცა ერთი მანეთი და დაარიგა:

- წადი, შვილო, საღამომდის სადმე, შინ ნუ გამოჩნდები, საღამოს მოუტანე ეს მანეთი მამაშენს, მე ვიშოვე-თქო!

ბიჭი ასეც მოიქცა. დაბრუნდა საღამოს, მოუტანა ეს მანეთი მამას და უთხრა:

- გადავყევი მაგ მანეთის შოვნასო!

მამამ უსუნა მანეთს, გადააბრუნ-გადმოაბრუნა. აიღო და შეაგდო ბუხარში: ეს არაა შენი ნაშოვნიო! ბიჭმა გაიცინა და დედასთან წავიდა. დედას ეს ამბავი ძალიან ეწყინა. მეორე დღეს ხელახლა მისცა მეორე მანეთი და დააბარა:

- წადი, საღამომდის ტყუილად იყავი, საღამოს ერთი-ორი ვერსი გამოიქეცი, გაოფლიანდი და მამაშენს უთხარი: ოფლით ვიშოვე ეს ფული-თქო!

ბიჭი ასეც მოიქცა. საღამოს გაოფლიანებული შევარდა მამის ოთახში და უთხრა:

- ხომ ხედავ, მამაჩემო, როგორ გადატკლეცილი მაქვს ოფლი შუბლზე, ძლივს ვიშოვე ეს მანეთიო!

მამამ ახლაც უსუნა ამ მანეთს. გადააბრუნ-გადმოაბრუნა, აიღო და კიდევ ბუხარში შეაგდო:

- მატყუებ, შვილო, ეგ შენი ნაშოვნი არ არისო!

შვილს გაეცინა და ესეც არაფრად ჩააგდო. დედას გული მოუკვდა, მიხვდა, რომ საქმე წახდა და ბიჭს უთხრა:

- შვილო, ხომ ხედავ, მამაშენს ჩვენ ვეღარ მოვატყუებთ, ის ჭკვიანი კაცია, წადი სადმე, თუნდაც ერთი კვირა დაგჭირდეს, იმუშავე, ორი შაურიც რომ აიღო დღეში, ერთ მანეთს მოუყარე თავი და შენი ოფლით ნაშოვნი ფული მოუტანე მამაშენსო!

ბიჭმა დაუჯერა დედას. წავიდა და, მართლაც, მთელი კვირა მოუნდა მანეთის შოვნას. ზოგს რა გადაუტანა, ზოგს რა გაუკეთა, მოაგროვა გაჭირვებით ერთი მანეთი და მიუტანა მამას.

მამამ უსუნა ამ ფულს, გადააბრუნ-გადმოაბრუნა და კიდევ ბუხარში შეაგდო:

- არა, შვილო, ეს შენი ნაშოვნი არააო!

ბიჭმა ახლა კი ვეღარ მოითმინა, ორივე ხელებით გამოხვეტა ბუხარში შეყრილი ფული და ყვირილი დაიწყო:

- მამაჩემო, მე ამ მანეთის შოვნას ერთი კვირა ზედ გადავყევი და შენ ცეცხლში მიწვავო!

მაშინ მამამ უთხრა:

- ახლა კი მჯერა, შვილო, გული ისე დაგეწვა მაგ მანეთზე, რომ ის ნამდვილად შენი ნაშოვნია! ასე ძნელია ფულის შოვნა, იმუშავებ და გექნება, არ იმუშავებ და შიმშილით მოკვდებიო!

შვილს დაუტოვა თავისი ქონება და თვითონ გაემგზავრა იქ, საიდანაც უკან აღარ ბრუნდებიან...

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ