მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2962 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ერთ მეწისქვილეს მშვენიერი ვაჟიშვილი ჰყავდა. რომ გაიზარდა, თქვა: რადაც არ უნდა დამიჯდეს, ხელმწიფის ქალი უნდა შევირთო ცოლადო.

მშობლებმა დაუშალეს: რას ამბობ, შვილო, ხელმწიფემ ეს რომ გაიგოს, დაგვხოცავს, სად ჩვენ და სად ხელმწიფის ქალი, საწყალი მეწისქვილის შვილს ხელმწიფე განა ქალს მოგცემსო?

ბიჭი ჩაცივებით იძახდა: რადაც არ უნდა დამიჯდეს, ხელმწიფის ქალი უნდა ვითხოვოო.

ხელმწიფემ გაიგო, რომ მეწისქვილის ვაჟიშვილი მისი ქალის თხოვნას აპირებდა. დაიბარა და შეეკითხა:

- ჩემს ქალს რომ თხოულობ, განა შეგიძლია მისი შენახვა? ერთ დეკეულს მოგცემ, წაიყვანე ქალაქში და, თუ გაყიდი, ჩემს ქალს მოგათხოვებო.

ბიჭი დათანხმდა: ერთ დეკეულს როგორ ვერ გავყიდიო! წაიყვანა დეკეული ქალაქში გასაყიდად.

ამ ქალაქში სამი ვაჭარი ქოსამატყუარა ცხოვრობდა. უფროსი ქალაქის თავში იდგა, შუათანა - შუა ქალაქში, უმცროსი  ბოლოში.

ქოსამატყუარები პატიოსან ადამიანებს ძარცვავდნენ და ლუკმა-პურს პირიდან აცლიდნენ. ეს ბიჭიც მათ ჩაუვარდათ ხელში. ქალაქის თავში უფროსი ქოსა შეხვდა. შეევაჭრა: ეგ დეკეული როდია, ბატია, თუ გინდა, ბატის ფასს - ექვს შაურს მოგცემო.

ბიჭი ჩაფიქრდა, მაგრამ უარი უთხრა.

შუა ქალაქში შუათანა ქოსა შეხვდა. ისიც შეევაჭრა. ბიჭმა დეკეულის ფასი უთხრა, ქოსამ ბატის ფასი, ექვსი შაური შეაძლია, ბიჭი ახლაც შეეჭვდა, იქნებ, მართლა ბატიაო, მაგრამ ამ ფასად მაინც არ გაყიდა.

ქალაქის ბოლოს უმცროსი ქოსა შემოეგება. ისიც შეევაჭრა, ბიჭმა დეკეულის ფასი სთხოვა, ქოსამ ექვსი შაური შეაძლია, ამის მეტი ბატი არ ღირსო.

ბიჭმა ახლა კი იფიქრა: ნამდვილად ბატი ყოფილაო და მიჰყიდა დეკეული ბატის ფასად. ქოსამ დეკეული მაშინვე დაკლა, გაატყავა და შესაწვავად მისცა ფურნეში. ბიჭმა კუდი გამოართვა, იქვე ახლოს ბინა იშოვნა და ქოსას თვალთვალი დაუწყო. დეკეული რომ შეიწვა, ბიჭი მივიდა მეფურნესთან და უთხრა:

- ქოსამ გამომგზავნა დეკეულისათვის, ეს კუდი ნიშნად გამომატანა და შემწვარი დეკეული მომეციო!

მეფურნემ მაშინვე მისცა შემწვარი დეკეული. ბიჭმა ის თავის ბინაზე წამოიღო და კარგ დროს ატარებს. ქოსებმა ბევრი ეძებეს დეკეულის წამღები, მაგრამ ვერსად იპოვეს.

ბიჭმა მკითხაობა დაიწყო.

ქოსებმა თავი მოიყარეს და თქვეს: ქალაქში ჯერ არავის მოვუტყუებივართ, იმ თითის სიგრძე ბიჭმა როგორ გაგვაბრიყვა, ცოცხალი ან მკვდარი უნდა ვიპოვოთო. მოდი, მკითხავთან წავიდეთ, ის გაიგებს, თუ სად დაიმალა ბიჭიო.

მივიდნენ მკითხავთან და თავიანთი გაჭირვება შესჩივლეს. ბევრ ფულს შეჰპირდნენ, ოღონდ იმ ბიჭის კვალი გვიჩვენეო. მკითხავმა უთხრა მათ:

- თქვენ ერთი ბიჭი მოგიტყუებიათ, დეკეული ბატად გიყიდიათ და კუდი მიგიციათ. დეკეულიც იმ ბიჭს შეუჭამია და ამ წუთშიც გატყუებთო.

ქოსებს ეს ამბავი ენიშნათ და მკითხავს კარგი საჩუქარი მისცეს.

ბიჭმა ამ მკითხაობაში აღებული ფულით ქალის ტანისამოსი იყიდა, უკანასკნელ ქალურ მოდაზე გამოეწყო და ქალაქში გაიარ-გამოიარა. უმცროსმა ქოსამ დაინახა და ძალიან მოეწონა. მიუგზავნა კაცები და საქმე გაარიგა.

დაინიშნა ქორწილი.

ამ ქოსებს ერთი დიდი სახლი აქვთ მდინარის პირას. სახლს მდინარეზე გადასახედი ფანჯარა აქვს. ქოსები თურმე ამ ფანჯარაში გააყოფინებდნენ თავს სტუმარ სოვდაგრებს, ფულს ამოაცლიდნენ და მდინარეში გადაუძახებდნენ. ასე გამდიდრდნენ ეს ქოსამატყუარები.

ამ სახლში დაინიშნა ქორწილი. ბიჭს ძალიან მოეწონა ეს ოთახი და მისი ფანჯარა. აცდინა ქოსა და ყველაფერი ათქმევინა. უთხრა:

- აბა, ერთი მასწავლე, როგორ უნდა შეყოს კაცმა ამ ფანჯარაში თავიო?

შეყო ქოსამ ფანჯარაში თავი თუ არა, ბიჭმა დააჭირა ხელი კისერზე, დეკეულის კუდი და აჩვენა:

- რა არის ეს?

- დეკეულის კუდი!

- აკი ბატის კუდი იყო! - უთხრა, და, აბა, ურტყა და ურტყა ქოსას გამხმარი კუდი. ქოსა იქვე ჩაკეტა, თვითონ მთელი მისი ქონება წაიღო და საკუთარ ბინაზე გადაიტანა.

მეორე დღეს უფროსმა ძმებმა ნახეს, თუ რა საშინელ დღეში იყო უმცროსი ქოსა.

ამ ბიჭმა ქალის ტანისამოსი გაიხადა, ცხენები იყიდა, ეტლში შეაბა და მეეტლეობა დაიწყო.

ქოსა ძმებმა განიზრახეს, თავიანთი გაჭირვება მოეხსენებინათ ხელმწიფისათვის. მოდი, ეტლი დავიქირაოთ და იმით წავიდეთო, - თქვეს.

დაუძახეს მეეტლეს. ხელში მოხვდათ მეწისქვილის ვაჟიშვილი. ჩასხა სამივე ძმა ეტლში და წაიყვანა ხელმწიფესთან.

ქოსებმა თავიანთი გაჭირვება მოახსენეს ხელმწიფეს. ხელმწიფემ მაშინვე გაიგო ყველაფერი. როცა ქოსებმა თავიანთი საჩივარი დაამთავრეს, წამოდგა მეწისქვილის ბიჭი და მოახსენა: დიდებულო ხელმწიფევ, შენი დეკეული გავყიდე და მისი მყიდველი ქოსებიც აქ მოგიყვანეთო. თუ არ გჯერათ, აი, დეკეულის კუდიო და აჩვენა.

ხელმწიფემ ქოსებს კუკუ ამოჰკრა. მეწისქვილის შვილს ქალიც მიათხოვა და ხელმწიფობაც დაულოცა.


ჭირი - იქა, ლხინი - აქა.

ქატო - იქა, ფქვილი - აქა.

ქატო იქა, ფქვილი აქა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ