მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 5031 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

იყო და არა იყო რა, იყო ერთი საშინლად ძუნწი, მაგრამ ძალიან მდიდარი კაცი. აუარებელი ცხვარი და ძროხა ჰყავდა, შინაც სარჩო მრავალი ჰქონდა.

ისეთი ძუნწი იყო, რომ სულ მშიერი და ტიტველი დადიოდა, არაფერს იცვამდა ტანზე, ცოლ-შვილსაც შიმშილით ხოცავდა. მწყემსებს არ იჭერდა: დაკლავენ და შეჭამენ რასმეო, თვითონ მწყემსავდა.

არც თვითონა ჭამდა და არც სხვებს აჭმევდა, არც მეზობლისა და არც სტუმრისა შინ შეყვანა არ იცოდა.

ერთხელ ეს ძუნწი კაცი მინდორში ცხვრებს მიერეკებოდა, შეხედა, მგელს ერთი უსახელო, ეშმაკის პატარა შვილი უჭირავს პირში და მიარბენინებს. მეცხვარემ მოიგლიჯა თოფი, გადაურბინა მგელს წინ, ესროლა და გააგდებინა. მერე მივიდა და თან წამოიყვანა.

უსახელომ უთხრა:

- რაკი გადამარჩინე, ჩემს დედ-მამასთან თუ არ წაგიყვანე, არ იქნება: ისინი გადაგიხდიან ჩემს მაგიერ სიკეთესაო.

აღარ მოეშვა უსახელო ამ ძუნწსა. დაუყენა ძუნწმა ცხვარს კაცი და გაჰყვა. უსახელომ ისეთ ღადაღუდაზე ატარა, ისეთ კლდეებზე მიჰყავს, რომ ძუნწი ძლივსღა მიათრევს ფეხებს.

იარეს და იარეს ამ კლდეებზე. უსკდება გული ძუნწსა. ფიქრობს: ვაითუ ამ ეშმაკმა გამიტყუოს და გადამჩეხოსო.

უსახელომ უთხრა:

- ჩემს დედ-მამას დიდი სარჩო აქვს, ბევრ ოქრო-ვერცხლს შემოგაძლევენ და არ აიღო. შენ უთხარი: ჩემი ქონება მომეცით-თქო.

მივიდნენ ეშმაკის სახლში. უამბო პატარა ეშმაკმა, როგორ გამოსტაცა ამ მეცხვარემ მგელსა. ეშმაკებმა სიამოვნებით მიიღეს ძუნწი, შეიყვანეს სულ ოქროთი და ვერცხლით სავსე ოთახში.

- აი, შვილო, წაიღე რამდენიც გინდა, აკრიფე, გუდაში ჩაიყარეო! - უთხრეს ძუნწ მდიდარს პატარა ეშმაკის მშობლებმა.

მისდის სული ძუნწსა, უნდა აკრიფოს ეს ოქრო-ვერცხლი, გაივსოს გუდა და წაიღოს, მაგრამ პატარა ეშმაკი თვალს უშვრება.

- აკრიფე ოქრო და ვერცხლი, რამდენიც გინდაო! - ეუბნებიან ეშმაკის მშობლები.

ძუნწი ხმას არ იღებს.

- წაიღე ოქრო-ვერცხლი რამდენიც გინდაო! - ეუბნებიან. ის კიდევ ჩუმად არის, ხმას არ იღებს.

- მაშ, რას ითხოვ, რა მოგცეთ, გვითხარ და აგისრულებთ. შენთვის არაფერს დავიშურებთო!

- ჩემი ქონება მომეცითო! - უთხრა ძუნწმა.

ეშმაკებს როგორღაც ემძიმათ ძუნწის სათხოვარი. შეყოყმანდნენ, მაგრამ მერმე მივიდნენ ძუნწთან და ქისტი წაჰკრეს კისერში. ამ ძუნწს პირიდან ლაგამი კი წავარდა. დაავლო ლაგამს ხელი ეშმაკმა და შეინახა.

ეს ძუნწი თითქოს ახლა გამოერკვაო, მიიხედ-მოიხედა: სადა ვარ, აქ რას ვაკეთებ, ვინ მომიყვანა ამ სახლშიო.

დაიხედა ტანზე, ხედავს, თითქმის ტიტველია, ჩამოხეულ-ჩამოგლეჯილია, თავი შეზიზღდა. ფეხაკრეფით გამოსწია. მოდის გზაზე და ფიქრობს თავის თავზე. მოაგონდა მაშინ, ცოლ-შვილიც მშიერ-ტიტველი და საცოდავები რომ ჰყავდა, დანანდა, გაუჯავრდა თავის თავსა. ახლა სულ თვალწინ წარმოუდგა, რაც თავისი სიძუნწით გაჭირვება და სიხარბე გასწია.

მოვიდა ცხვარში. უბრძანა ბიჭს, დაეკლა ერთი კარგი ჭედილა, გაგზავნა შინ საკლავი. ცოლს შეუთვალა: ტანისამოსი გამომიგზავნეო. იყიდა ყველაფერი ცოლ-შვილისათვის და გაგზავნა. სანამ ტანისამოსი არ მოუვიდა, თვითონ შინ არ წავიდა, რცხვენოდა.

გაუხარდა ცოლ-შვილს, ეს რა ხასიათი შეცვლია ამ კაცსო.

ამრიგად, მისი ქონება ეშმაკებს აღარ დარჩა და თვითონვე მოიხმარა.


"ქატო - იქა, ფქვილი - აქა,

ჭირი - იქა, ლხინი - აქა"

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ