საიტის ფეისბუქ გვერდი დავიბრუნეთ. მიმდინარეობს ვებ-გვერდის რეკონსტრუქცია და ახალ პლატფორმაზე გადასვლა. ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის.

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საათები

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

საიტების მონეტიზაცია

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 619 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

იყო ერთი ღარიბი კაცი. მეტი სიღატაკისაგან კინაღამ მიიხრწნა. იფიქრა: რაც იქნება, იქნება, უნდა ხელმწიფეს მოვახსენო ჩემი გაჭირვება, ან იქვე მომკლას, ან საზრდო გამიჩინოსო.

ჩაისვა მშიერი კატა გუდაში და გასწია. კარისკაცი არ უშვებდა ხელმწიფესთან, მაგრამ, როგორც იყო, დაჰყვა ნებას იმ პირობით, თუ შუაზე გაუყოფდა, რასაც ხელმწიფე აჩუქებდა.

გლეხმა ამოუშვა კატა. მშიერი კატა ეცა კედლებს, დარბოდა აქეთ-იქით კნავილით. ხელმწიფემ ჰკითხა მისვლის მიზეზი. ღარიბმა მოახსენა:

- გიახელით, რომ ორი სილა გამკრათო.

ხელმწიფეს გაუკვირდა, რა სათხოვარი იყო სილის გაკვრა, მაგრამ კაცი იმდენს ეხვეწა, რომ ორი კარგი სილა გაარტყა. ღარიბმა მადლობა გადაუხადა, ჩასვა კატა გუდაში, გავიდა. კარისკაცი მიეგება მხიარულად:

- აბა, რა მიიღე, ჩქარა გამიყავიო!

გლეხმა ლაზათიანი სილა სტკიცა. შეიქმნა ჩხუბი. ხელმწიფეს შეესმა, გამოვიდა. ჰკითხა, რაზე ჩხუბობთო.

გლეხმა უთხრა: - ხელმწიფევ, თქვენთან არ მიშვებდა ეს კაცი, სანამ რასაც მიბოძებდით, შუაზე არ გავუყოფდი. იმიტომ გთხოვეთ ორი სილა, რომ ერთი ამას რგებოდაო.

ხელმწიფეს მოეწონა გლეხის მოქმედება და კარგად დაასაჩუქრა. კარისკაცი კი შერცხვენილი დარჩა.


"ქატო - იქა, ფქვილი - აქა.

ჭირი - იქა, ლხინი - აქა."

 

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ქართული ხალხური ზღაპრები • • •  ქართული ხალხური ზღაპრები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები
ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

Loading...

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ