მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 72721 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა სოფლელი გოგონა. ისეთი ლამაზი, კაცის თვალი უკეთესს ვერ ნახავდა. დედას ხომ უყვარდა და უყვარდა, ბებიაც ცივ ნიავს არ აკარებდა. კეთილმა ბებიამ გოგონას პატარა წითელი ქუდი მოუქსოვა. ეს ქუდი ისე უხდებოდა, რომ თავიდან აღარ იშორებდა, ამიტომ ყველა პაწია წითელქუდას ეძახდა.

ერთხელ დედამ ქადა გამოაცხო და გოგონას უთხრა:

- წადი, ბებო მოიკითხე. გავიგე, ავად გამხდარა. ეს ქადა და პატარა ქილა ერბოც წაუღე.

წითელქუდამ მაშინვე გასწია ბებიისკენ. იგი მეზობელ სოფელში ცხოვრობდა. ტყეში რომ შევიდა, ერთი მაწანწალა მგელი შემოხვდა. მგელს პირზე ნერწყვი მოადგა, მაგრამ გოგონას ვერაფერი გაუბედა, რადგან ახლომახლო ტყისმჭრელები ეგულებოდა. მგელმა ჰკითხა, საით მიდიხარო. საბრალო ბავშვმა, აბა, რა იცოდა, რომ მგელთან სასაუბროდ არ უნდა შეჩერებულიყო და უპასუხა:

- ბებიას სანახავად მივდივარ. დედაჩემმა ქადა და ერთი ქილა ერბო გამომატანა.

- ბებიაშენი შორს ცხოვრობს? - ჰკითხა მგელმა.

- დიახ. - უპასუხა პაწია წითელქუდამ. - აგერ იმ წისქვილის იქით, სოფლის განაპირას რომ სახლია.

- კეთილი! - უთხრა მგელმა, - მეც წამოვალ ბებიაშენის სა- ნახავად. ოღონდ მე ამ გზას დავადგები, შენ კი აგერ, იმ გზით წადი. აბა, ვნახოთ, ვინ უფრო ადრე მივა.

მგელმა, რაც ძალა და ღონე ჰქონდა, მოკურცხლა. იგი მოკლე გზას დაადგა, გოგონა კი გრძელი გზით წავიდა - გზაში ხან თხილს კრეფდა, ხან პეპლებს დასდევდა, ხან კი ყვავილების თაიგულებს კრავდა.

მგელი უფრო მალე მივიდა ბებიასთან და კარზე დააკაკუნა:

- კაკ, კუკ!

- ვინა ხარ?

- შენი შვილიშვილი, პაწია წითელქუდა. - შეცვლილი ხმით უპასუხა მგელმა, - დედაჩემის გამოგზავნილი ქადა და ერთი ქილა ერბო მოგიტანე.

კეთილი ბებია ცოტა შეუძლოდ იყო და ლოგინში იწვა.

- ურდული გასწიე და კარი გაიღება, - გააგონა მწოლიარემ.

მგელმა ურდული გასწია და კარი გაიღო. შევარდა სახლში, ეცა ბებიას და თვალის დახამხამებაში შესანსლა, რადგან თითქმის სამი დღე პირში ლუკმა არ ჩასვლოდა.

მერე კარი დაკეტა, ბებიის ლოგინში ჩაწვა და პაწია წითელქუდას დაუწყო ლოდინი. გოგონამ ცოტა ხნის შემდეგ კარზე დააკაკუნა:

- კაკ, კუკ!

- ვინა ხარ?

პაწია წითელქუდამ მგლის ბოხი ხმა რომ გაიგონა, შეეშინდა, მაგრამ გაიფიქრა, ბებია გაციებული იქნებაო, და უპასუხა:

- შენი შვილიშვილი, პაწია წითელქუდა ვარ, დედაჩემის გამოგზავნილი ქადა და ერთი ქილა ერბო მოგიტანე.

მგელმა შეცვლილი ხმით უთხრა:

- ურდული გასწიე და კარი გაიღება.

წითელქუდამ ურდული გასწია და კარი გაიღო. მგელმა რომ დაინახა ოთახში შესული გოგონა, მაშინვე საბანი წაიფარა და უთხრა:

- ეგ ქილა და ქადა სკივრზე დადე და მოდი, ლოგინში შემომიწექი.

წითელქუდამ ტანზე გაიხადა და ლოგინში შეუწვა. გაუკვირდა გოგონას, როგორი ყოფილა ბებია ტანგახდილიო, და უთხრა:

- ბებია, ეგ რა დიდი ხელები გქონია.

- ეს იმიტომ, რომ უკეთ მოგეხვიო, ჩემო გოგონა.

- ბებია, ეგ რა დიდი ფეხები გქონია.

- ეს იმიტომ, რომ უკეთ ვირბინო, ჩემო გოგონა.

- ბებია, ეგ რა დიდი ყურები გქონია.

- ეს იმიტომ, რომ უკეთ გავიგონო, ჩემო გოგონა.

- ბებია, ეგ რა დიდი თვალები გქონია.

- ეს იმიტომ, რომ უკეთ დაგინახო, ჩემო გოგონა.

- ბებია, ეს რა დიდი კბილები გქონია.

- ეს იმიტომ, რომ უკეთ შეგჭამო, - თქვა და ავმა მგელმა პაწია წითელქუდა გადაყლაპა.

ამ დროს ბებიის სახლთან ტყისმჭრელებმა ჩაიარეს. გაიგონეს ხმაური, შეცვივდნენ სახლში, მგელი მოკლეს, მუცელი გაუფატრეს და ბებია და წითელქუდა უვნებელი გამოიყვანეს.

 

* * * * * * *

მთარგმნელი: გერონტი ქიქოძე

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ