მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 5088 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მშიერმა მელიამ ლეშს მიაგნო და ღონივრად მიაძღა. გაუჭირდა მონელება. შეეხვეწა მწყერჩიტას: - მეზობელო, ოღონდ კი ეს საჭმელი მომანელებინე და, თავი არ მომიკვდება, ჩემს დღეში შენს ბარტყებს პირს არ ვახლებო!

- კარგიო! - უთხრა მწყერჩიტამ, - მე ავფრინდები და შენ უკან ფეხდაფეხ მომყეო.

აფრინდა და გაედევნა უკან მელია. ხან მინდორზე არბენინა, ხან ჩირგვებზე ახტუნა, ხან წყალში ატოპინა. იმდენი ახეტიალა, სანამ ფერდებს დაიხეთქავდა.

- ნათლიმამ, მოინელე თუ არაო? - ჰკითხა მწყერჩიტამ.

- მონელებით მოვინელე, - უპასუხა მელიამ, - მაგრამ ახლა სიცილი მომინდა ძალიანო; ერთი გულიანად მაცინე და შენს შვილიშვილებსაც არას დავუშავებო.

- კარგი, ეგეც ადვილი სამსახურია, გამომყე უკან და სიცილით გაგაძღობო, - უთხრა მწყერჩიტამ. მიიყვანა მელია კალოზე და ძნაში დამალა.

თვითონ მიფრინდა და ხარს რქაზე დააჯდა. გლეხმა სახრე მოუქნია მწყერჩიტას, მაგრამ ის სწრაფად გასრიალდა, სახრე ხარს მოხვდა რქაში და მოსტეხა. 

მელია იცინის, იცინის, კვდება სიცილითა.

მწყერჩიტა მერე მაწვნის ქოთანზე დაჯდა. ქვა ესროლეს, მწყერჩიტამ აიცდინა, მოხვდა ქოთანს, ქოთანი გატყდა და მაწონი კალოზე დაიღვარა.

მელია იცინის, იცინის, კვდება სიცილითა.

მესამედ მწყერჩიტა ბავშვს დააჯდა თავზე. ბავშვმა სახრე მოუქნია, უნდოდა მოეკლა, მოირტყა თავში და მორთო ღრიალი. 

მელია იცინის, იცინის, კვდება სიცილითა.

მოფრინდა მწყერჩიტა მელიასთან და ჰკითხა: - კაი სეირი გაჩვენე თუ არაო? 

ამ დროს მელიას კიდეც მოშივნოდა, წაატანა პირი, უნდოდა მწყერჩიტა დაეჭირა და შეეჭამა.

მწყერჩიტა აფრინდა, მელიას ზემოთ ძნაზე დაჯდა და უთხრა: - ერთი სეირი კიდევ უნდა გაჩვენოო.

მიეპარნენ მწყერჩიტას და მოუქნიეს დიდი სახრე. აიცდინა მწყერჩიტამ სახრე, მოხვდა მელას შიგ თავში და შუაზე გაუტეხა.

აფრინდა მწყერჩიტა, გასწია თავის ბინისაკენ და მელიას მიაძახა: სადაც შენი დაიკვეხო, იქ ჩემიცა სთქვიო!

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ