მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 7333 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი თქვენი მწყალობელი. იყო ერთი ცოლ-ქმარი. 

ქმარი მეტისმეტად ზარმაცი გახლდათ. არაფერს აკეთებდა, მხოლოდ იჯდა, ჭამდა და ხან ერთ გვერდზე გადაბრუნდებოდა და ხან - მეორეზე.

ცოლი კი, რაც ძალა და ღონე ჰქონდა, შრომობდა, იმასაც კვებავდა, აცმევდა და თავის თავსაც; მაინც მეტად ღარიბად ცხოვრობდნენ.

იმათ ბედობაზე მარტო ერთი მამული იყო სადღაც შორს, რიყესა და ქვიშაზე, ჭინჭრისა და ღოლოს მეტი არც არაფერი იდგა იმაზე და არც არაფერი მოდიოდა.

ერთ გაზაფხულზე ცოლმა სთხოვა მეზობლებს და მოახვნევინა, მერმე თესლი ჩამოითხოვა, დათესეს. ყანა მოვიდა, რა ყანა, სულ ზღვასავით ღელავდა!

დადგა მკათათვე. შემოვიდა ყანები.

ცოლმა უთხრა ქმარს: კაცო, ადექ, წადი, ნახე, იქნება ი მამულზე არაფერი არ მოვიდა და ჩვენ კი ტყუილად იმედი გვაქვსო!

ადგა, როგორც იყო, ზარმაცი, წავიდა მამულის სანახავად. ნახევარი გზაც არ გაუვლია, დაბრუნდა ისევ უკან და ცოლი მოატყუა: ვიყავი და იქ ღოლოსა და ჭინჭრის მეტი არაფერი მოსულა, თესლი რაზე გადავყარეთ ტყუილადაო.

ცოლმა იცოდა, როგორი ყანაც იდგა, მიხვდა, რომ ქმარი ტყუოდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. როდესაც სამკალი გახდა ყანა, ცოლმა უთხრა ზარმაცს: კაცო, ან სამკალს წადი, ან შინ დარჩი, რძე შედღვიბე, კრუხწიწილას საკენკი დაუყარე, თვალი დაიჭირე, ფქვილი გაცერ და პური გამოაცხვეო!

ზარმაცმა შინ დარჩენა არჩია. კრუხ-წიწილა რომ არსად წასულიყო, ზარმაცმა აიღო ცოლის თხორი (გორგალი), გადააბა ერთმანეთს წიწილებიც, კრუხიც და ისე გაუშვა კალოზე. 

უცებ საიდანღაც გაჩნდა ქორი, დააფრინდა კრუხ-წიწილას და გააქანა ერთბაშად ყველა. ზარმაცმა აიკიდა ზურგზე საცერი და ფქვილიანი გუდა, სარძეული და ისე გამოუდგა ქორს: კრუხ-წიწილასაც დავაგდებინებ ქორს, ფქვილიც გაიცრება, რძეც შეიდღვიბება და ერთბაშად ყველა საქმეს გავაკეთებო. 

მაგრამ ვერც კრუხ-წიწილა გააგდებინა, ფქვილიც დააბნია. დაბრუნდა ზარმაცი შინ, ცოტა არ იყოს, შეფიქრიანებული.

"რაღა ვუთხრა ცოლსა, - იფიქრა ზარმაცმა, - საიდან ვუშოვო ან კრუხ-წიწილა და ან ფქვილიო". იფიქრა, იფიქრა და მოიგონა: "ჩემს ცოლს ხომ კვერცხები აქვს, ჩავაწყობ იმათ საბუდარში, ზედ მე დავჯდები და, სანამ ჩემი ცოლი სამკლიდან დაბრუნდება, წიწილებს გამოვჩეკავო".

აიღო, მართლაც, ჩააწყო კვერცხები ბუდეში, ზედ თავად დააჯდა და მოჰყვა კრუშკრუშს.

საღამოზე ცოლი დაბრუნდა სამკლიდან, ქმარს დაუძახა:

- კარი გამიღე!

- კრუხ, კრუხ, კრუხ! - მოესმა სახლიდან.

- კარი გამიღე! - გაუმეორა ცოლმა.

- კრუხ, კრუხ, კრუხ, - კვლავ მოესმა სახლიდან.

მესამედ დაუძახა ქმარს: სადა ხარ, სად დაიკარგე, კარი გამიღეო!

მაგრამ იმას ხმა არავინ გასცა და მარტო კრუშკრუში ესმის. შეამტვრია ცოლმა კარი და შევიდა სახლში. იმისი ქმარი ჩამჯდარა ქათმის საბუდარში და კრუშკრუშებს.

- რა არი, კაცო, ეგ რაღა საქნელი იყო, რასა შვრები? ამოდი მაგ გოდრიდანაო!

- კრუხ-წიწილა ქორმა წამართვა და კვერცხებს დავაჯექი გამოსაჩეკადო! - უპასუხა ქმარმა.

- შენი გამოჩეკილი არ მინდა, - უთხრა ცოლმა, - ამოდი გოდრიდანაო! ამოიყვანა ბუდიდან ცოლმა ზარმაცი ქმარი, დასვა კერაზე.

მეორე დღეს ცოლმა ჰკითხა ზარმაცს: აბა, რას იზამ, ისევ სახლს მოუვლი, თუ სამკალს წახვალო?

- სამკალს წავალ, - უპასუხა ქმარმა, - თუ დღეში სამ ქათამს დამიკლავ: ერთს სადილად, ერთს სამხრად და ერთს ვახშმად, მარტოკა მე მოვმკი იმ მამულსო!

- ოღონდ შენ ის ყანა მომკე და თუნდ ოთხ ქათამს დაგიკლავო, - უპასუხა ცოლმა.

წავიდა ზარმაცი ყანაში. მთელი დღე ორი-სამი ძნა ვერ გამოჭრა. სულ ეგდო და ეძინა. სამი ქათამი კი შეჭამა.

ასე გავიდა სამი-ოთხი დღე. ყანა მამულში ჩაიწვა.

ერთ დილას ადგა ზარმაცის ცოლი, ითხოვა ცხენი, კაცის ტანისამოსი ჩაიცვა, ტანზე იარაღიც აისხა, შეჯდა ცხენზე და ქმრისაკენ გასწია.

ზარმაცს რომ მიუახლოვდა, დაუძახა: - მომკალო, ერთი ზარმაცი კაცი არ იცი, ხელმწიფეს შვილი უკვდება

და ზარმაცის ღვიძლი გვასწავლეს, ის უშველისო!

ზარმაცი შეშინდა და შეჰფიცა: აი, ეს ერთი საათია, რაც მკა დავიწყე და მეტს როგორ მოვმკიდიო!

- თუ საღამომდისინ არ მოგიმკია ეგ ყანა, მოვალ, ვნახავ, თავს მოგჭრი და ღვიძლს ამოგარიდებო! - უთხრა მგზავრმა, გასცდა და წავიდა.

ეცა ზარმაცი ყანას და საღამომდის ბოლი აადინა. დაჯდა გადაწყვეტილი და დაიწყო ქშენა. საღამოზე ცოლმა საჭმელი მოუტანა, მაგრამ რაღა საჭმლის თავი ჰქონდა, იჯდა და, რაც ძალა და ღონე ჰქონდა, კვნესოდა.

ცოლმა განგებ ჰკითხა: - რას დაუღლიხარო?

ზარმაცმა უამბო: - ხელმწიფის კაცმა გამოიარა და დამემუქრა: თუ საღამომდის ამ ყანას არ მომკი, საღამოზე მოვალ, თავს მოგჭრი, ღვიძლს ამოგარიდებ და წავიღებო!

ცოლმა გული გაუკეთა: - ნუ გეშინია, მოგიმკია, ის შენ აღარაფერს გეტყვისო!

როგორც იყო მოიტანეს ძნაც, გალეწეს და ჩაყარეს მარცვალი.

ზარმაცს ერთი ღორი ჰყავდა, რაც რამ ებადა, იმას აჭმევდა. ცოლმა უთხრა: - კაცო, ჩვენთვის არაფერი გვაქვს, რომ ვჭამოთ, შენ ღორს აჭმევ, მოვიშოროთ, დავკლათო!

- სანამ უკან ქონი არ გამოეჩრება, არ დავკლავო, - უპასუხა ქმარმა.

ცოლი ადგა, გაათბო ერბო, მიასხა ღორს, მოიყვანა ქმართან, აჩვენა და უთხრა: აი, ისე გასუქებულა, რომ ქონი გამოსდისო.

მცონარამ დაკლა თავისი საყვარელი ღორი, რადგანაც თავისი მუცელი უფრო უყვარდა. ღორის ხორცი მალე შეჭამა ზარმაცმა, მხოლოდ იმის ცოლისაგან დამალული ერთი ბარკალიღა დარჩა.

ქმარმა შეიტყო, რომ ჩემს ცოლს ღორის ბარკალი დაუმალავსო და გადაეკიდა, მომეციო!

ცოლმა უარი მოახსენა.

- მოვკვდები, თუ არ გამომიჩენო, - უთხრა ზარმაცმა ცოლს.

ცოლმა კიდევ არ მისცა.

- მოკვდებიო, - უთხრა კიდევ ზარმაცმა.

- მოკვდი, თუ მოკვდები, ვის დააკლდებიო, - შემადლა ცოლმა.

ადგა მცონარა, დაწვა ტახტზე, დახუჭა თვალები, განაბა სული და მოიმკვდარუნა თავი. ცოლმა ყასიდად დაიწყო ტირილი ქმარზე. მოიყვანა მღვდელი, გააკეთებინა კუბო, ჩადეს შიგ და წაიღეს საყდარში.

ცოლი ერთხელ კიდევ მივიდა ქმართან და წასჩურჩულა: - გაცოცხლდი, თორემ დაგმარხავთო!

- მკვდარი ვარ, როგორ გავცოცხლდეო! - უპასუხა ქმარმა.

- გაცოცხლდიო! - დაუჟინა ცოლმა.

- მაშ, თუ ღორის ბარკალს მომცემ, გავცოცხლდებიო! - უთხრა ქმარმა.

- არაო! - უთხრა ცოლმა.

- მაშ, არც მე ავდგებიო!

წაიღეს მცონარა და დაასვენეს ეკლესიაში. რომ დაღამდა, ზარმაცის ცოლი ადგა, მივიდა საყდრის კართან და დაიძახა:

- მკვდარნო, ახალნო და ძველნო, გეყურებოდეთ, ადექით, ცაში საყდარი შენდება: ვინც ახალი მკვდრები ხართ, ორას-ორასი აგური უნდა აიტანოთ და, ვინც ძველნი - ასი-ასიო!

მცონარამ იფიქრა: ვაჟო, მე ხუთ აგურს აქაც ვერ მოვრევივარ და იქ ორასი რა ეშმაკით უნდა ავიტანოო!

წამოხტა და გაადინა ფხაჭა ეკლესიიდან. ის დღეა და ის დღე, აღარ მომკვდარა, აღარც ბარკალი უკითხავს და აღარც გვერდზე უგორავნია. მუდამ შრომობდა და იყვნენ ტკბილად და მდიდრად.

"ჭირი - იქა, ლხინი - აქა,

ქატო - იქა, ფქვილი - აქა.

ელასა, მელასა,

ჭიქა მეკიდა ყელასა...

მთქმელსა და გამგონებელსა

ჭირი გაშოროთ ყველასა"

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ