მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 3235 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ერთხელ მოხუცი მამამთილი რძალს ესტუმრა. რძალს არ ესიამოვნა მისი მოსვლა და გუნებაში თქვა: კარგად რომ დავუხვდე, აქ სიარულს აღარ დაიშლის, მოდი, მარტო გამხმარ პურს მივუტანო.

სადილობა რომ მოახლოვდა, ქალმა ბოდიში მოიხადა: - რა ცუდ დროს მობრძანდით, მამამთილო. სახლში არა მაქვს რა, რომ პატივი გცე, ქათმები იყო და, რაც ქორსა და ძერას გადაურჩა, ჭირმა გამიწყვიტა, წელს, კარგად მოგეხსენებათ, ღვინის მოსავალიც ძალიან ნაკლები იყო, ერთი-ორი ხელადა ჩავწურეთ ქოცოში და ისიც უპატრონობით დაგვიცხარდა. ლობიო გვალვამ ისე მოახმო, რომ სათესლეც ვეღარ ავიღეთ.

- ვიცი, ჩემო რძალო, ვიცი. - უპასუხა მამამთილმა. - რას ღონდები, შვილო, საწყალი კაცის შეჭამადი გააკეთე.

- რა არის საწყალი კაცის შეჭამადი? ეგ მხოლოდ თქვენგან მესმის პირველად.

- საწყალმა ადამიანმა როგორ შეიძლება იცოდეს ეს შეჭამადი? ეს საჭმელი ნალის შეჭამადია. რაკი არ გაგიგონია და არც გემო გინახავს, მე მოვამზადებ, შენ კი მიყურე. ვიდრე მე ცეცხლს დავანთებდე, შენ ცხენის ნალი მომინახე.

რძალმა ნალი მოარბენინა, მამამთილმა ცეცხლი ააბოლა.

- აბა, ქვაბი მომიტანე, - უთხრა მამამთილმა.

რძალმა მოარბენინა ქვაბი, მამამთილმა სუფთად გარეცხა ნალი და ჩადო ქვაბში.

- ჩემო რძალო, ცოტა ერბო და ხუთიოდე ხახვიც მომიტანე!

რძალმა მოურბენინა ერბოს ქილა და ხახვის კალათა.

მამამთილმა ერთი კოვზის მაგივრად სამი კოვზი ერბო ჩადო ქვაბში, ბლომად ხახვიც ჩააჭრა და ცეცხლზე შემოდგა. როცა ხახვი კარგად მოიწვა, წყალი დაასხა.

- ჩემო რძალო, ცოტა მწვანილიც მომიტანე და ერთი ხუთიოდე კვერცხი, ისეთი სადილი გაგიკეთო, რომ ხელმწიფეც კი ჩვენ შეგვნატროდეს!

რძალმა მოარბენინა ხასხასა მწვანილი და კვერცხებით სავსე ჯამფილა. მოხუცმა დაამტვრია კვერცხები, გათქვიფა და ჩაასხა ქვაბში.

მწვანილიც ჩააჭრა. შეაზავა მარილით, გასინჯა და რძალს შესთავაზა.

- აბა, ნახე, ჩემო რძალო, როგორ მოგეწონება ნალის შეჭამადი?

რძალმა გასინჯა და ძალიან გაუკვირდა, ნუთუ ცხენის ნალისაგან ასეთი გემრიელი კერძი მზადდებაო?

- ახ, ჩემო რძალო, რომ იცოდე, როგორ უხდება ნალის შეჭამადს გვალვიანი წლის ღვინო! - უთხრა მამამთილმა.

- ოცჩაფიანი ქვევრი თეთრი ღვინითა მაქვს სავსე, ჩემი ქმარი ძალიან აქებს წლევანდელ ღვინოს, - მიუგო რძალმა, სავსე ხელადა მოარბენინა და სუფრაზე დადგა.

მოხუცმა მოიხადა ქუდი, თეთრ თმაზე ხელი გადაისვა და თქვა: - ახლა ორიოდე სიტყვა უნდა გითხრა, ჩემო რძალო: მე იმიტომ კი არ მოვედი, რომ ან მშიოდა ან მწყუროდა. არა, ჩემი შვილის ცხოვრება მაინტერესებდა. რა უჭირს, ან რა ულხინს-მეთქი.

შენი წუწუნი გულში ეკალივით მომხვდა. მაგრამ რატომღაც არ დავიჯერე, მინდოდა შენი გამოცდაც და ჩემი შვილის ოჯახის ავლადიდების შეტყობაც. ამიტომ მოვიგონე ნალის შეჭამადიცო.

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ