მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 4019 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

იყო და არა იყო რა, იყო ერთი რძალ-მაზლი. ერთი დასაკლავი ღორი ჰყავდათ და რძალი ყოველდღე ეჩიჩინებოდა, დავკლათ, დავკლათო, მაგრამ მაზლი არ უშვებდა, ახალ წლამდე შევინახოთ და მერმე დავკლათო.

ერთ დღეს მაზლი სამუშაოდ წავიდა. რძალი შინ მარტო დარჩა. ჭკუაზე ცოტა უკაცრავად იყო და გაბრაზებული ყვიროდა: ნეტავ ამ ღორს ან დედა არ ჰყავს ან მამა, ან მამიდა, რომ წაიყვანონ და მეც დავისვენოო?

ეს სიტყვები მგზავრებმა გაიგონეს და თქვეს: ეს ქალი სულელი ყოფილა, ამ ღორს ადვილად დავტყუებთო! ორი მგზავრი მივიდა და ქალს უთხრა:

- თქვენს ღორს მამიდა ავად გახდომია და მაგის ნახვასა ნატრობსო!

- უი, საცოდავს. აქ ნურას ეტყვით, თორემ ყვირილს დაიწყებს და რა გაუძლებს. წაიყვანეთ და გზაში უთხარითო.

კაცებმა ღორი წაიყვანეს. გასცდნენ თუ არა სოფელს, მაშინვე დაკლეს, არავინ დაგვედევნოსო.

რძალმა ღორის ჭყვირილი გაიგონა და თავში ხელი შემოიკრა: ალბათ მამიდის ავადმყოფობა აცნობეს, შეხედეთ, როგორ ტირის საწყალიო.

საღამოს მაზლი სამუშაოდან დაბრუნდა, მაგრამ ღორი ვეღარ იპოვა.

რძალმა უთხრა: ჩვენს ღორს მამიდა ავად გახდომია და მის სანახავად გავგზავნე, საწყალს გზაში აცნობეს მამიდის ავადმყოფობა და ტირილით თავს იკლავდაო.

მაზლი ძალიან გაბრაზდა და უნდოდა რძალი მოეკლა, მაგრამ იფიქრა, ჯერ წავალ, ქვეყანას შემოვივლი, თუ ამაზე გიჟი ქალი ვნახე სადმე, არ მოვკლავ, თუ არადა, არ დავარჩენო.

წავიდა მაზლი. იარა, იარა და გზაში ზამთარმა უსწრო. ნაბადი დიდი თოვლით დაეფარა. ბოლოს ერთ სოფელში შევიდა და გადაწყვიტა, ღამე იქ დარჩენილიყო.

იქვე ახლოს ერთი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა. მთელი ზაფხული ერბოს აგროვებდნენ. ცოლი ეხვეწებოდა: ერბო ვჭამოთო, ქმარი კი უარზე იყო: მოიცა, ჯერ ზამთარი მოვიდესო.

იმ დღეს ქმარი სამუშაოდ იყო წასული. ცოლმა ნაბადდათოვლილი კაცი დაინახა, ძალიან გაუხარდა და უთხრა: მთელი ზაფხული გელოდით და ძლივს არ გამოჩნდი! რამდენი ერბო გვაქვს შენთვის შენახული, მოდი და წაიღეო!

კაცს გაუხარდა. მივიდა, ორი დიდი ქილა ერბო წამოიღო. იფიქრა, ეს ჩემს რძალზე უფრო გიჟი ყოფილაო და გზა განაგრძო.

ერთი სახლიდან ქალის მოთქმის ხმა გაიგონა: საცოდავო, ჩემო ქმარო, როგორ გიყვარდა შენი ოქროს ქამარ-ხანჯალი და მე კი, უბედურმა სამარეში თან ვერ ჩაგატანე. ნეტავ, ვინმე მაინც გამოგზავნო, რომ გამოვატანოო.

კაცმა ეს სიტყვები რომ გაიგონა, ქალს გასძახა: შენმა ქმარმა დამაბარა, ჩემი ოქროს ქამარ-ხანჯალი რომ დამრჩა, გამომიგზავნოსო.

- ოჰ, შენი ჭირიმე, მეც სწორედ ამას ვჩიოდი ახლა, წაუღე იმ უბედურს, ვინ იცის, როგორ სჭირდება და მე კი ტყუილა მიყრიაო.

მისცა ამ ქალმა ქამარ-ხანჯალი, თან მადლობა გადაუხადა და გამოგზავნა.

ჩემ რძალზე უფრო გიჟებიც ყოფილან ქვეყანაზეო, - იფიქრა მაზლმა და რძალს დანაშაული აპატია.

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ