მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2981 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ამქვეყნად ერთი ხელმწიფე ცხოვრობდა. მას თერთმეტი ვაჟი და ერთი ასული ჰყავდა. გოგონას ელიზა ერქვა. ისინი დიდებულ სასახლეში უზრუნველად ცხოვრობდნენ.

მაგრამ მოხდა უბედურება. გარდაიცვალა დედოფალი. მეფე ხელმეორედ დაქორწინდა. ბოროტმა დედინაცვალმა, რომელიც ჯადოქარიც გახლდათ, გერები მაშინვე შეიძულა და გადაწყვიტა ისინი თავიდან მოეშორებინა. მან ელიზა აღსაზრდელად შორეულ სოფელში გაგზავნა.

თერთმეტი უფლისწული კი გედებად გადააქცია და უბრძანა:

- ახლა კი, თქვენ თვითონ იზრუნეთ საკუთარ თავზე! დღისით იფრინეთ, ღამით კი შეგიძლიათ ისევ ადამიანებად იქცეთ!

ძმები-გედები დაფრინავდნენ ცაზე, ელიზა კი სოფელში იზრდებოდა და მშვენდებოდა.

და აი, ელიზა გაიზარდა და ნამდვილ მზეთუნახავს დაემსგავსა.

როცა გოგონას თხუთმეტი წელი შეუსრულდა, სასახლეში მიიყვანეს.

დედინაცვალი ულამაზესი გერის ხილვამ კიდევ უფრო დიდი სიძულვით აღავსო. მან ელიზას სახე გაუმურა, მამას რომ ვერ ეცნო თავისი ასული და ბრძანა მისი სასახლიდან გაგდება. დანაღვლიანებულმა გოგონამ ძმების მოძებნა გადაწყვიტა.

დიდხანს იხეტიალა ტყესა და ღრეში. ბოლოს ნაკადულთან მივიდა, წყალი სწყუროდა, დაიხარა და თავისი გამურული სახე დაინახა. გოგონას შეეშინდა, ძმები ვეღარ  მიცნობენო, სახე დაიბანა და კვლავ მზეთუნახავს  დაემსგავსა.

ელიზამ გზა განაგრძო. დიდხანს იარა და ბოლოს ზღვის სანაპიროს მიადგა. უცებ თვალი მოჰკრა მშვენიერ გედებს. გედები მისკენ მოფრინავდნენ. როცა მზე ჩაესვენა, ელიზამ თავისი უსაყვარლესი ძმები დაინახა.

გოგონა სიხარულით ცას ეწია. ძმები გადაეხვივნენ საყვარელ დაიკოს და უამბეს, თუ როგორ გადააქცია ისინი გედებად ავმა დედინაცვალმა და უბრძანა ზღვის გადაღმა ქვეყანაში ცხოვრება. დილით, მზის ამოსვლისთანავე, ძმები-გედები ისევ უნდა გაფრენილიყვნენ შორეულ ქვეყანაში.

ძმებს აღარ უნდოდათ ელიზასთან  განშორება.

- საყვარელო დაიკო, შენც ჩვენთან ერთად წაგიყვანთ! - უთხრა დას უმცროსმა ძმამ.

გოგონა სიხარულით დასთანხმდა. ძმები ელიზასთან ერთად მთელი ღამე ქსოვდნენ დიდ ბადეს. დილით, როცა დაღლილ ელიზას ჯერ კიდევ ეძინა, ძმებმა იგი ფრთხილად ჩააწვინეს ბადეში, თვითონ ისევ გედებად გადაიქცნენ, აიტაცეს ბადე და გაფრინდნენ.

ისინი მთელი ღამე მიფრინავდნენ. როცა ელიზამ გაიღვიძა, ქვემოთ მხოლოდ ზღვა დაინახა. საღამოს გედების ადამიანებად გადაქცევის დროც დადგა.

უცებ ქვემოთ პაწაწინა კუნძული გამოჩნდა, გედები კუნძულზე დაეშვნენ. მთელი ღამე მძინვარებდა ქარიშხალი. ელიზა თავის ძმებთან ერთად იდგა ამ პაწაწინა კუნძულზე. მათ ერთმანეთისთვის ხელი ჩაეჭიდათ, წყალში რომ არ ჩავარდნილიყვნენ.

დილას ქარიშხალი ჩადგა, ძმებმა განაგრძეს ფრენა და როგორც იქნა, მიფრინდნენ ულამაზეს და ჯადოსნურ ქვეყანაში. გოგონას თვალი მოსტაცა მარმარილოს გამოქვაბულმა, სადაც საოცრად ლამაზი ველური ვაზი ხარობდა.

ელიზა შევიდა გამოქვაბულში და მაშინვე ჩაეძინა. ის ძალიან დაღლილი იყო.

ძილში მას მშვენიერი ფერია გამოეცხადა. ფერიას ძილში ჯადოსნური ჯოხი ეჭირა. მან ელიზას ჩასჩურჩულა :

- შენ შეძლებ ჯადოსაგან ძმების გათავისუფლებას, თუ ჭინჭრის პერანგებს მოუქსოვ და ჩააცმევ. გახსოვდეს: სანამ პერანგებს მოქსოვ, ერთი სიტყვაც არ უნდა წამოგცდეს, თორემ ისინი დაიღუპებიან!

გამოქვაბულის ირგვლივ ჭინჭარი ხარობდა. დილას, როცა უფლისწული გედები შინიდან გაფრინდნენ, ელიზა თავის საქმეს შეუდგა. იგი დასუსხული ხელებით გლეჯდა ჭინჭარს, მისგან ძაფებს ართავდა და პერანგებს ქსოვდა.

შინ დაბრუნებული ძმები დის უცნაური საქმიანობით დაინტერესდნენ, მაგრამ პასუხი ვერ მიიღეს. გოგონა ჯიუტად დუმდა, იმდენად დიდი იყო მისი სურვილი,ძმები ჯადოსაგან ეხსნა.

ძმები მიხვდნენ , რომ ელიზა მათ დახმარებას ცდილობდა.

მთელი ღამე მუშაობდა გოგონა. დილას როცა ძმები კვლავ გაფრინდნენ, გამოქვაბულს მეფის ამალა მიუახლოვდა.

ელიზა მეფეს დანახვისთანავე შეუყვარდა და უთხრა:

- მშვენიერო ასულო, გამომყევი სასახლეში!

ელიზა მეფის სასახლეში მიიყვანეს. მეფემ მას ცოლობა სთხოვა. გოგონა დუმდა. მეფე ამაოდ ცდილობდა მასთან დალაპარაკებას, მაგრამ ელიზას ერთი სიტყვაც ვერ დააცდენინეს. მეფემ გოგონა ცოლად შეირთო. იგი ხედავდა, როგორ იტანჯებოდა ელიზა და ბრძანა. სასახლეში ჭინჭარი და ელიზას მოქსოვილი პერანგები მოეტანათ.

ელიზამ გაიხარა და მაშინვე მუშაობას მუშაობას შეუდგა. მან ექვსი პერანგი მოქსოვა თუ არა, ჭინჭარი გამოელია. ჭინჭრის მოსაკრეფად ღამით სასაფლაოზე გაიპარა. ელიზას ძალიან ეშინოდა, მაგრამ ძმების სიყვარული შიშზე ძლიერი აღმოჩნდა.

ბოროტ ეპისკოპოსს ელიზას საქციელი უცნაურად მოეჩვენა. მან მეფეს უთხრა, რომ მისი ცოლი ჯადოქარი იყო და სასაფლაოზე დადიოდა. მეფემ არ დაუჯერა. მაშინ ეპისკოპოსმა მეფეს ურჩია, ელიზას მალულად თან გაჰყოლოდა. საღამოს ელიზას ჭინჭარი კვლავ გამოელია და ღამით სასაფლაოზე წავიდა.

მეფემ ელიზა სასაფლაოზე რომ იხილა, გაბრაზებულმა ბრძანა, იგი დილეგში ჩაეგდოთ. ელიზა კვლავ ჯიუტად დუმდა და პერანგების ქსოვას განაგრძობდა.

დილით, როცა ელიზა ციხეში გადაჰყავდათ, მის ოთხთვალასთან თერთმეტი თეთრი გედი მიფრინდა.

- შეხედეთ, გედები მიფრინდნენ მასთან! ის უდანაშაულოა! - ჩურჩულებდა გაოცებული ხალხი.

გოგონამ დაამთავრა თუ არა უკანასკნელი პერანგის მოქსოვა, ძმებს პერანგები სასწრაფოდ გადააცვა. და აი, მოხდა საოცრება! გედები უმალ მშვენიერ უფლისწულებად გადაიქცნენ.

ძმებმა მეფეს თავიანთი თავგადასავალი უამბეს.

მეფე ელიზასთან მიიჭრა და პატიება სთხოვა.

გაისმა ეკლესიის ზარების გუგუნი, ხალხი ხმამაღალი შეძახილებით მიესალმა თავის მშვენიერ დედოფალს.

უფლისწულები კი თავიანთ მამასთან გაეშურნენ. მეფემ დიდად გაიხარა და შეიტყო-რა სიმართლე, სასახლიდან გააძევა ჯადოქარი დედინაცვალი.

 

* * * * * * *

მთარგმნელი: აკაკი გელოვანი

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ჰანს ქრისტიან ანდერსენი - ზღაპრები • • •  ჰანს ქრისტიან ანდერსენი/ზღაპრები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ