მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1856 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი პრინცი, რომელსაც სურდა ცოლად შეერთო ნამდვილი პრინცესა. აიღო რკინის ჯოხი, ჩაიცვა რკინის ქალამნები და საცოლის საძებნელად გზას გაუდგა.

იარა, იარა პრინცმა, მთელი დუნია შემოიარა, პრინცესებიც ბევრი ნახა, მაგრამ რომელი იყო მათ შორის ნამდვილი, ვერ გაარკვია.

ძალზე დაღონებული დაბრუნდა პრინცი შინ: ხუმრობა ხომ არ იყო, კაცი ხელმწიფის შვილი უცოლოდ რჩებოდა.

ერთ საღამოს ცა მოიქუფრა და ჭექა-ქუხილმა არე-მარე შეაზანზარა. გველის ენასავით დაკლაკნილი ელვა თვალისმომჭრელად კაშკაშებდა. თითქოს ცა გაიხაო, წვიმის საშინელი თქეში წამოვიდა. ერთი სიტყვით ნამდვილი ქარიშხალი დატრიალდა.

მოულოდნელად სასახლის კარიბჭეზე კაკუნი გაისმა. კარები მოხუცმა ხელმწიფემ გააღო და რას ხედავს: კარს იქით ლამაზი გოგონა დგას!

ღმერთო ჩემო, როგორ გალუმპულიყო! თმებიდან ღვარად ჩამომდინარე წყალი პირდაპირ ქოშების წვერებში თითებთან ჩაედინებოდა და ქუსლებიდან გამოედინებოდა. ის კი წყნარად იდგა და ამბობდა, რომ ნამდვილი პრინცესა იყო.

"ამას ჩვენ აუცილებლად გავარკვევთ!“ - გაიფიქრა გულში მოხუცმა დედოფალმა. იგი საძინებელ ოთახში გავიდა და საწოლზე მუხუდოს მარცვალი დადო, ზემოდან კი თორმეტი ლეიბი და იმდენივე საბანი დააწყო.

სწორედ იმ საწოლზე დააწვინეს ღამით პრინცესა.

- წუხელ როგორ მოისვენეთ? - თავაზიანად შეეკითხნენ მას დილით.

- ოჰ, ძალზე ცუდად! - გატანჯული ხმით უპასუხა პრინცესამ. - მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს. რაღაც მაგარ საგანზე ვიწექი და მთელი ტანი დალურჯებული მაქვს! პირდაპირ საშინელება გამოვიარე!

ყველანი მიხვდნენ, რომ მათ წინ ნამდვილი პრინცესა იდგა. აბა ასეთი ნაზი და მგრძნობიარე ნამდვილი პრინცესას გარდა სხვა ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო?

გახარებულმა პრინცმა იგი ცოლად შერთო, მუხუდოს მარცვალი კი შუშის ქილაში შეინახეს, რომლის ნახვა დღესაც შეიძლება, რასაკვირველია დღემდე თუ არავის აუწაპნია.

იცოდეთ, ბავშვებო, რაც აქ მოგიყევით, ნამდვილი ამბავი გახლავთ.

 

* * * * * * *

მთარგმნელი: აკაკი გელოვანი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ