მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1576 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ოდესღაც ერთი ლამაზი, მაგრამ ძალიან ღარიბი, ობოლი გოგონა ცხოვრობდა. მას სახელად კარენი ერქვა.

გოგონა ზაფხულში ფეხშიშველი დადიოდა, ზამთარში კი ხისგან გამოჩორკნილი, მძიმე ფეხსაცმელები ეცვა, რომელიც ფეხებს საშინლად სტკენდა.

იმ სოფელში ერთი მეწაღეც ცხოვრობდა, მას გოგონა იმდენად შეეცოდა, რომ ტყავის ძველი ნაკუწებისაგან მსუბუქი, მოხდენილი ფეხსაცმელები შეუკერა.

იმ დღეს, როცა კარენი ფეხსაცმელებს ფეხზე ირგებდა, მეზობელ ქალაქში მცხოვრებმა მდიდარმა, მარტოხელა ქალბატონმა სოფელში ეტლით ჩაიარა. მან ეტლი სწორედ კარენის სახლის წინ შეაჩერა და იქვე, ეზოში მდგარ გოგონას მიმართა.

- გოგონი, ძალიან დავიღალე და დამცხა, იქნებ წყალი დამალევინო.

- მიირთვით, ქალბატონო, - მაშინვე მიურბენინა კარენმა მას წყალი.

ქალბატონმა წყალი დალია და კარენს მიმართა:

- გოგონი, სახელად რა გქვია და ვისთან ერთად ცხოვრობ?

 - სახელად კარენი მქვია, ობოლი ვარ და მარტო ვცხოვრობ, - მიუგო კარენმა.

მოხუცმა ქალბატონმა თვალი მოავლო კარენის ღარიბულ სახლს, ეზოს და უთხრა:

- კარენ, იქნებ წამოხვიდე და ჩემთან ერთად ქალაქში იცხოვრო, მე მარტოხელა ვარ და ვეცდები, არაფერი მოგაკლოო.

გულით გაიხარა გოგონამ, მცირეოდენი ბარგი უმალვე გუდაში გამოკრა და ქალბატონს  გაჰყვა.

მოხუცი ქალბატონი ძალიან მდიდარი იყო, მან კარენს ლამაზად მორთული ოთახი დაუთმო, მოსამსახურეები მიუჩინა და უამრავი ახალი ტანსაცმელი უყიდა.

კარენი სიამოვნებით იცვლიდა ჩასაცმელს,მხოლოდ ნაკუწებისგან შეკერილ ფეხსაცმელებს ვერა და ვერ ელოდა, რადგან მიაჩნდა, რომ ბედნიერება ამ ფეხსაცმელებმა მოუტანა - მოხუცმა ქალბატონმა კარენი ხომ იმ დღეს წაიყვანა ქალაქში, როცა გოგონამ ეს ფეხსაცმელები პირველად მოირგო.

კარენმა მალე ყველას შეაყვარა თავი.ის ძალიან კეთილი, მზრუნველი გოგონა აღმოჩნდა, დიდი მონდომებით სწავლობდა კერვასა და ქსოვას და მოხუც ქალბატონს ყველაფერში ეხმარებოდა.

ერთ დღესაც, როცა კარენი და მოხუცი ქალბატონი ქალაქში სასეირნოდ იყვნენ წასულები, მეწაღის სახელოსნოში შეიარეს:

- იქნებ რაიმე ახალი ფეხსაცმელი შეარჩიო და ამ ძველმანს შეელიო, - სთხოვა მოხუცმა კარენს.

გოგონას არ სურდა თავის საყვარელ ფეხსაცმელებთან განშორება, მაგრამ კეთილ მოხუცს უარი ვეღარ შეჰბედა და თაროზე დაწყობილი ფეხსაცმელების თვალიერებას მოჰყვა.

უცებ  გოგონამ  თაროზე ბრჭყვიალა, წითელი ფეხსაცმელები შენიშნა. მათმა სილამაზემ კარენი ისე მოხიბლა, რომ ძველი ფეხსაცმელები სასწრაფოდ გაიხადა და ფეხზე წითელი, კოხტა ფეხსაცმელები მოირგო.

თავიდან ისინი კარენს დიდი მოეჩვენა, მაგრამ  როგორც კი ჩაიცვა, ფეხსაცმელი მის ფეხს ისე ზუსტად მოერგო, თითქოს საგანგებოდ მისთვის შეეკერათ.

მოხუც ქალბატონს ძალიან გაუხარდა, რომ კარენმა, როგორც იქნა, მოიშორა ძველი ფეხსაცმელები და ის-ის იყო, სახელოსნოდან უნდა გასულიყვნენ, რომ ისინი მეწაღემ შეაჩერა  და უთხრა:

- უნდა გაგაფრთხილო, გოგონა, ეს ფეხსაცმელები ჯადოსნურია, მე ის ერთ ფერიას შევუკერე, რომელსაც ცეკვა ძალიან უყვარდა. შემდეგ ფერიამ ყვავილებისაგან შეკერილი ფეხსაცმელები მოირგო, მე კი მითხრა, რომ თუ ვინმეს ესენი მოეწონებოდა და შეიძენდა, გამეფრთხილებინა, რომ ეს წითელი ფეხსაცმელები საცეკვაოდაა შეკერილი და შეიძლება მის მფლობელს ცეკვა ამქვეყნად ყველაფერზე მეტად შეუყვარდესო.

გოგონას ყურადღება არ მიუქცევია მეწაღის სიტყვებისათვის, ის გახარებული ქუჩაში მიხტოდა, ფეხებზე იყურებოდა და წითელი ფეხსაცმელების სილამაზით ტკბებოდა.

რამდენიმე დღის შემდეგ, როცა გოგონა სახლში საქმიანობდა, შორიდან საცეკვაო მუსიკის ხმა შემოესმა. უცებ იგრძნო, რომ ფეხები აღარ ემორჩილებოდა, ისინი თვითონ ცეკვავდნენ. გაოცებული გოგონა უნებურად ქუჩაში გავიდა, მას ფეხები მუსიკის ხმისკენ მიაქანებდა.

ქალაქის მოედანზე ახალგაზრდებს ცეკვა-თამაში გაეჩაღებინათ და კარენი სწორედ მათ შეუერთდა. გოგონა გაოცებას ვერ ფარავდა – მისი სურვილის საწინააღმდეგოდ ფეხები თავისით ცეკვავდნენ.

კარენმა ფეხსაცმელების გახდაც სცადა, მაგრამ ის ისე მჭიდროდ შემოტმასნოდა ფეხზე, რომ ვერაფრით მოიცილა. ფეხსაცმელებმა კარენი გათენებამდე აცეკვეს, გოგონა ძლივსღა მილასლასდა შინ და ძალაგამოლეული ლოგინზე დაეშვა...

იმ დღის შემდეგ, კარენი როგორც კი ხმას გაიგონებდა, წითელფეხსაცმელებიანი ფეხები თავისით მირბოდნენ საცეკვაოდ და გათენებამდე აღარ ჩერდებოდნენ.

კარენი ძალიან განიცდიდა იმას, რომ მოხუც ქალბატონს ვეღარ ეხმარებოდა  და მთელ დღეებს ცეკვაში ატარებდა, არადა, წითელ ფეხსაცმელებსაც ვერ ელეოდა, ცეკვა ხომ მათ შეაყვარეს.

ერთ დღესაც კარენმა ვეღარ მოითმინა, ისევ თავისი ძველი. ნაკუწებისაგან შეკერილი ფეხსაცმელები მოძებნა,  ჩაიცვა, წითელი ფეხსაცმელებიკი წაიღო და კვლავ მეწაღის სახელოსნოს მიაშურა.

სახელოსნოში უჩვეულო სიჩუმე გამეფებულიყო. კარენმა ფრთხილად შეაღო კარი, ირგვლივვ მიმოიხედა, მაგრამ მეწაღე  არსად ჩანდა. კარენი თაროსთან მივიდა და გულდაწყვეტილმა წითელი ფეხსაცმელები ისევ თაროზე შემოაწყო. ის-ის იყო, უკან გამობრუნებას აპირებდა, რომ ნაზი შრიალის ხმა შემოესმა, უკან მიიხედა და ულამაზესი ფერია შენიშნა:

- შენ ნამდვილად კარგი გოგონა ხარ, კარენ, გულკეთილი და მზრუნველი, რადგან ცეკვასა და გართობას მოხუცი ქალბატონის დახმარება არჩიე. ალბათ, გული გწყდება წითელ ფეხსაცმელებზე, არა?!

- დიახ, მე ისინი ძალიან მომწონს, - ამოიოხრა კარენმა.

- ეს ფეხსაცმელები შენია, შენ ისინი ნამდვილად დაიმსახურე, მე მათ ჯადოსნურ ძალას მოვაშორებ და მხოლოდ მაშინ იცეკვებ, როცა მოგესურვება, - უთხრა ფერიამ.

- დიდი მადლობა, - სიხარულით თვალები გაუბრწყინდა კარენს, ფეხსაცმელები გულში ჩაიკრა და გახარებული შინ დაბრუნდა.

იმ დღიდან კარენის ფეხსაცმელებს თვითნებურად ცეკვა აღარასოდეს მონდომებია...

 

* * * * * * *

მთარგმნელი: აკაკი გელოვანი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ