მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1004 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

იყო და არა იყო რა, იყო ორი ყოყლოჩინა მამალი. ერთ მათგანს ნაკელის გროვაზე უყვარდა წამოჭიმვა, ხოლო მეორე ლითონისა გახლდათ და ზამთარ-ზაფხულ სახურავზე იყო გამოჯგიმული.

შენ როგორ ფიქრობ, რომელია მათ შორის უკეთესი? შენ შენი თქვი, ჩვენ კი…  ჩვენს აზრზე დავრჩებით.

ფრინველების ეზოს მეზობელი ეზოსაგან ხის ღობე ჰყოფდა. იმ ეზოში ნაკელის გორაზე ერთი დიდი კიტრი იზრდებოდა, რომელმაც იცოდა, რომ ის სათბურის მცენარე იყო.

"თუ დაიბადები, სათბურის კიტრად უნდა დაიბადო! ამბობდა გულში, - მაგრამ ამქვეყნად ყველა კიტრად ხომ ვერ მოვა, სხვა ჯიშებიც ხომ აუცილებლად უნდა არსებობდნენ. ქათმები, იხვები და ეზოს სხვა ბინადარნიც ხომ ცოცხალი არსებები არიან.

აი, ზის ღობეზე ეზოს მამალი, რომელიც სახურავზე წამოსკუპულ ქარმზომის მამალზე ბევრად უკეთესია! მართალია ის უფრო მაღლა ზის, მაგრამ ფრთების განძრევაც კი არ შეუძლია, სიმღერაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია! არც ქათმები ჰყავს, არც წიწილები და მარტო საკუთარ თავზე ზრუნავს!

არა, ნამდვილი მამალი, მხოლოდ ეზოს მამალია! როგორ დადის! თითქოს ცეკვავს! ანდა როგორ მღერის, ჭეშმარიტი  მუსიკაა! მოუსმენ მას და ხელად გაიგებ, რას ნიშნავს ნამდვილი მებუკე! ნეტა მოვიდოდეს აქ და ღეროიან -ფოთლებიანად გადამყლაპავდეს, აი, ეს იქნებოდა ნეტარებით სიკვდილი.”

სახურავის მამალი, როგორც იტყვიან ცხოვრებაზე გულაცრუებული მამალი გახლდათ და,რა თქმა უნდა, ძალზე დააინტერესებდა კიტრს, მის შესახებ რაიმე რომ სცოდნოდა, მაგრამ მას მხოლოდ ეზოს მამალი აინტერესებდა. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს ქათმებთან და წიწილებთან ერთად ისიც კიტრს ესტუმრა.

- აბა რას იტყვით ჩემს ყივილზე? უხეშად იკითხა გაფხორილმა ეზოს მამალმა და თითქოს კავალერისტი ყოფილიყოს, რწევა-რწევით დაიძრა ნაკელის გროვისაკენ. ბაღის მცენარეა! სთქვა მან კიტრზე. კიტრიც უცბად მიხვდა, თუ რა ყოვლად განათლებული ყოფილა მამალი და არც კი შეუმჩნევია, როგორ ჩაკენკეს იგი.

- "აი, ნეტარებით სიკვდილიც!” გაიფიქრა კიტრმა.

ქათმებმა და წიწილებმაც მოირბინეს. ქათმები ხომ მუდამ ასე იქცევიან: სადაც ერთია, იქაა მეორეც. კაკანებდნენ, წივწივებდნენ, შეჰხაროდნენ მამალს და ამაყობდნენ, რომ ისიც მათი ჯიშისა იყო.

- ყიყ-ლი-ყო! დაიყივლა მამალმა, - წიწილები ხელათ დაიზრდებიან, როგორც კი მთელი დუნიის საქათმეს ვუბრძანებ.

ქათმები და წიწილები კვლავ აკრიახდნენ, ხოლო მამალმა კი მათ უდიდესი ახალი ამბავი ამცნო: - მამალს შეუძლია კვერცხი დადოს! და იცით რა იქნება შიგნით? ნატვრისთვალი! ვერავინ შესძლებს მას თვალი გაუსწოროს! ადამიანებმა ეს უკვე დიდი ხანია იციან, ახლა კი თქვენც იცით, თუ რა ძევს ჩემში, იცით, რომ მამალთ სარდალი ვარ.

ეზოს მამალმა ფრთა ფრთაზე შემოჰკრა, ბიბილო გაისწორა და კვლავ დაიყივლა. იმის შეგნებით, რომ მათი ოჯახის ერთ-ერთი წევრი მამალთ სარდალი იყო, ქათმებსა და წიწილებს სიხარულისაგან ტანში გააჟრჟოლათ. ისინი კი კაკანებდნენ და წივწივებდნენ, სახურავის მამალსაც ესმოდა, თუმცა იგი არც კი განძრეულა.

სახურავის მამალი გადამფრენმა ფრინველებმაც მოინახულეს, ისინი უამბობდნენ უცხო ქვეყანაზე, ფრინველთა ქარავნებზე და მტაცებელ ფრინველთა თავდასხმების საშინელ ისტორიაზე. ეს თავდაპირველად ძალზე საინტერესო იყო, მაგრამ შემდგომში ერთიდაიგივეს მოსმენა სიკვდილივით მოსაწყენი გახდა და ბოლოსდაბოლოს ყველაფერი მობეზრდა:

- ეს ქვეყანა არაფრად არ ვარგა! - ფიქრობდა ის, ყველაფერი სისულელეა! ყველანი ისეთი აბეზარნი და უხამსნი არიან, ურთიერთობის გაბმა არავისთან არ ღირს.

იმ ღამით ცუდი ამინდი იდგა. ქათმები, წიწილები და თვით მამალიც კი დაიმალნენ. ქარმა ღობე ღრჭიალით წააქცია. სახურავიდან თუნუქები ჩამოცვივდა , ქარმზომის მამალი კი თავის ადგილზე დარჩა, მას ქარმა ძვრაც ვერ უყო, მაგრამ აი ბრუნვა კი შეწყვიტა, უბრალოდ აღარ შეეძლო, თუმცა ახალგაზრდა იყო, ის ხომ ახლახან ჩამოასხეს.

სახურავის მამალი ძალზე გონიერი და დარბაისელი გახლდათ. მას სართო არა ჰქონდა რა ბეღურებთან და მერცხლებთან, ისინი მას ეჯავრებოდა, როგორც "წრიპინა ვულგარული არარაობანი”. 

მტრედებს ბუმბული სადაფის ფერი აქვთ და ამით რაღაცით მას ჩამოჰგვანან კიდეც, მაგრამ ძალზე მსუქნები და სულელები არიან. მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ ამოივსონ ჩიჩახვი, ამიტომ მათთან ურთიერთობა მოსაწყენია.

- "ეს სისულელეა! ამბობდა ის თავისთვის, - ნამდვილი მამალი ვერასოდეს ვერ დადებს კვერცხს, მე კი ამის სურვილი არასდროს მქონია! ისე, რომ მოვინდომო, ნამდვილად შევძლებდი ქარის კვერცხის დადებას. მაგრამ ეს ქვეყანა ქარის კვერცხად არ ღირს! ყველაფერი სისულელეა! მე აქ ჯდომაც კი აღარ მეპიტნავება.”

ამის გაფიქრებისთანავე სახურავის მამალი მოტყდა, ძირს ჩამოვარდა და დაიმსხვრა, მაგრამ ეზოს მამალი მაინც ვერ მოკლა, თუმცა როგორც ქათმები ამტკიცებდნენ, მას ასეთი განზრახვა ნამდვილად ჰქონდა.

მორალი?

"უმჯობესია მამალივით იმღერო, ვიდრე ცხოვრებაზე გული აგიცრუვდეს და დაიღუპო!” 

 

* * * * * * *

მთარგმნელი: აკაკი გელოვანი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ