მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1940 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

წინათ მამალი გარეული ფრინველი იყო და ტყეში ცხოვრობდა. ოღონდ ეს კია, რომ ფრენა არ ეხერხებოდა და ბიბილოც თეთრი ჰქონდა. როგორც კი მტაცებელ ფრინველს დაინახავდა, - არწივს, ძერას ან ქორს, - ფუღუროში შერგავდა თავს.

ერთხელ ადამიანმა მამალს უთხრა:

- ეგ რა ცხოვრებაა, თუ მუდამ შიშში იქნები? დარჩი ჩემთან და მტრებისგან დაგიფარავ.

გაუხარდა მამალს და დაეთანხმა

- მაგრამ იცოდე, უნდა იშრომო! – გააფრთხილა ადამიანმა.

- უნდა ვიშრომო? – ჰკითხა გაკვირვებულმა მამალმა.

- დილაადრიან უნდა იყივლო და გამაღვიძო! - აუხსნა ადამიანმა.

- ერიჰაა! - შესძახა მამალმა, - მაშ მე შენზე ადრე უნდა გავიღვიძო? არა, ძმობილო, შენ - შენთვის, მე - ჩემთვის...

გავიდა დრო. ერთ დღეს მამალი ტყიდან გამოვიდა და პურის ყანისკენ გაეშურა. მიწაზე მარცვლები ეყარა. მამალსაც ეს უნდოდა!

უცბად, სად იყო და სად არა, ქორმა ჩამოიქროლა, ირაო გააკეთა, რომ მამალი ტყისკენ არ გაქცეულიყო.

მამალს შიშისაგან გააჟრჟოლა. ტყისკენ ვერ წავა - ქორი მოდის. ადამიანისკენ წავიდეს? სირცხვილია, შრომაზე უარი უთხრა რა ქნას?

ბოლოს მაინც ადამიანისკენ არჩია და დაიყივლა:

- ყიყ-ლი-ყოო! მიშველე-ე!

ადამიანმა ქორს ჯოხი ესროლა ქორი დაფრთხა და გაფრინდა.

აი, სწორედ მაშინ შერცხვა მამალს და ბიბილო მას შემდეგ გაუწითლდა. მივიდა ადამიანთან და უთხრა:

- მადლობელი ვარ, მტრისაგან რომ მიხსენი! დამტოვე შენთან და ყოველ დილას გაგაღვიძებ!

მას შემდეგ დარჩა მამალი ადამიანთან და აღვიძებს მას დილაობით.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ