მორზე ჩამომჯდარი ორი ზარნაშო კუდღელს უთვალთვალებდა, რომელიც შემოდგომის ნამკალში ისე გამალებით დარბოდა, თითქოს მწევრების ჯგრო მოსდევსო.
- საწყალი ყურცქვიტა, - თქვა ერთმა ზარნაშომ, - იმის ვაჟკაცობაც კი არა აქვს საწყალს, რომ სოროში დაიმალოს.
- რატომ? - დაინტერესდა მეორე.
- იმიტომ, რომ ეშინია.
- საოცარია, რისი უნდა ეშინოდეს საკუთარ სახლში?
- ყველა კურდღელი ასეა, - უპასუხა პირველმა, - ყველაფრის ეშინიათ, შიშს კი დიდი თვალები აქვს. განსაკუთრებით ახლა უფრთხიან ყველაფერს, როცა ფოთოლცვენა დაიწყო. კურდღლები თავქუდმოგლეჯილები გარბიან, როცა ფოთლების წვიმას ხედავენ. მათ ბუნების ყველანაირი ცვალებადობა აშინებთ.
- ესე იგი, კურდღლები ლაჩრები ყოფილან!
- რა თქმა უნდა.
აი, ეს ყურცქვიტაც მანამ ირბენს გაშლილ ველზე, სანამ ხაფანგს არ გადააწყდება, ან მონადირე არ ამოიღებს ოთხში.
ნათქვამია: ვინც მშიშარაა, ის შიშისგან კვდებაო.
სასკოლო ლიტერატურა • • • ![]() |