მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 794 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

ბადემ, ისევ და ისევ, უკვე მერამდენედ, უამრავი თევზი დაიჭირა. მეთევზეების კალათები პირამდე აივსო კობრებით, ჭანრებით, ქარიყლაპიებით, ანგალებითა და უამრავი სხვა თევზით.

თევზთა ოჯახები, დედაბუდიანად, მთელი ჯალაბობით ბაზრის დახლებზე ეყარნენ და სიცოცხლეს ემშვიდობებოდნენ, გავარვარებულ ტაფებსა და თუხთუხა ქვაბებში სიმწრისაგან იკრუნჩხებოდნენ. მდინარეში დარჩენილი დაბნეული თევზები კი შიშისაგან ცურვას ვერ ბედავდნენ და იმალებოდნენ. როგორ უნდა ეცხოვრათ?!

სიცოცხლე თუ სიკვდილი? - აი, რა იყო საკითხავი! მაგრამ რა უნდა ექნათ, მარტო როგორ უნდა გამკლავებოდნენ ბადეს. მას ხომ ყოველ დღე, თანაც მოულოდნელად.

სულ რომ არ ელი, ისეთ ადგილებში ისვრიან. დაუნდობლად იჟლიტებიან თევზები, და, ბოლოს, მთელი მდინარე დაცარიელდება.

- ჩვენი შვილების ბედზე უნდა ვიზრუნოთ, მათ არსებობის სრული უფლება აქვთ. ჩვენს გარდა არავინ დაიხსნის მათ განსაცდელისაგან, - მსჯელობდნენ ციმორები, რომლებიც სათათბიროდ მდინარეში ჩაძირული ხის ქვეშ შეკრებილიყვნენ.

- კი, მაგრამ ჩვენ რა შეგვიძლია? - მორცხვად იკითხა ჭანარმა, რომელიც ყურადღებით ისმენდა გულადი ციმორის საუბარს.

- გავანადგუროთ ბადე! - ერთსულოვნად შესძახეს თევზებმა.

ყოვლისმცოდნე ანგალებმა იმ დღესვე მთელ მდინარეს მოსდეს გაბედული გადაწყვეტილების მიღების ამბავი.

მეორე დღეს კი ყველა თევზი, დიდი თუ პატარა, ხის გაშლილი ტოტებით დაფარულ, წყნარ, ღრმა ყურეში კრებაზე მიიწვიეს. ათასი ჯურისა და ასაკის თევზი მოცურდა დათქმულ ადგილზე, რათა ბადისთვის ომი გამოეცხადებინათ.

კობრმა საომარი მოქმედებების დაგეგმვა იკისრა, - მას არაერთხელ გადაუღრღნია ბადე და გაქცეულა ტყვეობიდან.

- ყველამ, ყურადღებით მომისმინეთ! - მიმართა მან თანამოძმეებს, ბადე ჩვენი მდინარის სიგანისაა და იმისთვის, რომ კარგად გაჩერდეს წყალზე, მის ქვედა ნასკვებზე ტყვიის სიმძიმეებია მიმაგრებული. ისმინეთ ჩემი ბრძანება: ყველა ჯიშის

თევზი ორ ჯგუფად უნდა გაიყოთ. პირველმა - სიმძიმეები ფსკერიდან ზემოთ უნდაასწიოს, მეორე ჯგუფი კი ბადის ზედა ნასკვებს კარგად დაიჭერს. ქარიყლაპიების მოვალეობაა გადაღრღნან თოკები, რომლებითაც ბადე ნაპირზეა მიმაგრებული.

სუნთქვაშეკრული თევზები ყურადღებით ისმენდნენ წინამძღოლის ყოველ სიტყვას.

- ანგალებს ვუბრძანებ დაუყოვნებლივ წავიდნენ დაზვერვაზე! - განაგრძობდა კობრი, - მათ უნდა შეიტყონ, სად არის ჩაშვებული ბადე!

ანგალები ბრძანების შესასრულებლად გაემართნენ, დანარჩენი თევზები კი ბრძანების მოლოდინში ნაპირთან შექუჩდნენ. მათ გულებს ბაგა-ბუგი გაქჰონდა. ჩიმორები ყველაზე მხდალების გამხნევებას ცდილობდნენ, ურჩევდნენ შიშს არ აჰყოლოდნენ, მაშინაც კი თუ რომელიმე მათგანი ბადეში გაებმებოდა: მეთევზეები ხომ მაინც ვერ აათრევენ ბადეს ნაპირზე!

როგორც იქნა, მზვერავი ანგალები დაბრუნდნენ და კობრს მოახსენეს, რომ ბადე ქვევით, მდინარის დინების გაყოლებაზე, ას მილიზე იყო ჩაშვებული. და, აი, თევზების უზარმაზარ არმადა კობრის წინამძღოლობით მიზნის მისაღწევად გაემართა.

- ფრთხილად იცურეთ! - აფრთხილებდა მათ კობრი, - ოთხი თვალი გამოიბით, რომ დინებამ ბადეში არ გამოგამწყვდიოთ. მთელი სიჩქარით აამოძრავეთ ფარფლები და დროზე დაამუხრუჭეთ!

წინ ნაცრისფერი, ავბედითი ბადე გამოჩნდა. გააფთრებული თევზები თამამად გადავიდნენ შეტევაზე. სულ მალე ბადე ფსკერიდან ასწიეს. თოკები, რომლების იჭერდა მას, ქარიყლაპიებმა კბილებით გადაღრღნეს. კვანძები კი დაფლითეს.

განრისხებული თევზები ამით არ დაკმაყოფილებულან, ისინი თავს ესხმოდნენ საძულველ მტერს. დაფლეთილ, დაწყვეტილ ბადეს თევზები კბილებით ჩაფრენოდნენ, გამალებით იქნევდნენ ფარფლებსა და კუდებს, თან სხვადასხვა მხარეს მიათრევდნენ და ნაკუწებად გლეჯდნენ მას. თითქოს მდინარეში წყალი ადუღდაო.

მეთევზეები დიდხანს იქექავდნენ თავებს, ვერაფრით მიმხვდარიყვნენ ბადის უცნაურად გაქრობის მიზეზს.

თევზები კი დღემდე სიამაყით უამბობენ ამ ამბავს თავიანთ შვილებს.

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ