მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 518 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

ერთხელ დილით, ორმა, დედალ-მამალმა ოფოფმა იგრძნო, რომ ბუდიდან ვეღარ გადმოფრინდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ცა უღრუბლო იყო და დღე მზიან ამინდს ჰპირდებოდათ, ისინი ნისლის მეტს ვერაფერს ხედავდნენ და ვერც ვერაფერს არჩევდნენ - თვალებზე ბინდი გადაკვროდათ.

ოფოფები მოხუცები და უძლურები იყვნენ, ფრთებზე და კუდზე ბუმბული ისე გახუნებოდათ და გამოფიტოდათ, რომ ხმელი ფიჩხივით ემტვრეოდათ. ძალაც სრულიად გამოლეოდათ.მოხუცმა ოფოფებმა გადაწყვიტეს აღარ მიეტოვებინათ ბუდე და ერთად დალოდებოდნენ უკანასკნელ წამს, რომელიც მოსვლას არ დააყოვნებდა.

მაგრამ შეცდნენ, მოულოდნელად მათი შვილები გამოჩნდნენ. ერთ-ერმა მათგანმა, რომელმაც შემთხვევით ჩაუფრინა მშობლიურ ბუდეს, დაინახა მობლების უძლურება და თავის და-ძმასთან გაფრინდა ამბის შესატყობინებლად.

როცა ყველა ახალგაზრდა ოფოფი მამისეულ ბუდესთან შეიკრიბა, ერთ-ერთმა მათგანმა თქვა:

- ჩვენმა მშობლებმა გვიბოძეს უდიდესი და უძვირფასესი განძი - სიცოცხლე, მათ გამოგვკვებეს და დაგვაფრთიანეს, ზრუნვა და სიყვარული არ მოუკლიათ ჩვენთვის, ახლა კი, როცა ორივე ავადაა, ჩვენი წმინდათა წმინდა ვალია განვკურნოთ და მოვუაროთ მათ.

ამ სიტყვების თქმასთან ერთად ყველა ერთსულოვნად შეუდგა საქმეს. ზოგმა ახალი, უფრო თბილი ბუდის მშენებლობა დაიწყო, სხვები მწერებისა და ჭიაყელების საჭერად გაეშურნენ, დანარჩენები კი ტყეში გაფრინდნენ.

მალე მზად იყო ახალი ბუდე, სადაც შვილებმა ფრთხილად გადააიყვანეს მოხუცი მშობლები. მშობლები რომ გაეთბოთ, შვილებმა მათ ფრთები გადააფარეს, ზუსტად ისე, როგორც დედა ჩიტი ათბობს ხოლმე თავისი სხეულის სითბოთი გამოუჩეკავ ბარტყებს.

შემდეგ ახალგაზრდა ოფოფებმა მშობლებს წყაროს წყალი დაალევინეს, გამოკვებეს და ფრთხილად ამოპუტეს ძველი, გაუხეშებული ბუმბული.

სულ ბოლოს, დანარჩენი ოფოფებიც დაბრუნდნენ ტყიდან და ნისკარტით სიბრმავის განმკურნებელი ბალახი მოუტანეს მშობლებს.

ისინი სასწაულმოქმედი ბალახის წვენით მშობლების მკურნალობას შეუდგნენ, ამას კი დიდი დრო ჭირდებოდა, და შვილები მოთმინებით ელოდნენ, როდის დადგებოდა ეს დრო, ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, ერთი წუთითაც არ ტოვებდნენ მშობლებს უყურადღებოდ.

და აი, დადგა ნანატრი დღე - დედამ და მამამ თვალი გაახილეს, მიმოიხედეს და შვილები იცნეს.

ასე განკურნა შვილების მადლიერებამ და სიყვარულმა მშობლები, თვალის სინათლე და ძალა დაუბრუნა მათ.

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ