მკა დამთავრდა. მინდორში დარჩენილი ხორბლის მარცვალი მოუთმენლად ელოდა წვიმას, ყინვების დადგომამდე ღრმად რომ ჩამძვრალიყო ნესტიან ნიადაგში.
ხორბლის მარცვალს გვერდზე ჭიანჭველამ ჩაურბინა. შენიშნა, გაიხარა და დიდხანს არ დაუყოვნებია, მძიმე ნადავლი ზურგზე წამოიკიდა და ქოშინ-ქოშინით წაბობღდა ჭიანჭველების ბუდისკენ.
შინ რომ გათენებამდე მიეღწია, ჭიანჭველა გაუჩერებლად მიცოცავდა, ტვირთი კი სულ უფრო მძიმდებოდა და ზურგზე აწვებოდა სიქაგამძვრალ ჭიანჭველას.
- რას იწყვეტ წელლს? აქ დამაგდე! - შეევედრა ხორბლის მარცვალი.
- რომ გადაგაგდო, ზამთარში საკვების გარეშე დავრჩებით, ჩვენ ბევრნი ვართ და ყოველი ჩვენგანი ვალდებულია რაიმე იშოვნოს ჭიანჭველების ბუდის მარაგის გასამრავლებლად - რიდით უთხრა ჭიანჭველამ.
მაშინ დაფიქრდა მარცვალი და უთხრა:
- მესმის შენი, ასე უნდა იქცეოდეს ყველა პატიოსანი მშრომელი, მაგრამ შენს უნდა გამიგო, ყურადღებით მომისმინე, ჭკვიანო ჭიანჭველა!
იმით კმაყოფილმა ჭიანჭველამ, რომ შესვენების საშუალეა მიეცა, მძიმე ტვირთი ზურგიგან ჩამოაგდო და დასასვენებლად ჩამოჯდა.
- იცოდე, - თქვა მარცვალმა, - ჩემში დიადი ცხოველმყოფელი ძალაა, ჩემი დანიშნულება ახალი სიცოცხლის წარმოშობაა. მოდი ერთ საქმეზე მოვილაპარაკოთ.
- რაზე?
- აი, რაზე, თუ ჭიანჭველის ბუდეში არ წამათრევ და აქ, ჩემს მშობლიურ მინდორში დამტოვებ, მაშინ ზუსტად ერთი წლის შემდეგ, სამაგიეროდ ას, ზუსტად ჩემნაირ მარცვალს მიიღებ.
გაოცებულმა ჭიანჭველამ უნდობლად გაიქნია თავი.
- დამიჯერე, კეთილო ჭიანჭველა, რასაც გეუბნები სრული ჭეშმარიტებაა, თუ შენ ახლა უარს იტყვი ჩემზე და მოიცდი, მაშინ მე ასმაგად დავაჯილდოებ შენს მოთმინებას და არც შენი ჭიანჭველების ბუდე დაზარალდება.
ჭიანჭველამ კეფა მოიფხანა და გაიფიქრა - "ასი მარცვალი ერთის სანაცვლოდ? ასეთი რამ მხოლოდ სიზმარში ხდება”
- როგორ გააკეთებ ამას? - ჰკითხა ჭიანჭველამ, - ცნობისმოყვარეობა კლავდა, მაგრამ ჯერ მაინც არ სჯეროდა.
- მენდე! - უთხრა მარცვალმა, - ეს ცხოვრების ყველაზე დიდი სადუმლოებაა. ახლა კი ამოთხარე პატარა ორმო, ჩამმარხე, ზაფხულში კი ისევ დაბრუნდი.
ჭიანჭველა დანიშნულ დროს მინდორში დაბრუნდა.
ხორბლის მარცვალმა დანაპირები შეუსრულა.
სასკოლო ლიტერატურა • • • ![]() |