მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1412 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

საწერ მაგიდაზე დასტად ელაგა სუფთა ერთნაირი ფურცლები. მაგრამ, ერთ დღეს, ერთ-ერთი მათგანი მარყუჟებით, ხაზებით, კაურებითა და წერტილებით სულ მთლად გადაჭრელდა.

ეტყობა, ვიღაცას კალამი აეღო, მელანში ჩაეწო, ფურცელზე სიტყვები დაეწერა და ნახატებითაც მოეხატა.

- რატომ, რისთვის მომაყენე ასეთი შეურაცხყოფა? - ჰკითხა სამელნეს გულნატკენმა ქაღალდმა, - შენმა მოუშორებელმა მელანმა დაალაქავა ჩემი ქათქათა სხეული და სამუდამოდ გააფუჭა იგი! ვის რაღად ვჭირდები ასეთი?

- ნუ ღელავ! - ალერსით მიუგო სამელნემ, - შენი დამცირება და დათხვრა არც უფიქრიათ, მხოლოდ საჭირო რამ ჩაინიშნეს, ამიერიდან ქაღალდის უბრალო ნაგლეჯი კი არა, არამედ უსტარი ხარ. დღეიდან ადამიანის ნააზრევს იცავ და სწორედ ეს არის შენი პირდაპირი დანიშნულებაც და ფასიც.

კეთილი სამელნე მართალი გამოდგა. ერთ დღეს ადამიანი საწერ მაგიდაზე უწესრიგოდ მიმობნეულ ძველ, გაყვითლებულ ფურცლებს ალაგებდა.

ყველას ერთად თავი მოუყარა და, როცა მათ აგიზგიზებულ ბუხარში შეყრა დაუპირა, უეცრად სწორედ ის "დალაქავებული" ფურცელი შენიშნა. ადამიანმა დამტვერილი, უვარგისი ფურცლები ბუხარში შეყარა, ის ფურცელი კი სათუთად შეინახა მაგიდის უჯრაში, როგორც გონების ეპისტოლე.

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები • • • ლეონარდო და ვინჩი/ზღაპრები/იგავები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ