მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 4369 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

დიდი ხნის წინათ სახლებს ბუხრებით ათბობდნენ.

ქალაქში ხშირად ნახავდით თავით ფეხამდე გამურულ კაცებს. ისინი ბუხრებს ჭვარტლისაგან ასუფთავებდნენ და დიდი თუ პატარა მათ ჭვარტლიწმენდიებს ეძახდა.

როდესაც ბუხარი ძალიან გაიჭვარტლებოდა, სახლის პატრონი უხმობდა რომელიმე ჭვარტლიწმენდიას, მოდი, თუ ძმა ხარ, მიშველეო!

მოვიდოდა ჭვარტლიწმენდია და მოიტანდა გრძელ ჭოკს. ხვნეშით შეძვრებოდა ბუხარში, ვითომდა რა მძიმე საქმეს ვაკეთებო, და ჭოკით სულ ძირს ჩამოყრიდა რაც ბუხრის ყელში ჭვარტლი იყო დაგროვილი.

ოთახი მთლად ჭვარტლით ივსებოდა, მაგრამ ჭვარტლიწმენდიას ეს არ ანაღვლებდა. გამოძვრებოდა ბუხრიდან, მიიღებდა გასამრჯელოს და წაათრევდა თავის გრძელ ჭოკს.

გაჭვარტლული ოთახის წმენდას მერე ერთ კვირას უნდებოდა მთელი ოჯახი.

მოქალაქეებს ეს, ცხადია, არ მოსწონდათ, მაგრამ რა ექნათ?!

ასეთია ჩვენი საქმეო, ამბობდნენ ჭვარტლიწმენდიები. ისინი საშინელი ზარმაცები იყვნენ, პირის დაბანაც კი ეზარებოდათ, ეს ხელობაც მხოლოდ იმიტომ აერჩიათ, რომ ფიქრობდნენ, დღენიადაგ გამურულებს ვერავინ მოგვთხოვს პირის დაბანასო.

ცხოვრობდნენ უდარდელად.

მაგრამ ერთხელ ხმა დაირხა, უცნაური ჭვარტლიწმენდია დადისო ქალაქში.

ჭვარტლიწმენდიები გამოცვივდნენ გარეთ, მაგრამ ქუჩაში ვერ ნახეს უცნაური ჭვარტლიწმენდია.

ქუჩაში მოქალაქეები იდგნენ, თავები აეღირათ და სახურავებს შეჰყურებდნენ.

ვიღაც ვაჟი დადიოდა სახურავებზე.

ისიც სხვა ჭვარტლიწმენდიებივით იყო გამურული, ოღონდ უცნაური თეთრი ქუდი ეხურა თავზე და თეთრი ჩიტების გუნდი დასდევდა უკან.

ჭვარტლიწმენდიები იდგნენ და სიცილით იხოცებოდნენ.

ამბობდნენ, მშიერი მოკვდება, აბა, მაგას ვინ ანდობს ბუხრის გაწმენდასო.

მერე, თეთრი ქუდის გამო თეთრსულელა დაარქვეს.

- თეთრსულელა, თეთრსულელაო, - უკიჟინებდნენ დაბლიდან.

ვაჟი მათ ყურადღებას არ აქცევდა. ბუხრის ყელში ფრთხილად ჩაუშვებდა ჯამს, ზემოთ ამოჰქონდა ჭვარტლი და ტომარაში ყრიდა.

ისე ფაქიზად მუშაობდა, ოთახში ჭვარტლის ნამცეცი არ ჩამოვარდნილა არასოდეს.

მისი ქუდიც სულ თეთრად ქათქათებდა.

თეთრი ჩიტები თავს დასტრიალებდნენ თეთრსულელას, დაჟღურტულებდნენ და რიგრიგობით ჩამოასხდებოდნენ ხოლმე ქუდზე.

ჭვარტლიწმენდიებს აღარავინ ანდობდა ბუხარს.

ბრაზობდნენ ჭვარტლიწმენდიები, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდათ, ერთ მშვენიერ დღეს თვითონაც აძვრნენ სახურავებზე ბუზღუნ-ბუზღუნით.

ეშინოდათ, არ ჩამოვცვივდეთო, ძლივს დაცოცავდნენ და წყევლიდნენ თეთრსულელას, ჩვენდა ჭირად საიდან გაჩნდა ეს ოხერიო.

თეთრსულელა კი ჩვეულებრივი ბიჭი იყო, მხოლოდ ოცნება უყვარდა ძალიან.

ბავშვობიდან მეგობრობდა თეთრ ჩიტებს.

მეტი არაფერი უნდოდა, ოღონდ მათი ჟღურტული ესმინა და ეოცნება.

თეთრი ქუდი თეთრმა ჩიტებმა მოუტანეს საიდანღაც.

ასეთი ქუდებით მხოლოდ ყველაზე დიდ მეოცნებეებს აჯილდოებდნენ ჩიტები.

ახლა, როცა ჭვარტლიწმენდიებიც აძვრნენ სახურავებზე, ვაჟს აღარ ჰქონდა ბევრი სამუშაო.

იჯდა სახურავზე და ოცნებობდა.

ალბათ, ფიქრობთ, ნატვრა აუხდაო ვაჟს. მეოცნებეს მეტი რა უნდა, თუკი შეუძლია დღე და ღამე იოცნებოსო.

მაგრამ ჩიტები დიდი ხანია ატყობდნენ, რაღაცის გამო ნაღვლობდა ვაჟი.

და ერთხელ, როცა ვაჟმა დაიძინა, ჩიტებმა ღამე უთიეს. სასთუმალთან უსხდნენ და უყურებდნენ, რას ხედავდა სიზმრად ვაჟი.

ჩიტებს შეუძლიათ სხვისი სიზმრების დანახვა.

დილით ვაჟს გაეღვიძა და ძალიან გაუკვირდა ჩიტები რომ ვეღარ ნახა.

დაღონდა.

იჯდა სახურავზე და ტიროდა.

ბუხარი გაგვიწმინდეო, სთხოვდნენ, ის კი ყველას უარით ისტუმრებდა.

ბოლოს მოფრინდნენ ჩიტები.

უთხრეს, ერთი ამბის გასაგებად გავფრინდით საჩქაროდ, ამიტომ დაგვავიწყდა გამომშვიდობებაო.

ოღონდ ის არ უთქვამთ, სად იყვნენ და არც არავინ იცის, ვისგან იღებენ რჩევას ჩიტები.

ყოველმა მათგანმა ნაკრტენი გამოიცალა ბოლოდან.

- ჩვენი თეთრი ბუმბულით დაიფარე ფეხსაცმლის ძირები და ნატვრა აგისრულდებაო...

...და ერთ დღეს, როდესაც ჟუჟუნა წვიმამ გადაიღო, მოქალაქეები სახტად დარჩნენ.

ქალაქის თავზე ცისარტყელა გადარკალულიყო და ცისარტყელაზე თეთრსულელა მიაბიჯებდა.

ჭვარტლიწმენდიებიც პირდაღებული შეჰყურებდნენ ცისარტყელაზე მიმავალს.

თეთრსულელა ავიდა მთლად მაღლა და დაიწყო სიხარულის ცეკვა.

მოქალაქეებს უხაროდათ.

ქუდებს მაღლა ისროდნენ.

თეთრი ჩიტები კი მდინარეს დაჰფრენდნენ და წყალში თავიანთ თავს ხედავდნენ.

ერთმანეთს ეუბნებოდნენ, გვშვენის კიდეც, ბოლოზე ფრთა რომ გვაკლიაო.

ცეკვავდა თეთრსულელა.

ხარობდა მთელი ქალაქი.

მხოლოდ ჭვარტლიწმენდიებს არ მოეწონათ ეს ამბავი.

შეიკრიბნენ და გამართეს თათბირი.

ჩვენ ეგ გადარეული თეთრსულელა ხეირს არ დაგვაყრისო. ხალხი იტყვის, თუ ერთი ჭვარტლიწმენდია დადის ცისარტყელაზე, სხვებმაც უნდა იარონო. ვინ იცის, მერე კიდევ რას მოიგონებსო.

ბოლოს დაასკვნეს:

რაც უფრო ჩქარა მოვიშორებთ მაგას თავიდან, მით უკეთესი იქნებაო.

თეთრსულელა კი ისევ ცეკვავდა ცისარტყელაზე.

ხალხი ქუდებს ისროდა ჰაერში.

არავის შეუმჩნევია, როგორ მიეპარნენ ცისარტყელას ჭვარტლიწმენდიები და როგორ წაუკიდეს ცეცხლი.

მყისვე ალში გაეხვია შვიდფერი რკალი.

ვაჟსაც მისწვდა ცეცხლი.

კვამლმა დაფარა ყველაფერი.

მოქალაქენი გაშეშდნენ.

თეთრი ჩიტები ჭყივილით აიჭრნენ მაღლა.

მაგრამ, ვიდრე მოასწრებდნენ რამე ეღონათ, წამოვიდა წვიმა.

როცა ცეცხლი ჩაქრა, მოქალაქეებმა დაინახეს ქალაქის თავზე შავი ზოლი გადარკალულიყო.

თეთრსულელა არსად ჩანდა.

ჩიტები დაეშვნენ ძირს. შეიმალნენ სახურავებში და გლოვობდნენ.

იდგა შავი რკალი ქალაქის თავზე.

მოქალაქეებმა არ იცოდნენ, ვინ წაუკიდა ცეცხლი ცისარტყელას.

სთხოვეს ჭვარტლიწმენდიებს, გაწმინდეთო.

ჭვარტლიწმენდიებს გაუხარდათ, მიხვდნენ, ხალხს ცისარტყელა ძალიან უყვარსო და სამუშაო ძვირად დააფასეს.

მაგრამ ცისარტყელაზე, აბა, როგორ ავიდოდნენ ჭვარტლიწმენდიები.

მოქალაქეებმა მაგრად მიბეგვეს ისინი, თუ არ შეგეძლოთ, რას გვპირდებოდითო.

მაშინ თეთრი ჩიტები აფრინდნენ სახურავებიდან და ფრთებით დიდხანს წმინდეს ცისარტყელა.

კვლავ აელვარდა შვიდფერი რკალი.

ჩიტები კი მთლად გაითხუპნენ შავად.

ახლაც დაფრენენ ქალაქში.

მხოლოდ გულმკერდი აქვთ თეთრი, რადგან თეთრსულელას გლოვობენ და ცრემლი დასდით გულზე.

ბოლოზე ბუმბული აკლიათ და მაკრატელს მიუგავთ კუდი.

ალბათ მიხვდით, რომ მერცხლების ამბავს გიყვებით.

გლოვობენ მერცხლები თეთრსულელას, მაგრამ მაინც აქვთ იმედი, არ მომკვდარაო იქნებ.

დღენიადაგ ეძებენ.

ხან ფიქრობენ, შეიძლება რომელიმე ღრუბელს გაჰყვაო.

ამიტომაც მიფრინავენ ხოლმე შორ ქვეყნებში.

მერე ბრუნდებიან და ჭერში იკეთებენ ბუდეს.

იქნებ თქვენს მეზობლადაც დაიდეს ბინა.

ალბათ გიკვირთ, რას ჟღურტულებენო ამდენს.

აბა, კარგად უსმინეთ, შეამჩნევთ, რომ სულ ერთსა და იმავეს იმეორებენ.

ამბობენ, ერთ გაზაფხულზე მოვა ჟუჟუნა წვიმა. იწვიმებს დიდხანს და, როცა წვიმა გადაიღებს, დავინახავთო ცისარტყელაზე მოცეკვავე თეთრსულელას.

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ