მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1028 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

519

 

რუსთ დარუბანდი დასცალეს, ყიზლარისაკე არესა:

მეფე ვახტანგცა მიბრძანდა აშტრახნის არე-მარესა,

იქ უვარესად შაესწრა ამბავსა საწყინარესა,

მაშინ თქვა: წუთო სოფელო, ფუ შენ და შენს მოყვარესა!

 

520

 

წყეულო, ცრუო, მაცდურო, ასე რად დამემტერეო?

ცხრა რიგი ჭირი შემყარე, ერთსა არ დამაჯერეო;

გულს მქონდა ხმალი გაჩრილი, აწ შუბიც დამაძგერეო,

არც მამკალ, არც დამარჩინე, მატარე ზერე-ქვერეო.

 

521

 

მეფემ უბრძანა თავის შვილს: "შენ, შვილო ჩემო ბაქარო,

ისმინე ჩემი ნათქვამი, ტკბილო, ვით თაფლო, შაქარო:

ვეღარცად წავალ აქიდამ, ვიქნები, რადგან აქ ვარო,

ჩვენს დაქცეულსა ოჯახზედ უნდა, რომ შენ ისარქარო.

 

522

 

არ ვიცი რაღაც ეტლზედა შევიქენ, დავიბადეო:

მე ბევრს ვეცადე, არ იქნა, აწ ახლა შენა სცადეო,

ვეღარ შევიძელ მოწევა, დავბერდი, მშვილდი დავდეო,

რაც უნდა წახდეს, გაკეთდეს, მე მას აღარას დავდეო.

 

523

 

რომელიც კახნი, ქართველნი ქართლიდამ გარდმოგვყოლია,

ზოგს ქართლშივე ყავთ ცოლ-შვილი, ზოგს აქ შეურთავს ცოლია;

ქართლურად მიეც ნება და რუსულად `დაი ოლია~,

როგორც უჯობდესთ, ისე ქნან, მითამ არც ერთი მყოლია.

 

524

 

მთხოვენ და მივსცემ ვერავის, მე ვერ ვიტვირთავ ამასა:

მე წაუხდინე ქვეყანა, შვილიც გაუცე მამასა?

მე ღმერთი მიზამს რას კაის, ორმო უთხარო, ჭა მასა.

სჯობს უჭმელობით სიკვდილი საყვედურითა ჭამასა!

 

525

 

მე ყველას დავსცემ დასტურსა, შევიქ თავიანთ ნებასა,

ამას კი ვიტყვი რჩევითა, დაუგდებ ერთსა მცნებასა:

კაცი ხომ ვერცად წაუა სიკვდილსა, ღვთის ბრძანებასა,

მაგრამ ნურავინ შეიყრის თავისის ნებით სნებასა.

 

526

 

შვილმან შეკადრა მამასა: "შენ რა გაქვს აწ საჭმუნავი,

რაზედ შექმნილხარ, არ ვიცი, შენის ცხოვრების მწუნავი?

რა ახლა იცან საწუთრო დასაბამითგან მბრუნავი,

მიბრძანე, მისი შემხები ვინ დარჩა გაუთხუნავი?!

 

527

 

კაცი თავს ვერას გაუვა ცრუის საწუთროს მდურვასა,

უნდა, რომ კაცმან გაუძლოს, ჭირს შეყრის ცხრასა თუ რვასა.

სჯობია ისევ მოლხენა წუხილსა, ჭმუნვა-ურვასა,

გირჩევ, დაეხსენ მაგდენსა ცრემლსა და ოფლში ცურვასა.

 

528

 

ერთს მოგახსენებ რჩევასა, მაზე ნუ გამიწყრებითა;

ისი სჯობს, მოსკოს წავიდეთ წყნარად, ნებივრად რებითა;

იქივ ვიცხოვროთ, ვით უწინ ვსცხოვრებდით ჩვენის კრებითა,

ჯავრს დაივიწყებთ, ოდესაც ხელმწიფეს შაეყრებითა.

 

529

 

უბრძანა: აღარ ვიქნებით როგორც ვიყავით ჩვენაო;

მისთვის ვიმალვი სირცხვილით, არ მინდა გამოჩენაო,

მრავალის ცრემლის დენითა დავჰკარგე თვალთა ჩენაო,

ასეთი სენი შემყრია, ძნელია გარდარჩენაო.

 

530

 

წამაიჩოქეს ქართველთა, თავს წაიშინეს ხელია,

იტირეს ბევრი მეფის წინ და ღვარეს ცრემლი ცხელია;

შეკადრეს: "რასთვის შექნილხარ ვით ველად მრბოლი ხელია,

ბრძანებთ: "ვემალვი სოფელსა," ეგე რა გასამხელია?

 

531

 

ჩვენ გაგვიშვია ქვეყანა თვრამეტ-ცხრამეტი წელია;

სამსახურითა თქვენითა გვტკივა ზურგი და წელია,

ნამსახურობის ჩვენისა ეგე რა სასყიდელია?

თქვენ მანდ დაბრძანდით და ჩვენზედ ასე აიღე ხელია!"

 

532

 

მეფემ უბრძანა ტირილით: "თქვენ მართალს ამბობთ ყველასა;

გიმსახურიათ თქვენ ბევრი მშიერსა და შიშველასა,

მაგრამ რას მიზამთ, ვეცადე მე ჩემის ქვეყნის შველასა,

არ იქნა, რით-ღა გარდვიხდი მე თქვენსა სასყიდელასა?

 

533

 

ვითხოვ, შემინდოთ, ჩემზედა თქვენ ჰქენით რაც საქნელია,

ენით დაგლოცავ, მის მეტი სხვა რა მაქვს საქონელია?

ღმერთმან მოგაგოსთ მუქაფა, ჩემგნით გარდახდა ძნელია,

სადაც კრულ იყვნეთ მტერთაგან, მუნ ღმერთიც თქვენი მხსნელია!

 

534

 

ერთი ამბავი მომესმა, მე გასაგონლად მენასა,

დიდათ მერჩივნა სიკვდილი მე ცოცხალს იმის სმენასა;

ამაზე ვსტირი, ცრემლითა ვავსებ ქვევრსა და მენასა.

მე თქვენი სხვათა მიცემა ვერ ვათქმევინე ენასა!

 

535

 

რაცა ვსთქვი, ჯავრით ეგე მკლავს, მაჩივლებს, ეგ მატირებსა,

წყეული წუთი-სოფელი, რაც არ მწადს, მას აპირებსა.

არ ვიცი, როგორ გარდურჩე მჭვალს გულზე დანაჭირებსა,

თუ არ მდომოდით, გაგცემდით, არ შევიყრიდით ჭირებსა!"

 

536

 

რა ეს ისმინეს ქართველთა, კვლავ უფრო შემოსძახესა,

თავს იქით-აქეთ აწყვეტდენ, ახლიდენ ქვასა და ხესა;

ჰკვირობდენ ჩვენი მჭვრეტელნი, მგონია, კიდეც გვძრახესა!

მათ არ იცოდენ, თუ ჩვენა გავებით რაგვარს მახესა.

 

537

 

მეფემ გვიბრძანა: "ქართველნო, კაია, ნუღარ სტირითა,

თქვენ გაიგონეთ ყურითა, რაც მე მოგითხრა პირითა:

რაც საიდუმლო გსმენოდესთ, ხმა-მაღლა მას ნუ ჰყვირითა,

ნურც თქვენ სწუხთ, ნურც მე მაწუხებთ, გული მაქვს სავსე ჭირითა.

 

538

 

გულს ნუ იჩვილებთ, იყავით გულისა გამაგრებითა,

ჩემს შვილს ბაქართან მიბრძანდით ხელიერთპირად კრებითა;

თქვენ ის წაგიძღვესთ საითაც, უკან მიყევით რებითა,

მის უკითხავად წინა-წინ თქვენ ნურცად წაეჩრებითა!

 

539

 

ასრე მოგვითხრობს თარგმანსა ამ იგავის ხის მრგველია:

არს მორჩილება საქები, ურჩება საძაგელია.

მწყემსი უფთხილი სამწყსოსი ადვილად დამკარგველია,

სამწყსოს უმწყემსოდ მავალთა შეშჭამს ტურა და მელია.

 

540

 

გამოესალმნენ მეფესა ქართველნი მუხლზედ ხვევითა,

მდაბლა თაყვანის-ცემითა, ხელსა და ფერხზე მთხვევითა;

წინ დაუყენეს ტბორენი ცხელის ცრემ[ლ]ისა ნთხევითა,

იმათი თავის რახუნი ისმოდა ქვა და ხე ვითა.

 

541

 

წავიდნენ, ბაქარს შესჩივლეს: "მეფემ რაღაც ქნა იჭვია,

ნამსახურობის სანაცლოდ მოგვაგო ესე ნიჭია;

აწ თქვენა ხედავთ თვალითა, რაც ჯიღა თავთა გვირჭვია,

სულ გამოგვყარა ქართველნი, დარჩა ათი-ღა ბიჭია.

 

542

 

აწ მამა-თქვენი თუმცა რომ ღრმად საქმის გამჩხრეკელია,

წერილთა თარგმნით ვით როგორც იონე დამასკელია,

მაგრამ ეს ავად იფიქრა, აქ გაიკეთა კელია.

თვითან აქ დგების მარტოკა, ჩვენი შორს გამრეკელია".

 

543

 

ბაქარ თქვა: "ეგ შემიტყვია მე თქვენგან უფრო ადრეო;

ნუ მომიკვდების შვილები ლევან და ალექსანდრეო,

ბევრი მიუთხარ მამა-ჩემს, ეგ საქმე რად იკადრეო?

არ დამიჯერა, ავად ქნა აქ დგომა მან მეტადრეო.

 

544

 

ვერა ვნახე რა მაგისი ღრმად საქმე მინაწდომარე,

რაზედაც მიდგა, არ დარჩა ის საქმე წაუხდომარე!

მე შვილი ვარ და ეგ მამა, არა ვარ წინაღმდგომარე.

მე მოსკოს წავალ, თქვენც მოხვალთ, ეგ იყოს აქა მჯდომარე!"

 

545

 

გვიბრძანა: მალე წავიდეთ, არა სჯობს აქ გრძლად დგომაო,

გზა წაგვიხდების, მოგვასწრობს, ახლოა შამადგომაო;

ცარიცინამდის წყლით წასვლა მიგვაჩანს, ნავში ჯდომაო,

ცარიცინს იქით მოსკომდი ეტლებ-უნებით ხლდომაო.

 

546

 

ყოველმან კაცმან საგზაოდ შევქენით მომზადებანი,

თავ-თავის საჯდომს ნავშიგან ნუზლთა და ბარგთა დებანი.

ვსწუხდით მეფისა გაყრისთვის, გვწვევდა სახმილთა დებანი;

ბევრმან დავსწყევლეთ მას დღესა ჩვენ ჩვენი დაბადებანი.

 

547

 

ჩვენ წავედით, იგ მუნ დადგა, საქმე მოხდა არეული;

ათიოდე კაცი დარჩა, ხაბაზი თუ მზარეული;

სხვა იმან ყმა არ ინდომა, არ მემკვიდრე, არ ეული.

ვითა გოდოლთ მშენებელნი, გავხდით ენა-შარეულნი.


დავითიანი / პოემა  • • •   დავითიანი - შინაარსი  • • •   დავითიანი / შინაარსი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ