მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 427 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

სატირული ზღაპარი

* * * * * * * * *

 

კიბერნეტიკის ინსტიტუტის შენობაში დიდი გამოცოცხლება იყო. ყველას ყურადღება მიპყრობილი ჰქონდა იმ ლაბორატორიისაკენ, სადაც იდგა სამგზის მსოფლიოს ჩემპიონი ჭადრაკში, ორგზის პრემიის ლაურეატი, ფილოსოფოსი, ფიზიკოსი და მათემატიკოსი, კომპიუტერ-რობოტი - "იუპიტერი".

წინასწარ უნდა მოგახსენოთ, რომ ეს სახელი არ გახლავთ შემთხვევითი. თანამშრომლები დიდის რიდით ეპყრობოდნენ სხვა რობოტებსაც, მაგრამ "იუპიტერის" კაბინეტში შესვლისას მათ რაღაც რელიგიური მოწიწება ეუფლებოდათ.

მართლაც, იუპიტერივით გამოირჩეოდა იგი სხვა რობოტებისაგან: იყო კომპოზიტორი, მოანგარიშე-სტატისტიკოსი, კანონმდებელი, ეკონომისტ-დამგეგმავი, ინჟინერ-მექანიკოსი და კიდევ მრავალი სხვა პროფესია ჰქონდა. 

მაგრამ მხოლოდ მისმა პერსონალურმა მსახურებმა იცოდნენ, რომ ,,იუპიტერი” ამავე დროს ხულიგანიც იყო. მაგალითად, ხშირად მიუწოდებია ფიქტიური კოდი თავისი მონებისათვის, რომელნიც მრავალ თვეს ღვრიდნენ ოფლს კოდის მონაცემთა პრაქტიკაში დასანერგად, თუმცა ბოლოს ხვდებოდნენ, რომ მოტყუებული იყვნენ. 

გაწბილებულნი შევიდოდნენ რობოტთან, და ისიც, დაინახავდა თუ არა ყურებჩამოყრილ, ინიციატივაწართმეულ ადამიანებს, არახრახდებოდა თავისი მეტალური, რაჩხუნა სიცილით და აზანზარებდა ლაბორატორიის კედლებს.

მაგრამ ხშირად „იუპიტერი” იძლეოდა ზუსტ მითითებებს; მრავალჯერ იხსნა მრავალი საამშენებლო, სავაჭრო და ინდუსტრიული დარგები სერიოზული კრიზისებისაგან. ასე რომ, უმრავლესობისათვის მისი სიტყვა კანონი იყო. აღარავინ იწუხებდა თავს აზროვნებით, ვინაიდან „იუპიტერი”აზროვნებდა მათ მაგიერ. 

ამჟამად საქმე ის გახლდათ, რომ „იუპიტერი” მთლიანად გადაირთო, რატომღაც „შემოქმედებით” მუშაობაში. მას აღარ იზიდავდა მშრალი სააღრიცხვო მუშაობა. ჯერ შექმნა ოთხ ათასამდე მუსიკალური ნაწარმოები. კიბერნეტიკოსი მუსიკისმცოდნენი ამტკიცებდნენ, რომ ეს ახალი ერა იყო მუსიკაში, პრინციპულად აღარ უსმენდნენ ბეთჰოვენს, ბახს და მხოლოდ „იუპიტერის” ჩანაწერები ჰქონდათ სახლში.

ამჯერად კი „საიდუმლო” ის გახლდათ, რომ „იუპიტერმა” მოინდომა, ერთ-ერთი მეცნიერის წახალისებით, „ფაუსტის” ტიპის ლიტერატურული ნაწარმოების შექმნა. პოემას უნდა რქმეოდა nx √„ფაუსტი”. ამოფესვის ნიშანი იმას მოასწავებდა, რომ ნაწარმოები უნდა ყოფილიყო ფაუსტზე უფრო „ღრმა”. 

“იუპიტერმა” წინასწარ მოითხოვა ყველა ინფორმაცია გოეთეს შესახებ, თარიღები, ფაქტობრივი მასალები, გადაყლაპა ეს ყოველივე და რამდენიმე დღეში მოინელა თავის უზარმაზარ ცისტერნისადარ მუცელში, სადაც მას მონელებული ჰქონდა მთელი მსოფლიო ლიტერატურა. 

შემდეგ უეცრად შეზანზარდა, არახრახდა და დააფჩინა მეტალური ხახა. ეს კი იმისი ნიშანი იყო, რომ ინფორმაციის მოსაცემად ემზადებოდა. კაბინეტში ათამდე პროფესორი შეგროვილიყო და თვალს ადევნებდნენ „იუპიტერის” ყოველ მიხრა-მოხრას. თან ხელში კალმები და უბის წიგნაკები ეკავათ, რათა ჩაენიშნათ განსაკუთრებით ღირსშესანიშნავი მოვლენები. გარეთ კი დანარჩენი პერსონალი გულისფანცქალით ელოდა ამბავს. 

„იუპიტერი” კიდევ რამდენჯერმე დაიძაბა, არახრახდა, ადგანდგარდა, მაგრამ კოდი არსად იყო. ბოლოს გადმოყარა რაღაც ინფორმაცია, სადაც ასოების უწესრიგო გროვისა და მათემატიკური სიმბოლოების მეტი არაფერი იყო. 

„ამას მომავალი საუკუნეები თუ გაიგებენ”, - თქვეს მეცნიერებმა. ბოლოს რობოტი მთლად გათავხედდა: სინთეტიკური შუშის თვალები დააბრიალა, დაბერა თუნუქის ნესტოები, აღმართა ზამბარებიანი, დრეკადი ფოლადის მკლავები, მოჰკიდა ხელი იქვე კუთხეში მდებარე უზარმაზარ რკინის ცოცხს და დაერია პროფესორებს. 

გაავებული კერპის მორჩილი ქურუმები წინააღმდეგობის გაწევასაც ვერ ბედავდნენ, ხოლო კერპმა მოინდომა მათი გახვეტა ლაბორატორიიდან. მცირეც და პროფესორების საქმე ცუდად იყო, მაგრამ მომსახურე პერსონალმა შეამტვრია ლაბორატორიის კარი. 

იქვე აღმოჩნდა ინსტიტუტის მანქანის მძღოლი, რომელმაც შესძახა: „შეხეთ, შეხეთ, საკონტროლო მოწყობილობის ჭანჭიკები აქვს მოშვებული, იმიტომაა ასეთ ამბავში”. შემდეგ პროფესორების დაუკითხავად მოიტანა მანქანის დასაქოქი რკინის ხელკეტი, უთავაზა რობოტს ალუმინის თავში და იქვე გააშეშა. 

პროფესორები მუხლებზე დაცვივდნენ რაღაც ამაზრზენის მოლოდინში. მძღოლმა მოიტანა ინსტრუმენტები, მოუჭირა რობოტს ყველაჭანჭიკი, შემდეგ თავის ქალის ალუმინი გაუსწორა ჩაქუჩით და თავის ადგილზე დააყენა. 

იმ დღიდან რობოტს აღარც უცდია მხატვრული ნაწარმოებების „შექმნა”. იგი ეწეოდა მეტად ნაყოფიერ და სასარგებლო სააღრიცხვო მუშაობას. პროფესორებმა კი მძღოლს სასამართლოში უჩივლეს და ერთი წლის ციხე მიასჯევინეს. 

ამ ამბავმა ძალიან აღაშფოთა ინსტიტუტის დანარჩენი პერსონალი, ხოლო პროფესორები წამდაუწუმ იმეორებდნენ: quod licet lovis, non licet bovis. „ის, რაც იუპიტერს ეპატიება, ხარს არავინ აპატიებს”. თან ჩუმ-ჩუმად გლოვობდნენ საყვარელი კერპის „შემოქმედებით კრიზისს”.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ