ერთმა ღორმა მიწის ჩიჩქნისას იპოვა მარგალიტების სალარო. "ალბათ ჩემი საკბილო თუა", - გაიფიქრა მან და ხარბად დაუწყო თქვლეფა, მაგრამ მალე დაინახა, რომ მარგალიტებმა კბილები მოსჭრეს მხოლოდ და არც შიმშილის გრძნობა გაუქრა.
"ეჰ, რას არ მოიგონებს ადამიანი", - ამოიოხრა ღორმა, - განა რა სარგებლობა მოაქვს ამ მძივებს, თუ ერთი ლაზათიანად ვერ გამოგაძღო. სჯობს ისევ საჩემო ნაგავი ვიპოვნო სადმე და მით ამოვივსო სტომაქი". ამ სიტყვებით გადაჯეგა მარგალიტები და განაგრძო გზა.
მალე მარგალიტების მფლობელიც მოვიდა. რა დაინახა თავისი სალარო წაბილწული და განახევრებული, ერთობ დაღონდა და ინანა, რად არ ვიღეო ყურად ბრძენის შეგონება და რად განვუფინეო ღორს მარგალიტი.
















