ერთმა კაცმა განიზრახა კოვზით ზღვის დალევა და რჩევა ჰკითხა მეგობრებს. ერთმა ურჩია: "წადი, ზღვისხელა კოვზი იშოვე სადმე და იმით დალიეო".
მეორემ ურჩია: "წადი, კოვზისხელა ზღვა მოძებნე სადმე და ერთ ყლუპად არ გეყოფაო".
ხოლო მესამემ უთხრა: "კაცი თვითონ არის ზღვა, ყველა სხვა ზღვა კოვზით დაილევა, მაგ ზღვას კი ვერაფერი დალევს, ზღვა შენშივეა, რაღად გინდა სხვა ზღვის ძებნაო".
















