სირაქლემამ უთხრა გველს: "ძმობილო, რად გჭირდება ასეთი ღრმა ხვრელი, მე მომბაძე და გასწავლი, როგორ უნდა დაიმალო უფრო იოლად: როგორც კი გამოჩნდება მტერი, ქვიშაში ჩაჰყავი თავი და ვეღარავინ დაგინახავს. მთავარია თავი დამალო, ტანს კი ვერასოდეს ამჩნევენ ჩვენი მტრები".
გველმა მიუგო: "ჰო, ალბათ ამიტომაც ამშვენებს ადამიანთა მოდგმას შენი ფრთებიო თავსამკაულად".