მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 442 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

ერთ დილას გლეხმა ღორი გამოიყვანა მინდორში დასაკლავად, ვაგლახად აჭყივლებული.

ხარები ხნავდნენ ამ დროს მიწას და ერთ-ერთმა მათგანმა მიაძახა ღორს: "აბა, რა გეგონა, ძმობილო, უქნარობა, მუცელღმერთობა და განცხრომა რა სიკეთეს მოაწევდა შენს თავზე".

შუადღისას, თავად ეს ნიკორა გამოხსნა პატრონმა უღლიდან, უკვე დაბერდა, მოუსუსტდაო მუხლი, და დასაკლავად წაიყვანა. მის ნაცვლად კი ახლად გახედნილი ხარი შეაბა.

ყოველივე ამას ყურს უგდებდა თხუნელა, მიწაში დამალული. თხუნელამ თქვა: "ეჰ, ამიტომაც ავარიდე თავი ღვთისა და კაცის სამსახურს, აქ, მიწის სიღრმეში ხომ ვეღარ მომწვდება კაცთა გულბოროტი მოდგმა".

მაგრამ, ხარები ძლიერ ღრმად აბრუნებდნენ გაზაფხულის სითბოსგან დამძიმებულ მიწას და სწორედ ამ დროს გამოფატრა სახნისმა თხუნელა.

იქვე  მახლობლად ხეზე მჯდარი ტოროლა მოსწყდა ტოტს და ჰაერში აიჭრა: "ფრთები არ გაგაჩნიათ ბედშავნო, მხოლოდ ფრთები თუ დაგიფარავთ ჩემებრ სიკვდილისაგან".

"მაშ, გავიწყდება, რომ სიკვდილი შენზე ფრთამალია!" - დაიწივლა ალალმა ღრუბლებში, მეხივით დაეცა ტოროლას და ბუდიკენ გააქანა.

"ტყვიაა შენზე ფრთამალი", - ჩაიცინა მონადირემ და ერთი გასროლით ჩამოიღო ალალი ციდან.

ხოლო ანგელოზმა, რომელმაც იმავე საღამოს მიიღო იმ მონადირის სული, თქვა: "ყველანი სტუმრები ხართ მიწისა, მიწის ვალი გაძევთ ყველას, მიწას კი როდი უყვარს თავის მოვალეთა გათამამება. თქვენი სახლსამყოფი ღვთის საუფლოა, ამას ნურასოდეს დაივიწყებთ" - თქვა და ზეცისაკენ გააქროლა მონადირის სული.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ