ერთმა მოგზაურმა გადაწყვიტა შორეულ ქვეყანაში გამგზავრება და დაიწყო შესწავლა იმ ქვეყნის შესახებ არსებული მასალებისა. მალე იგი იმდენად გაერთო მასალების შეგროვებით, რომ მოგზაურობა მთლად გადაავიწყდა და მთელი ცხოვრება არქივების ქექვას მოანდომა.
გამოხდა ხანი. მოგზაური დაბერდა და დაუძლურდა. იგი თანდათან მიხვდა, რომ ვეღარ გაემგზავრებოდა ოდესღაც სანატრელ ქვეყანაში და ამის გამო დაიწყო ისეთი მასალების ძებნა, სადაც ნაძაგები იყო ის ქვეყანა და ბოლოს დასწერა შრომა: "ქვეყანა, რომელიც მოგზაურობად არა ღირს".
















