ერთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სულით ავადმყოფებმა მოაწყვეს შეთქმულება, ექიმები შეიპყრეს, შეკოჭეს და დაამწყვდიეს, ხოლო შემდეგ მიმართეს მათ ასეთი წინადადებით: "თქვენ ცუდად გვეპყრობოდით. ახლა აღიარეთ თქვენი დანაშაული და მოინანიეთ, თორემ სიკვდილი არ აგცდებათ".
ერთმა კეთილგონიერმა ექიმმა მოინანია, რათა თავი დაეხსნა და მომავალაში კვლავ კვლავაც განეგრძო თავისი პროფესია ამგვარი ავადმყოფების მკურნალობისა, უგუნურებმა კი უარი თქვეს მონანიებაზე და ამით თავი შესწირეს თავიანთ ამპარტავნებას, რითაც დიდად ავნეს ფსიქიატრიას.
















