მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 2713 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

არცთუ დიდი ხნის წინათ ბოლონიაში, ზედ მთავარ მოედანზე, ნაყინის სახლი ააგეს. ვინ იცის, საიდან აღარ მოგროვდნენ იმ მოედანზე ყმაწვილები, ყველაზე მივარდნილი მხარეებიდანაც კი ჩამოვიდნენ, გავიგეთ გემრიელი სახლი აუშენებიათ და იქნებ ცოტა მაინც გაგვალოკინონო.

ნაყინის სახლს მარმელადის სახურავი ჰქონდა, საკვამურებიდან კვამლის მაგივრად გათქვეფილი ნაღები ამოდიოდა, ბუხრები კი სულ ერთიანად დაშაქრული ხილისა გაემართათ. დანარჩენი ყველაფერი ნაყინისა იყო - კარებიც, კედლებიც. ავეჯიც რომ ავეჯია, ისინიც ნაყინისა იდგა.

ერთი პატარა ბიჭი ლამის ზედ აეკრა სასადილო მაგიდას. იმდენი ულოკა ოთხივე ფეხი, მაგიდამ ვეღარ გაუძლო და თავზე დაემხო თავის თეფშებიანად და ლამბა-ქებიანად. მერე სულ შოკოლადიანი ნაყინის თეფშები და ლამბაქები ეწყო იმ მაგიდაზე! თანაც ნუღარ იტყვი, როგორი შოკოლადიანი ნაყინისა! უკეთესი ტყუილია!

ერთხელაც იქით ქალაქის ყარაულმა ჩაიარა და დაინახა - ერთი ფანჯარა თანდათან დნებოდა. ფანჯარას მინები მარწყვის ნაყინისა ჰქონდა და იმიტომაც იყო, ვარდისფრად რომ წურწურებდა.

- არიქათ! - ყვირილი ატეხა ყარაულმა. - მალე!

ყველანი ერთბაშად მისცვივდნენ შემდნარ სახლს და გაჩაღდა ლოკვა, მაგრამ რა გაჩაღდა! აი, პირის ჩატკბარუნება იქ იყო!

- დედაშვილობამ, სავარძელი მაინც გამომიტანეთ! - საბრალოდ იხვეწებოდა ერთი დედაბერი, რომელსაც იმდენ ხალხში თავგზა აჰბნეოდა. - ნუ მაწყენინებთ მოხუც ადამიანს! ბევრს არა გთხოვთ, სავარძელი მინახეთ რამე, იქნებ სახელურებიანიც იყოს!

ერთი გულკეთილი მეხანძრე მართლაც შევარდა სახლში და დედაბერს კრემითა და ბუსტუღის გულით მორთული ნაყინის სავარძელი გამოუტანა. უნდა გენახათ რა დღეში ჩავარდა საცოდავი, აღარ იცოდა, რა ექნა სიხარულით! იცოცხლე, ხელად მოულხინა კიდეც და სწორედ სახელურებიდან დაიწყო!

რაღა ბევრი გავაგრძელო, ნამდვილი დღეობა გაიმართა! ღმერთმანი, მუცელიც კი არავის ასტკივებია, ექიმებს ებრძანებინათ, ბუყბუყი და თუხთუხი არ გავიგოთო.

ამ ამბავს ახლაც ჰყვებიან.

თუ ბავშვი ატყდა, დედას ან მამას ჩააცივდა, გინდა თუ არა, ნაყინი მეორედაც უნდა მიყიდოო, მშობლებს გული მოსდით და უჯავრდებიან:

- კიდევ რა გინდა! ბოლონიელებისა არ იყოს, იქნებ ნაყინის სახლიც ამაშენებინო!

 

* * * * * * * * *

მთარგმნელი: გურამ გოგიაშვილი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ