მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 280 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ძია ფრედი დასავლეთის ქარის ქუჩაზე ცხოვრობდა რვა ნომერში. ერთ ოთახში მისი დიდი პორტრეტი ეკიდა. პორტრეტის მარჯვნივ, თაროზე, ლარნაკში, ვარდი იდგა. პორტრეტის მარცხნივ - საათი.

„რა ყრია საათებში? - ფიქრობდა ვარდი, - სუნი სულ არა აქვთ, განა შეიძლება ასეთი რამის მშვენიერებაზე ლაპარაკი, რასაც სული არა აქვს?!”

საათი კი თავისთვის ასე მსჯელობდა: “რა სულელია ეს ვარდი! დროის ჩვენება მაგან არ იცის და არაფერი, რატომღა თვლიან მშვენივრად, არ ვიცი!”

ვნახოთ და ერთმა შავმა ხოჭომ ჩამოიარა. ჯერ ვარდს ახედა, მერე საათს და გაიფიქრა. „რა საცოდავები არიან, სიშავის ნატამალი არ სცხიათ!“ ულვაშები ამპარტავნულად აიპრიხა და გზა განაგრძეო. ხოჭო თავისი ბებიის დაბადების დღეზე მიიჩქაროდა.

ცოტა ხნის შემდეგ ფანჯარაში მერცხალმა შემოიხედა, ვარდი და საათი დაინახა და გამქირდავად ჩაილაპარაკა:

-ფი! ფრენა რომ არ ვიცოდე, ან ტიკტიკს რა თავში ვიხლი ან სურნელების ფრქვევას? ფრენა! ფრენა! აი, რა არის ყველაზე მთავარი.

- ცურვა! - ცურვა! - ამოიძახა, რაფაზე შემომდგარი მრგვალი აკვარიუმის თევზმა.

- ცურვა კი არა, კნავილი! - თქვა კატამ და ფანჯრიდან ბაღში გადახტა.

- კნავილი კი არა, ღრუტუნი! - თქვა იქვე, მეზობელ საღორეში მცხოვრებმა ღორმა.

- ხეების შრიალი! - თქვა ქარმა.

- ქარის ქროლა! - ერთად წამოიძახეს ტოტებაქანავებულმა ხეებმა.

ვარდი და საათი ისევ გაცხარებული კამათობდნენ, ძია ფრედი და მისი მეუღლე შინ რომ დაბრუნდნენ.

- თქვენ თქვით, ძია ფრედ, ვინ უფრო მშვენიერია, - შეეგებნენ ვარდი და საათი.

- მშვენიერია ჩემი მეუღლე, - მიუგო ძია ფრედმა.

- გეთანხმებით. - თქვა მისმა მეუღლემ და ძია ფრედს ნაზად აკოცა.

 

* * * * * * * * *

მთარგმნელი: რეზო ინანიშვილი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ