მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1519 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

წავედი მაყვალზე. იქ კი არა, სოფლის გოგობიჭობა და ქალები რომ დადიან. - შორს, მდინარის გაღმა, ლეკია ჭალაში. ხომ სულ გვგონია, მდინარის გაღმა, ჩვენიდან შორს, ნაკლებად ხვდება ადამიანის ფეხი! ვიარე, ვიარე, ვიარე. მაყვლის ერთ რიგიან ბარდსაც კი ვერ წავაწყდი. 

ხელცარიელს რა დამაბრუნებდა, შინ ბარტყებივით პირდაღებული პაწაწინა შვილიშვილები მელოდნენ, მაყვალს იმათ უწურავდნენ და წვენს ასმევდნენ. სად რა ჭაობებში ვტოპე, სად რა ეკლებში გავძვერი, სად რა ფერდობზე ავბობღდი. ბოლოს, როგორც იქნა, ორჭიქიანი მინის ქილა გავავსე, ზოგი წვრილით, ზოგი ჩიტის ნაკენკით. 

ამაზედაც მადლობელი უნდა ვიყო-მეთქი. მოვუკარი იმ ქილას თავი, ჩავიდე ჩანთაში, ავიღე ჯოხი და შინისკენ გამოვაბიჯე, რომ შაშვები ამიფრინდნენ ჭახჭახით. 

რასა ვხედავ: წყალი ჩამოჩხრიალებს პატარა კლდიდან, იმ კლდის თავზე ტოტებშემხმარი ბებერი წნორი დგას, წნორის ქვეშ კი მოლურჯო ბარდია, გრძლად წასული ბარდი, ისე ბარდი სულ მაყვალია და ასხია, ასხია, შავად არის მიბნელებული.

უცებ დამიბრუნდა რწმენა - თუ გაირჯები, დაუჯილდოებელი არ დარჩები. ჩანთაში საწერი ქაღალდი მქონდა, გავაკეთე ერთი ძაბრული პარკი, გავავსე, თან გულიანად გეახლებით მაყვალს, გავაკეთე მეორე პარკი, ისიც გავავსე. მაინც არ მეთმობა იქაურობა. გავაკეთე კულმუხოს ფოთლის პარკიც, ისიც გავავსე.

მაყვალი წნორზედაც იყო ახოხებული, რამდენიმე კუნწულა თვალისმიმტაცად გადმოკიდებულიყო მაღლიდან. მოვიხსენი ჩანთა, დანით გავიკაფე წნორამდე მისასვლელი, ავბობღდი წნორზე. მარცხენა ხელით ერთ ტოტზე ვარ დაკიდებული, მარჯვენით დანა მიკავია და იმ დანით მაყვლის კუნწულებს ვწვდები. 

ავჭერი ერთი კუნწულა, ავჭერი მეორე, მესავეს ვეწვდები და „ჭაახ“ - დაიძახა წნორის ტოტმა. ზრიალით წავედი შიგ მაყვლის ბარდში, ტოტიც ზედ დამეცა. 

ისეთმა შიშმა გამიარა ფეხებში, წამოდგომას ვეღარ ვახერხებდი, ბოლოს მაინც ავდექი. ჩემდა გასაოცრად, არც რაიმე მქონდა ნატკენი, არც დაკაწრული ვიყავი, დანაც კი არ გამვარდნოდა ხელიდან. ავიხედე მაღლა, მაყვლის კუნწულები ისევ ლამაზად იყო გადმოკიდებული წნორიდან, გამეღიმა და ხმამაღლა ვუთხარი ჩემს თავს:

- ერთი პატარა ქილა მაყვალი გინდოდა, ის ქილა გაავსე, გაავსე კიდევ ორი ქაღალდის პარკი, გაავსე კულმუხოს ერთი პარკიც. ასკუნწულა, მეორე კუნჭულა. რა გაუმაძღრობაა! - იქნებ შენ გარდა სხვასაც უნახავს მაგ კუნწულებს წნორი?

ბარდიდან გამოვძვერი, ჩანთა გადავირიდე და ჩქარი ნაბიჯით წამოვედი შინისკენ.

ბებერ წნორს ჩამოხლეჩილი ადგილი პირივით დაეღო და თითქოს სადაცაა მომაძახებდა:

- ეე! ეე! ეე!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ