მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2129 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

ეჰ, ყმაწვილებო, მე რომ ჩემი თავგადასავალი გიამბოთ, მართლაც რომ, შეგებრალებით!

ჩემი სამშობლო, ყმაწვილებო, არის ერთი დიდი უზარმაზარი მთა, ქედები და კალოები ზამთარ-ზაფხულ ზურმუხტის კაბით აქვს შემკული, ხოლო თავი სპეტაკი თოვლის გვირგვინით.

მე და ჩემი და-ძმანი გულზე ვეკვროდით ჩვენს აღმზრდელს. გაზაფხულდებოდა. ქვეშ მრავალგვარი ყვავილი გვეფინებოდა და მათი სურნელებით ვტკბებოდით. 

დაზამთრდებოდა. მწვანე კაბაზე თოვლის თეთრ ქურქს წამოვისხამდით და მასხრად ვიგდებდით ყინვას. ვცხოვრობდით ასე ტკბილად და უზრუნველად: ჩვენ არავის არაფერს ვუშავებდით და ჩვენი მტერიც არავინ გვეგონა. 

ნეტა იმ ბედნიერ დღეებს! აღარ დამიბრუნდება მე ის ტკბილი წუთები! ვეღარ ვუყურებ კამკამა, მოჩუხჩუხე წყაროს! ვეღარ დავიქნევ ტოტებს ნიავის ჩურჩულზე! ვეღარ დავტკბები დედაჩემის მხრებზე შვლების ხტუნვა-თამაშით.

ყოველივე ეს წავიდა, გაქრა ჩემთვის! მერე რადა! რად დამემართა ეს უბედურება? განა ჩემი ბრალია, რომ ასე ლამაზი ვარ? რომ რიგზე და მწკრივად ასხმული ჩემი ტოტები თქვენი სათამაშოების დასაკიდებლად საუკეთესონი არიან?!

ეს მოხდა შობის წინა დღეებში.

- ჩაკ! ჩუკ! ჩაკ! ჩუკ! - გაისმა ერთ დილას ჩემ ახლოს რაღაც ხმა.

- ფრთხილად, ძამიკო, მტერია ახლოს, - წაიჩურჩულა უფროსმა ძმამ.

მე ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. არ გაუვლია დიდ ხანს, რომ ერთი გლეხი მომიახლოვდა, ამათვალიერ-ჩამათვალიერა და რამდენჯერმე შემომიარა გარს. ჩემს უფროს ძმას უკმაყოფილოდ შეხედა.

- მეტად დიდია, არ გამოდგება! - ჩაილაპარაკა თავისათვის გლეხმა და ისე მძლავრად ჩამკრა ძირში ბასრი ცული, რომ სიმწვავისგან შევკანკალდი და თოვლის თეთრი ქურქი ნაფლეთ-ნაფლეთად ჩამომცვივდა ძირს. მეორედ დამკრა, მესამედ და ძირს დამცა მე უბედური.

მერე ქვევით ჩამათრია, ქედის ძირში. იქ ჩემისთანა ბევრი სხვა დამხვდა - მათაც ჩემი დღე დასდგომოდათ. ყველანი ურემზე დაგვყარეს და გამოგვამგზავრეს.

მეურმე ტკბილად ღიღინებდა, ჩვენ კი ვტიროდით.

- მშვიდობით, ჩვენო დედავ, ჩვენო მშობელო მთავ! - ქვითინებდა ერთი ამხანაგი ჩემ გვერდით.

რაღა ბევრი გავაგრძელო, ყველანი ქალაქში ჩამოგვიტანეს და აქ, ბაზარში, გასაყიდად გამოგვფინეს. იქიდან კი თქვენს დარბაზში ამოვყავი თავი.

დედათქვენი ჩემ გარშემო დიდხანს ფუსფუსებდა, რა გინდა, რომ ზედ არ ჩამომკიდეს: ათასნაირი ხილი, სამკაული, სათამაშოები... პატარ-პატარა სანთლები ისე ციმციმებდნენ ჩემს ტოტებზე, როგორც ცაზე ვარსკვლავები. წარმოიდგინეთ, სახელიც კი გამომიცვალეს! ნაძვის მაგიერ, შობის ხე მიწოდეს.

ვიყავი ასე ერთი კვირის განმავლობაში. რამდენიმე მნახველიც კი მომივიდა. ყველანი მაქებდნენ და დიასახლისს, ეტყობოდა, სიამოვნებდა ჩემი ქება.

გაიარა ერთმა კვირამ. ჩემს ტოტებზე აღარც ხილი მოიპოვებოდა, აღარც სათამაშოები. მთლად გამძარცვეს ცელქმა ბავშვებმა. საჭირო აღარ ვიყავი, ოთახში ზედმეტი გავხდი და სიცილ-ხარხარით გამათრიეს გარეთ.

ვგდივარ ახლა ეზოში, სადაც ნელ-ნელა ვჭკნები, ვყვითლდები, წვენი მიშრება და ვკვდები.

აი, ყმაწვილებო, უტყუარი ამბავი ნორჩი ხისა, რომელსაც ასე უდროოდ ართმევთ სიცოცხლეს, რათა ცოტახანს გაერთოთ და ისიამოვნოთ. 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ