მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 6507 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

იყო და არა იყო რა, სამი ძმის უკეთესი რა იქნებოდა. ისინი ქალაქ ბარლეტაში ცხოვრობდნენ. ერთხელ ქალაქგარეთ ბილიკ-ბილიკ დასეირნობდნენ და უცაბედად შარაგზაზე გადავიდნენ. მეტად უცნაური გზა იყო - სულ მთლად სწორი და ყავისფერი.

- რის გზაა ნეტავი? - იკითხა უმცროსმა ძმამ.

- ფიცრისას არა ჰგავს, - უპასუხა შუათანამ.

- ხრეშისა ხომ არ არის და არა, - თქვა უფროსმა.

კარგა ხანს იმკითხავეს, იმარჩიელეს, მერე სამივენი მუხლებზე დადგნენ და გზას ენა აუსვეს.

ბიჭოს, შოკოლადის გზა იყო! დიდხანს აღარ უფიქრიათ, მოდი გემოთი გავსინჯოთო, გადაწყვიტეს ძმებმა, პატარა მოატეხეს და შეჭამეს. მერე კიდევ მოატეხეს, მერე კიდევ... და ამასობაში მოსაღამოვდა, ისინი კი ისევ ოთხზე იდგნენ და იმდენი ჭამეს, იმდენი იტკბარუნეს პირი, სანამ გზა სულ არ შემოეჭამათ. ბოლოს აღარც შოკოლადი იყო, აღარც გზა.

- სადა ვართ? - იკითხა უმცრომა ძმამ,

- არა, ბარის მხარეს არა ჰგავს, - თქვა შუათანამ.

- არც მოლფეტა უნდა იყოს, - თქვა უფროსმა.

აღარ იცოდნენ, რა ექნათ, საით წასულიყვნენ. იღბლად გლეხმა ჩამოიარა, ხელისურემი მოჰქონდა, მინდვრიდან მოდიოდა, დასხა ბიჭები ხელისურემზე და ბარლეტამდე მიიყვანა, ზედ იმათი სახლის წინ ჩამოსხა.

ურმიდან რომ ჩამოდიოდნენ, ძმებმა ახლაღა დაინახეს - ხელისურემი ხისა კი არა, ნაზუქისა იყო.

ამას რას ვხედავთო, სიხარულით შეითამაშეს ძმებმა და ორივე ხელით დაუწყეს ჭამა. კარგა ხანს იღმურძლებოდნენ, თვლები და ხელნებიც კი შესანსლეს.

აი, როგორ გაუღიმა ბარლეტელ ძმებს ერთხელ ბედმა. არ ვიცი, მეორედ გაუღიმებს თუ არა.

 

* * * * * * *

მთარგმნელი: გურამ გოგიაშვილი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ