მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 372 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

იყო ერთი ცხენი, ერქვა რეჯი.

დილდილობით ამ რეჯის რძე დაჰქონდა ხოლმე და გზაზე ყოველთვის თავის მეგობარ პატარა შავ ძაღლს, ბლეკის ხვდებოდა.

სიმართლე რომ ითქვას, რეჯის ქუჩა­-ქუჩა რძის ტარება მაინცდამაინც არ ეპიტნავებოდა. ის სულ იმაზე ოცნებობდა, სადოღე ცხენი ყოფილიყო და პრიზები მიეღო.

ბლეკიც არ იყო თავისი ბედით კმაყოფილი, იმას კიდევ ის ენატრებოდა, ნეტავი მწევარივით სირბილი ვიცოდეო, თუმცა, ჩუმად გეტყვით, ფეხები საამისოდ ძალიან მოკლე ჰქონდა.

ერთხელ, ნასადილევს, ორივენი რეჯის თავლაში ისხდნენ და "ლუწ თუ კენტს" თამაშობდნენ. უცებ ბლეკის ერთი მშვენიერი აზრი მოუვიდა:

- რეჯი, ნახშირის ჭამა უნდა დავიწყოთ! ორთქლმავლები ჩქარა იმიტომ დარბიან, რომ ნახშირს ჭამენ.

იფიქრეს, აწონ­დაწონეს და გადაწყვიტეს, ავდგეთ და ვცადოთო.

ჩაიპარნენ სარდაფში, სადაც ნახშირი ეყარა, აიღეს თითო ნატეხი, მაგრამ ჯერ პირშიც არ ჩაედოთ, რომ კიბეზე სარდაფის პატრონი მისის გასცი გამოჩნდა.

- უი, თქვე საძაგლებო! ნახშირს იპარავთ! გასწით აქედან, თორემ შავ დღეს დაგაყენებთ!

დასწვდა ნახშირის მოზრდილ ნატეხს და ესროლა.

რეჯიმ და ბლეკიმ მოკურცხლეს, და მერე როგორ! თითქმის მიწას ფეხს არც აკარებდნენ.

თურმე სწორედ ამ დროს ქალაქის მერი ფანჯრიდან იყურებოდა. ამ მერს უილიამი ერქვა.

- აი, სირბილი ამას ჰქვია! - წამოიძახა უილიამმა, - სანაძლეოს ვდებ, ეს ცხენი პირველ პრიზს აიღებს დოღზე. ძაღლი?! ძაღლსაც შეხედეთ ერთი! მაგასთან მწევარიც კი ვერ მოვა. პატიოსნებას გეფიცებით, მედლები ეკუთვნით!

თქმა და ასრულება ერთი იყო.

რეჯი და ბლეკი მერმა მედლებით დააჯილდოვა. 

 

* * * * * * * * *

მთარგმნელი: რეზო ინანიშვილი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ