მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1682 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ხომ ხდება ხოლმე ქვეყნად ასეთი რამეებიც - დაიკარგა შშშშ!

კიდევ კარგი, რომ პოლიციელმა იპოვა, განყოფილებაში მიიტანა, კარადაში შეინახა, მერე დაჯდა, მისი სახელი ნაპოვნების წიგნში ჩაწერა და განცხადებების დაფაზე ქაღალდიც გამოაკრა, ნაპოვნია ესა და ესო.

ვინც კი დაფასთან გაივლიდა, ყველა ჩერდებოდა და კითხულობდა.

- რაო, რა წერია? - ჰკითხა პატარა ბიჭმა დედას.

- შშშშ დაკარგულა! - მიუგო დედამ.

- როგორ დაკარგულა?! - გაუკვირდა ბიჭს.

- შშშშ, შენი საქმე არ არის.

გამოიარა მეზობელი კაფეს ოფიციანტმა ქალმა, წაიკითხა განცხადება და მაშინვე სამზარეულოს მიაშურა,

ერთი ვნახო ეს შშშშ ჩემმა ქეთლებმა და ყავადნებმა ხომ არ დაკარგესო. მაგრამ ქეთლები (ჩაიდანი) და ყავადნები დუღილს განაგრძობდნენ და ყოველი მათი შშშშ მათთან იყო.

წაიკითხა განცხადება კინორეჟისორმაც. გავარდა სტუდიაში, თავის ხმის ჩასაწერ ფირებთან. ამ კვირაში შშშშ სულ ერთხელ ჰქონდა ჩაწერილი, მაგრამ ისიც ადგილზე დახვდა.

ნახა განცხადება ორთქლმავლის მემანქანემაც. გაიქცა სადგურში, ჩემს ორთქლმავალს ხომ არ დაეკარგაო შშშშ!

საბედნიეროდ, ორთქლმავლის ყველა შშშშ თავის ადგილზე იყო. ყოველ ორთქლმავალს ხომ ბევრი შშშშ აქვს, მაშ როგორ უნდა გააკეთონ: - შშშ­შშშ, შშშ­შშშ...

მოვიდნენ განცხადებასთან ბიჭი და ძაღლიც. ძაღლმა დაიყეფა. ამ ძაღლს ყეფა ძალიან უყვარდა (საერთოდ, ყეფა ყველა ძაღლს ძალიან უყვარს). ბიჭმა ხელი მაღლა ასწია, უნდოდა ეთქვა, - შშშშ, გაჩუმდიო, მაგრამ შშშშ ვერ წარმოთქვა.

ბიჭმა განცხადება წაიკითხა, კიბე აიარა და პოლიციის განყოფილებაში შევიდა.

- მე დამეკარგა!.. - თქვა მან.

- რა დაგეკარგა? - ჰკითხა პოლიციელმა.

ამ დროს ძაღლმა დაიყეფა.

- შშშშ! - მუქარით დაუქნია თითი პოლიციელმა.

- აი, ეგ, თქვენ რომ ახლა თქვით, - მიუგო ბიჭმა.

- აა, შშშშ! - პოლიციელმა კარადა გააღო და შშშშ გამოუშვა.

შშშშ ძალიან გახარებული იყო, რომ იპოვეს.

- აი, აქ მოაწერეთ ხელი! - უთხრა პოლიციელმა ბიჭს.

ძაღლმა კვლავ დაიყეფა.

- შშშშ! - წყრომით მიუბრუნდა ბიჭი, - შინ ხომ არ გგონია თავი!

ძაღლი გაჩუმდა და შიშით ამოიძუა კუდი.

 

* * * * * * * * *

მთარგმნელი: რეზო ინანიშვილი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ