მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 763 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

ქალაქ მილანში დუომოს მოედანზე რომ შუქნიშანი ჰკიდია, იმ შუქნიშანს ერთხელ მართლა საკვირველი ამბავი დაემართა. უარესი რა უნდა მოსვლოდა - სუყველა მინა გაულურჯდა: წითელიც, ყვითელიც და მწვანეც!

ამის დამნახველ მილანელებს დავთრები აერიათ, აიბნ-დაიბნენ, აღარ იცოდნენ, რა ექნათ, გაევლოთ თუ გაჩერებულიყვნენ.

შუქნიშანი თავის სამივე თვალს ლურჯად აბრიალებდა და გარშემო მხოლოდ ლურჯ შუქს აფრქვევდა. მილანის ცა რომ მილანის ცაა, ისიც კი არასოდეს არ ყოფილა იმ შუქისთანა ლურჯი!

რა მოხდა, რა ამბავიაო, ყვიროდნენ მანქანების ფანჯრებიდან თავგამოყოფილი მძღოლები. მოტოციკლისტებს ხომ ნუღარ იტყვი, ყურთასმენა აღარ იყო, ისე არიხრიხებდნენ თავიანთ მოტოციკლეტებს. ღიპიანი, ქვეითად მოსიარულენი კი მუშტებს იქნევდნენ.

- ვითომ რა ხუმრობაა? იცით, ვინა ვარ? - იბღინძებოდა ზოგიერთი.

ვინც ცოტა კვიმატი ენისა იყო, ეშმაკურად ხითხითებდა: - მწვანე შუქი, გენაცვალე, ერთ სქელჯიბიანს უყიდია. იმის ეზოში თურმე ბალახი არ ამოდის და, იმიტომ ვიყიდე, მოლის მაგივრობას გამიწევსო, უთქვამს.

- გაიგეთ, რა მომხდარა? რაც წითელი შუქი იყო, სულ ცენტრალურ პარკში წაუღიათ, თევზები უნდა შევღებოთო.

- ეგ კი არა, ყვითელი შუქით თურმე ზეითუნის ზეთს აზავებენ. რას არ გაიგონებს ადამიანი!

ბოლოს, როგორც იყო, მოირბინა პოლიციელმა, გზაჯვარედინზე თავისი ადგილი მოძებნა და მოძრაობის მოწესრიგებას შეუდგა. მალე მეორე პოლიციელიც უკან მოჰყვა და, შუქნიშნის სამართავი მოწყობილობის კოლოფი რომ არის, თავი შიგ ჩარგო. სანამ თავს იმ კოლოფში ჩაყოფდა და მოწყობილობას დაშლიდა, რასაკვირველია, დენი გამორთო.

თუმცა შუქნიშანმა ჩაქრობამდე მაინც მოასწრო და გაიფიქრა: "ვაი, რა ტყუილად ვანიშნე, გზა ცისკენ თავისუფალია-მეთქი. ეგენი რომ ჩემს ნიშანს მიმხვდარიყვნენ, ფრინველებივით უკვე ცაში ინავარდებდნენ. ეჰ, ალბათ, გამბედაობა არ ეყოთ!"

 

* * * * * * *

მთარგმნელი: გურამ გოგიაშვილი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ