მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 640 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

- კატის მანძილი საბძელია, - თქვა ერთმა ძველმა ანდაზამ.

- ტყუილს ამბობ, სოფლის ბოლოში მივდივარ, - შეეპასუხა კუდბომბორა კატა, რომელმაც სწორედ მაშინ ჩამოიარა გზაზე.

- შენ ბევრს ნუ ლაპარაკობ. ძველი ანდაზა არასოდეს არა სტყუის, - სიტყვა შეაწყვეტინა ძველმა ანდაზამ.

- თუ არა გჯერა, გამომყევი და შენი თვალით ნახე, - დაიკნავლა ფისუნიამ და გავარდა.

კატამ სიტყვა როგორ შემომიბრუნაო, გულნატკენი ძველი ანდაზა უცაბედად დასრიალდა, სახლის სახურავიდან გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა.

მეორე ძველი ანდაზა კი ადგა და ფეხბურთზე წავიდა. გაიხმო განზე ერთი მოთამაშე და წასჩურჩულა:

- მარტო ცხენი, ხომ გაგიგონია, კარგა გაჭენდებაო. მიდი შენც მარტო შეუტიე და გამარჯვება შენი იქნება.

იმ ფეხბურთელმაც დაუჯერა ძველ ანდაზას, დანარჩენებს აღარ დაელოდა, გაიგდო ბურთი და მარტო თვითონ დაიწყო თამაში. მაგრამ მარტოკა, აბა, რას გახდებოდა! ან რა უნდა მოეგო, ან ვისთვის უნდა მოეგო? არა, ამნაირი ფეხბურთი არ გამომადგებაო, იფიქრა ქანცგაწყვეტილმა და ისევ თავის გუნდს დაუბრუნდა.

ძველ ანდაზას იხტიბარი წაუხდა, გავმტყუნდი და ეგ არისო, დარდზე ავად გახდა და, სანამ გლანდები არ ამოაჭრეს, ფეხზე ვერ წამოდგა.

ერთხელ კი სამი ძველი ანდაზა შეხვდა ერთმანეთს. ჯერ წესიერად გამარჯობაც არ ეთქვათ, რომ უკვე შეკინკლავდნენ.

- სწორედ შენზეა ნათქვამი, ბედი მომეცი და სანაგვეზე გადამაგდეო, - ლახტი გადაჰკრა ერთმა მეორეს.

- თუ არ იცი, გაგონილი მაინც გექნება, ბედი ბრმააო, - სიტყვა გაუტრიზავა ლახტგადაკრულმა.

- მერე რა, არცოდნა არცოდვაა! - თქვა მესამემ.

ეცნენ ერთმანეთს და ატყდა წეწვა-გლეჯა - არა მე ვარ მართალი, არა-მეო. არ დაიჯერებ, ჯერაც ისევ დაკა-დაკა აქვთ!

ახლა იმას არ იკითხავ, რა მოუვიდა ერთ ძველ ანდაზას, ვაშლი რომ მოუნდა და ხელის განძრევა კი ეზარებოდა? დაჯდა ვაშლის ძირას და ჩააანდაზა: მწიფეს ესროდნენ და მკვახე ცვიოდაო. ვინც მოითმენს ის მოიგებს, მწიფე თავისით ჩამოვარდებაო.

რა გგონია, მართლაც ჩამოვარდა! მაგრამ ვაი იმ ჩამოვარდნას, ნახევარი უკვე დამპალი იყო.

არა, ხალხში აღარ გამომესვლებაო, ინამუსა გამტყუნებულმა ანდაზამ და გადადგა, ანდაზობას თავი გაანება.

 

* * * * * * * *

მთარგმნელი: გურამ გოგიაშვილი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ